Signify Aisitec HR & Payroll-ის პლატფორმაში დაინტეგრირდა. ინტეგრაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, HR დოკუმენტაცია პირდაპირ Aisitec-ის პლატფორმიდან გააგზავნონ ხელმოსაწერად.
Aisitec HR & Payroll არის მრავალფუნქციური HR პლატფორმა, რომელიც 2016 წლიდან ეხმარება კომპანიებს HR პროცესების ავტომატიზაციაში. სისტემა ღია ეკოსისტემის პრინციპით მუშაობს და მარტივად ერგება ორგანიზაციებში უკვე გამოყენებულ ტექნოლოგიებს.

ინტეგრაციის შედეგად, HR მენეჯერები Aisitec HR & Payroll-იდან გაუსვლელად შექმნიან დოკუმენტებს და Signify-ის მეშვეობით გააგზავნიან ხელმოსაწერად. Aisitec-ში შიდა შეთანხმებისა და დამტკიცების გავლის შემდეგ, დოკუმენტი ავტომატურად გადადის Signify-ში. პროცესი ფარავს შრომით ხელშეკრულებებს, ცვლილებებს, ბრძანებებსა და დისციპლინურ დოკუმენტებს. ხელმოწერის დასრულების შემდეგ, სისტემაში ინახება შესაბამისი დადასტურებები და მტკიცებულების ანგარიშები.
Aisitec-ის მომხმარებლები Signify-სგან მიიღებენ 15%-იან ყოველთვიურ ფასდაკლებას 1 წლის განმავლობაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის დაუკავშირდით Aisitec-ს მეილზე: company@aisitec.com.
ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს


