ამიერიდან მომხმარებლები HR პროცესებს სრულად ციფრულ რეჟიმში, სისტემიდან გაუსვლელად მართავენ.
Skill Lynk ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინსტრუმენტია, რომელიც საშუალო და დიდი ზომის კომპანიებისთვის რეკრუტინგის, ადმინისტრირებისა და ხელფასების მართვის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. პლატფორმა ერთ სივრცეში აერთიანებს თანამშრომლების ყოველდღიური ოპერაციებსა და პოზიციების მართვას.
ინტეგრაციის შედეგად, Skill Lynk-ის მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ სისტემიდან გაგზავნონ და ელექტრონულად მოაწერონ ხელი შრომით ხელშეკრულებებს, შვებულების განცხადებებს, ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტებსა და შემოვლის ფურცლებს. დოკუმენტების დაარქივება სისტემაში ავტომატურად ხდება, რაც პლატფორმებს შორის ფაილების მექანიკური გადატანის საჭიროებას აუქმებს და ადმინისტრირების დროს 30-ჯერ ამცირებს.
Signify-ის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები Skill Lynk-ის პლატფორმის გამოსაყენებლად. ამ შეთავაზებით სარგებლობისთვის დაუკავშირდით Skill Lynk-ის გუნდს ელექტრონულ მისამართზე: info@skilllynk.com.
ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს


