Signify Odoo-ს ERP სისტემაში დაინტეგრირდა

AURA არის Odoo-ს პირველი ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. კომპანია ბიზნესებს სთავაზობს ERP სისტემების სრულყოფილ დანერგვას, ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციასა და ქართული ბაზრისთვის შესაბამის ლოკალიზაციას.

image

ინტეგრაცია მომხმარებელს აძლევს საშუალებას, დოკუმენტები დაინიციროს პირდაპირ ძირითადი მოდულებიდან: HR (შრომითი ხელშეკრულებები), გაყიდვები, შესყიდვები და ფინანსები (ინვოისები, აქტები). Odoo-ში გენერირებული PDF დოკუმენტი ერთი დაჭერით იგზავნება Signify-ში. ხელმომწერი გადის იდენტიფიკაციას SMS OTP-ით, რის შემდეგაც დადასტურებული, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი ავტომატურად ბრუნდება და ინახება სისტემის არქივში. პროცესი სრულად „ერთი ფანჯრის პრინციპით“ იმართება და სტანდარტულის გარდა, ხელმოწერის ფუნქცია მომხმარებელზე მორგებულ, არასტანდარტულ მოდელებშიც მარტივად შენდება.

 

პარტნიორობის ფარგლებში, Odoo-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომელიც მოიცავს ბიზნეს პროცესების ანალიზსა და ERP მოთხოვნების დოკუმენტის ფორმირებას. პროცესის ფარგლებში დეტალურად განისაზღვრება სისტემის გამართვის რისკები, ბიუჯეტი და პროექტის ხანგრძლივობა. ამასთან, მომხმარებლებს სრულიად უფასოდ დაუნერგავენ RS.ge-ს (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები) და Signify-ს ინტეგრაციის მოდულებს.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის დაუკავშირდით AURA-ს გუნდს: ელ ფოსტა: info@erpsystems.ge

ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ