ბოლო განახლება: ოქტ 29, 2025

მომსახურების სტანდარტული პირობები

 

წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში „მომსახურების პირობები“) ატარებს სამართლებრივ ძალას. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენსა და Signify-ს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ამ დოკუმენტის თანახმად.

წინამდებარე მომსახურების პირობების არსებით და განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს: „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა“, „პლატფორმის გამოყენების დამატებითი წესები და პირობები“ და SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის წესები და პირობები“. აღნიშნულ დოკუმენტებსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით“, „პლატფორმის გამოყენების დამატებითი პირობებით“ ან/და „SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის წესებით და პირობებით“ განსაზღვრულ დებულებებს ან/და წესებს.

ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, „SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის წესები და პირობები“ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი იყენებს ხელმოწერის დაფის/პადის მეშვეობით ხელმოწერის ოფციას.

  1. ტერმინთა განმარტება
    1. Signify - იგულისხმება იურიდიული პირი შპს “სიგნიფაი" - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 405432580, რომელიც ფლობს და წარმოადგენს ვებ-გვერდების https://portal.signifyapp.com/ და https://signifyapp.com/ka-GE მესაკუთრეს, აქვს ლეგალური უფლებამოსილება მართოს პლატფორმა და განახორციელოს დოკუმენტებზე ელექტრონული ხელმოწერის დადასტურების მომსახურება.
    2. პლატფორმა - პროგრამული უზრუნველყოფის და ვებ-გვერდების https://signifyapp.com/ka-GE/ და  https://portal.signifyapp.com/ ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებს შორის ინფორმაციის და დოკუმენტების გაცვლას, ელექტრონულ ხელმოწერას, სხვა თანმხლებ სერვისებს. პლატფორმა წარმოადგენს Signify-ს საკუთრებას.
    3. სერვისი/სერვისები - ის ფუნქციები, ოპერაციები, ტრანზაქციები, რომელთა განხორციელების საშუალებას პლატფორმა აძლევს მომხმარებელს. სერვისების ჩამონათვალი და სარგებლობის ფარგლები განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით.
    4. კლიენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, რომელიც ქმნის ანგარიშს პლატფორმაზე.
    5. ვიზიტორი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით (მათ შორის, აწერს ხელს დოკუმენტს) ანგარიშის შექმნის გარეშე.
    6. მომხმარებელი - გულისხმობს კლიენტსაც და ვიზიტორსაც.
    7. ინიციატორი - კლიენტი ან ქვე-მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესის ინიცირებას, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, განსაზღვრავს ხელმომწერ პირებს და ხელმოწერის სხვა პროცედურულ საკითხებს.
    8. მესამე პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, გარდა მომხმარებლისა და Signify-სა.
    9. ანგარიში - პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი სარგებლობს პლატფორმით და იყენებს ანგარიშთან დაკავშირებულ სერვისებს.
    10. ელექტრონული ხელმოწერა - გულისხმობს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ნების გამოვლენას და ქმედებათა ერთობლიობას, რის შედეგადაც იგი გამოხატავს სამართლებრივი ძალის მქონე ნებას დოკუმენტთან დაკავშირებით/ხელს აწერს დოკუმენტს.
    11. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა - განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული.
    12. დოკუმენტი - ნებისმიერი სახის ტექსტური ინფორმაცია, რომელიც ელექტრონული ფაილის სახით აიტვირთა, შეიქმნა, გაიგზავნა ან/და მიღებულ იქნა მომხმარებლის მიერ.
    13. ტრანზაქცია - ქმედებათა ერთობლიობა (ატვირთვა, გაგზავნა, მიღება, ხელმოწერა და ა.შ.) რომლის შედეგადაც ხდება დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა.
    14. სატარიფო გეგმა - კონკრეტული სერვისების ერთობლიობა, რომლის განსაზღვრული პერიოდით სარგებლობისათვის, მომხმარებელი იხდის გადასახდელს. სატარიფო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე  https://portal.signifyapp.com/.
    15. ელექტრონული ფოსტა - მომხმარებელთან ან ქვე-მომხმარებელთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში არსებული, მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    16. ტელეფონის ნომერი - მომხმარებელთან ქვე-მომხმარებელთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში არსებული, მოქმედი  შესაბამისი ტელეფონის ნომერი.
    17. მტკიცებულების რეპორტი - თითოეულ ხელმოწერილ დოკუმენტს Signify ანიჭებს უნიკალურ ინფორმაციათა ერთობლიობას, რომელიც სულ მცირე შეიცავს: (1) ხელმომწერი პირის ელექტრონული ფოსტის მისამართს; (2) ხელმომწერი პირის სახელს, გვარს, რომელიც მითითებულია ინიციატორის მიერ; (3) მოწყობილობის IP მისამართს, რომლის მეშვეობითაც ისარგებლა ხელმომწერმა; (4) ხელმოწერის დროს და თარიღს; (5) ხელმოწერილი დოკუმენტის ჰეშ კოდს; (6) ტექნიკური მოწყობილობის (პერსონალური კომპიუტერი, სმარტ - ტელეფონი და ა.შ.) იდენტიფიკატორს და ბრაუზერის ვერსიას, რომლის გამოყენებითაც ხდება ხელმოწერა; ან/და (7) სხვა დამატებით ინფორმაციას, ინიციატორის მიერ არჩეული ავთენტიფიკაციის მეთოდის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  მტკიცებულების რეპორტი ხელმოწერილია Signify-ს ციფრული ელექტრონული სერტიფიკატით.
    18. ციფრული ელექტრონული სერტიფიკატი - Signify-ს მიერ თითოეული დოკუმენტისათვის (მათ შორის, მტკიცებულების რეპორტისათვის) მინიჭებული ელექტრონული, უნიკალური სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაცემულია Global Sign-ის მიერ (Signify-ს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს სერტიფიკატის გამცემი პირი), ხოლო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში, სერტიფიკატი გაცემულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. 
    19. ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი, “კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა”, „პლატფორმის გამოიყენების დამატებითი წესები და პირობები“, „SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის წესები და პირობები“ და ყველა სხვა დოკუმენტის ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს მოხმარებელსა და Signify-ს შორის არსებულ ურთიერთობას.
    20. არა - ავტორიზირებული სარგებლობა - ანგარიშის გამოყენება/ანგარიშთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ მინიჭებია მომხმარებლის მიერ.
    21. ანგარიშის მფლობელი - ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს იურიდიული პირის სახელზე შექმნილი ანგარიშის მართვას/კონტროლს ან/და ანგარიშის მეშვეობით ახორციელებს ტრანზაქციებს პლატფორმაზე ან/და იყენებს პლატფორმას ანგარიშის მეშვეობით.
    22. მხარე - Signify და მომხმარებელი მოხსენიებული ცალ-ცალკე.
    23. მხარეები - Signify და მომხმარებელი მოხსენიებული ერთობლივად.
  2. იურიდიული ძალა
    1. ელექტრონული ხელმოწერის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ მითითებულია შემდეგ ბმულზე: https://signifyapp.com/en/legality/ 
    2. თითოეულ ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით, მომხმარებელს, რომელიც ახორციელებს დოკუმენტის ხელმოწერის ინიცირებას, საშუალება აქვს მიიღოს/ჩამოტვირთოს/შეინახოს/გააზიაროს დოკუმენტი ან/და მტკიცებულების რეპორტი.
    3. პლატფორმის მეშვეობით ხელმოწერილი თითოეული დოკუმენტი, მათ შორის, მტკიცებულების რეპორტი, ხელმოწერილია ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატით და თანდართული ციფრული ელექტრონული ხელმოწერის გრძელვადიანი ვალიდურობა უზრუნველყოფილია შესაბამისი დროის შტამპის გამოყენებით.
    4. თითოეულ ხელმომწერ პირს ხელმოწერამდე პლატფორმის მეშვეობით სავალდებულო წესით ეცნობება “შეტყობინება სამართლებრივი ძალის შესახებ”. აღნიშნული შეტყობინება არ იგზავნება ხელმოწერის დაფის/პადის მეშვეობით დოკუმენტის ხელმოწერისას.
    5. Signify ყველა დოკუმენტს ინახავს დაშიფრულ ფორმატში და არ აქვს დოკუმენტის შინაარსზე წვდომა.
    6. ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი ავტომატურად კონვერტირდება PDF ფორმატში. თითოეული ხელმოწერილი დოკუმენტისთვის გენერირდება ჰეშ კოდი და ხელმოწერილ დოკუმენტს ენიჭება Signify-ს ციფრული ელექტრონული სერტიფიკატი გრძელვადიანი ვალიდურობით. აღნიშნული უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი შეცვლას არ ექვემდებარება, დოკუმენტში უმნიშვნელო ცვლილებაც კი იწვევს ჰეშ კოდის ცვლილებას და შესაბამისად ხელმოწერის დარღვევას.
    7. პლატფორმის მეშვეობით ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებისას მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ: (i) მომხმარებლის მიერ პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს; (ii) მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ხელმოწერას ენიჭება მატერიალური (პირადი) ხელმოწერის ძალა და (iii) პლატფორმის მეშვეობით ხელმოწერილი დოკუმენტის ნებისმიერი ეგზემპლარი წარმოადგენს ორიგინალს.
  3. ზოგადი
    1. Signify თითოეულ მომხმარებელს მიაწვდის იმ მოცულობის სერვისებს, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი მომხმარებლის მიერ შერჩეული სატარიფო გეგმა. აღნიშნული მომსახურება ენიჭება თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად და მომხმარებელს არ აქვს უფლება სერვისებით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.
    2. ყოველი ანგარიშისათვის, შერჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია მეხსიერების კონკრეტული მოცულობა, რომელის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს ატვირთოს, მიიღოს ან/და შეინახოს დოკუმენტები.
    3. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ მონაცემებზე. Signify-ს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ მონაცემებზე.
    4. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმით სარგებლობისას მის მიერ პერსონალური და სხვა სახის ინფორმაციის ან მონაცემების დამუშავებით და გამოყენებით არ ირღვევა მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონები, წესები ან/და რეგულაციები. კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით დეტალურად იხილეთ “კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა”.
  4. პლატფორმაზე რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა
    1. თუ პირს სურს მომხმარებლად რეგისტრაცია და შესაბამისად ანგარიშის შექმნა, იგი გამოხატავს შესაბამის ნებას პლატფორმაზე, და ელექტრონული ფოსტითა და პაროლით ქმნის ანგარიშს.
    2. ანგარიშის შექმნის შედეგად პირს ენიჭება კლიენტის სტატუსი. მომხმარებლის ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებად. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ანგარიშის პარამეტრები და არ დაუშვას მესამე პირ(ებ)ის მიერ ანგარიშზე წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მის ანგარიშზე წვდომა მოიპოვა მესამე პირმა, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს Signify-ს, რა შემთხვევაშიც Signify დაუყოვნებლივ შეაჩერებს ან/და დაბლოკავს ანგარიშს. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაუყოვნებლივ არ აცნობებს Signify-ს ანგარიშის არაავტორიზებული წვდომის შესახებ, ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება მომხმარებლის მიერ განხორციელებულად.
    3. თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, იგულისხმება, რომ ნებას გამოხატავს/ანგარიშს ქმნის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
    4. თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, ანგარიშის მფლობელ პირს უფლება აქვს ანგარიშს დაამატოს ქვე-მომხმარებელი და მიანიჭოს მათ სხვადასხვა ფუნქციები (მაგალითად, დოკუმენტის დადასტურების /ე.წ. ვიზირების/ ან ხელმოწერის, დოკუმენტის ხელმოსაწერად ინიცირების უფლება). ქვე-მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობისას, ქვე-მომხმარებელზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო მის ქმედებებზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი
  5. მომხმარებლის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
    1. მომხმარებელი ვალდებულია:
      1. სათანადოდ მოახდინოს მისი ანგარიშის კონფიგურაცია.
      2. გამოიყენოს კონტროლის და ვერიფიკაციის არსებული მექანიზმები (უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით).
      3. მიმართოს ზომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებისთვის, დაცვისთვის, წაშლისთვის და სარეზერვო შექმნისთვის, მათ შორის, უფლებამოსილი ქვე-მომხმარებლების დაშვების კონტროლი, მონაცემების კონტროლი, დოკუმენტების დაარქივების ან წაშლის კონტროლი.
      4. დაუყოვნებლივ აცნობოს Signify-ს მისი ანგარიშის არა-ავტორიზებულ გამოყენების, ან ასეთი გამოყენების საფრთხის თაობაზე.
    2. მომხმარებელი პასუხისმგებელია:
      1. პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოყენებული მოწყობილობების, ქსელების და სხვა გამომთვლელი რესურსების მუშაობაზე და უსაფრთხოებაზე.
      2. მომხმარებლის მიერ მისი ანგარიშის, ვერიფიკაციისთვის/შესვლისთვის საჭირო რეკვიზიტების (მაგალითად, პაროლი, ტელეფონის ნომერი) კონფიდენციალურად დაცვაზე.
      3. უსაფრთხო ინტერნეტ კავშირზე.
  6. ფასი და ანგარიშსწორება
    1. პლატფორმით სარგებლობის საფასური განისაზღვრება შესაბამისი სატარიფო გეგმის მიხედვით. სატარიფო გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს საფასურის გადახდას ანგარიშთან დაკავშირებული მომხმარებლების და ქვე-მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით.
    2. მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმით განსაზღვრული გადასახდელის გადახდა ხდება წინასწარ, შესაბამისი პერიოდის დაწყებისთანავე.
    3. თითოეული სატარიფო გეგმით განსაზღვრულია იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც მოიცავს შესაბამისი სატარიფო გეგმა.
    4. გადახდის განხორცილების დროს მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ გადახდის ლეგალური და ვალიდური საშუალებები (მაგალითად, საგადახდო/საბანკო/ ბარათები) და სწორად და ზუსტად მიაწოდოს Signify-ს ინფორმაცია გადახდის საშულებების შესახებ.
    5. გადახდის მოთხოვნის (ინვოისი) ან/და გადახდის განხორცილების საშუალების/წესის/ფორმის ცალმხრივად განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია Signify-ს. აღნიშნული საშუალება/წესი/ფორმა შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს Signify-ს მიერ.
    6. Signify-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეასწოროს/შეცვალოს გადახდის მოთხოვნის ან ან/და გადახდის განხორცილების შესახებ დოკუმენტი, თუ აღმოჩენილ იქნა ხარვეზი ან შეცდომა მათ შინაარსში.
    7. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება გადახდის მოთხოვნას ან გადახდას, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შესახებ შეატყობინოს Signify-ს, შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გაგზავნიდან ან/და გადახდიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება გადახდას/გადახდის მოთხოვნას.
    8. Signify-ს უფლება აქვს პერიოდულად დააწესოს ფასდაკლებები და სხვა სახის შეღავათები, თუმცა აღნიშნული არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ეს ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს მუდმივად. შესაბამისად, ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს იმ პირობებით და ვადით, რომელიც განსაზღვრული იქნება თავად Signify-ს მიერ. ამასთან, თუ ფასდაკლება/შეღავათი ეხება სატარიფო გეგმას, იგი იმოქმედებს სატარიფო გეგმის პირველი შეძენისას.
    9. Signify პასუხს არ აგებს არავითარ გადასახადზე თუ მოსაკრებელზე, საბანკო გადარიცხვის საკომისიოზე და სხვა ხარჯზე, თუ ასეთი გადასახადი, მოსაკრებელი, საკომისიო ან/და ხარჯი წარმოეშვა/წარმოეშობა მომხმარებელს გადახდის განხორციელებისას. სატარიფო გეგმის შესაბამისი თანხა Signify-მ უნდა მიიღოს სრულად, ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე.
    10. Signify პასუხს არ აგებს იმ საგადასახადო ტვირთზე რომელიც შეიძლება წარმოეშვას მოხმარებელს საცდელი პერიოდით ან სხვა, Signify-ს მიერ შეთავაზებული ფასდაკლებით ან/და შეღავათით სარგებლობისას.
    11. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს სატარიფო გეგმა.
    12. სატარიფო გეგმის ვადა იწყება მისი შეძენის მომენტიდან და სრულდება აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული ვადის ბოლოს.
    13. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, Signify უფლებამოსილია და არ არის ვალდებული, მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის ამოწურვისთანავე, ავტომატურად განაახლოს მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმა და მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის საშუალებიდან ავტომატურად ჩამოჭრას სატარიფო გეგმის შესაბამისი საფასური. ამასთან, საფასურის ჩამოჭრა მოხდება გაგრძელების მომენტში, შესაბამისი სატარიფო გეგმისათვის განსაზღვრული და მოქმედი ტარიფის მიხედვით.
    14. Signify-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს სატარიფო გეგმით განსაზღვრული ტარიფები, ამასთან, ცვლილება არ შეეხება იმ სატარიფო გეგმას, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი და ცვლილება აისახება სატარიფო გეგმით სარგებლობის გაგრძელების (განახლების) მომენტში.
    15. დამატებით განსაზღვრულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორება ხორციელდება მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე დაფიქსირებული საბანკო ბარათის საშუალებით, მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წაშალოს აღნიშნული საბანკო ბარათის მონაცემები პლატფორმიდან.
  7. პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა და შესაბამისი შედეგები
    1. პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა/Signify-ს სერვისების მიწოდების შეწყვეტა ხდება შემდეგ შემთხვევებში: (1) Signify-ს ინიციატივით, თუ არ მოხდა მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის საფასურის გადახდა მის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით და Signify-ს მიერ განსაზღვრულ ვადებში; (2) მომხმარებელი არ აგრძელებს (ანახლებს) სატარიფო გეგმას; (3) მომხმარებელი თავად აუქმებს პლატფორმით სარგებლობის უფლებას („ანგარიშის გაუქმება“), ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა გაუქმების შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს Signify-ს შემდეგ მისამართზე - support@signifyapp.com ან პლატფორმის მეშვეობით საკუთარი ანგარიშიდან აირჩიოს შესაბამისი ბრძანება „ანგარიშის გაუქმება“; (4) მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო სარგებლობის უფლება წყდება Signify-ს გადაწყვეტილებით; (5) თუ Signify ჩათვლის, რომ მომხმარებლის (ან ქვე-მომხმარებლის) მიერ სერვისებით სარგებლობის გაგრძელება Signify-ს უქმნის სამართლებრივ რისკებს, ან წარმოადგენს საფრთხეს Signify სერვისებისთვის ან/და მომხმარებლებისთვის.
    2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ (4) და (5) შემთხვევაში, სარგებლობის უფლების შეწყვეტის დროს (a) Signify არ არის ვალდებული წინასწარ შეატყობინოს მომხმარებელს; და (b) Signify უფლებამოსილია მომავალში უარი განაცხადოს მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდებაზე.
    3. ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხები Signify-ს მიერ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
    4. ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა მომხმარებელს არ ათავისუფლებს იმ თანხების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სარგებლობის საფასური, ზიანი და ა.შ.) გადახდის ვალდებულებებისაგან, რომლის სამართლებრივი საფუძველი წარმოიშვა შეწყვეტის თარიღამდე.
    5. Signify უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, გადახდის ვადის გადაცილების შემდეგ მოხმარებელს მისცეს პლატფორმით სარგებლობის უფლება ვადის გადაცილების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თუ გადახდის თარიღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ არ მოხდა პლატფორმით სარგებლობის განახლება (სატარიფო გეგმის შეძენა), მას ეზღუდება ანგარიშით ან/და მისი ცალკეული ფუნქციონალით სარგებლობა.
    6. ამოღებულია.
    7. ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში, Signify უფლებამოსილია წაშალოს ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები/ინფორმაცია, მათ შორის, დოკუმენტები და Signify-ს არ დაეკისრება წაშლამდე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღდგენის ან/და მომხმარებლისათვის მიწოდების ვალდებულება ან/და რაიმე სახის პასუხისმგებლობა. მონაცემთა შენახვასთან ან/და წაშლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დამუშავების პოლიტიკით“.
    8. პლატფორმით სარგებლობის უფლების გაუქმება შესაძლებელია მოითხოვოს მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელმა, რომელიც წინამდებარე მომსახურების პირობების 4.1 მუხლის შესაბამისად ქმნის ანგარიშს ან/და წარმოადგენს ანგარიშის მფლობელს. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე მომხმარებელი დაამატებს ცალკეულ ქვე-მომხმარებლ(ებ)ს, აღნიშნულ ქვე-მომხმარებლ(ებ)ს არ აქვთ უფლებამოსილება მოითხოვონ პლატფორმით სარგებლობის უფლების გაუქმება.
  8. ინტელექტუალური საკუთრება
    1. პლატფორმა წარმოადგენს Signify-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და პლატფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერი და ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის Signify-ს.
    2. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ პლატფორმის გამოყენებისას იგი არ დაარღვევს Signify-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და არ განახორციელებს პლატფორმის/ვებ-გვერდის დეკომპილაციას, რევერსიულ ინჟინერიას (ინგ. reverse engineering), დაშლას (ინგ. disassemble) ან იმგვარ ქმედებას, რომელიც გამოიწვევს პლატფორმის/ვებ-გვერდის source code-ის მიღებას/ამოღებას ან/და Signify-ს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას.
    3. პლატფორმაზე არსებული მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები, გარდა მომხმარებლის მიერ ატვირთული/შექმნილი/მიღებული/გაგზავნილი დოკუმენტებისა, წარმოადგენს Signify-ს საკუთრებას და მომხმარებელს არა აქვს მათი გამოყენების ან გავრცელების უფლება Signify-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
    4. პლატფორმაზე განთავსებული სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ნიშნები (შემდგომში „სავაჭრო ნიშნები“) წარმოადგენს Signify-ს საკუთრებას და მომხმარებელს არ აქვს მათი გამოყენების, მითითების ან გავრცელების უფლება Signify-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული სავაჭრო ნიშნების გამოყენება ეხება მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას/გავრცელებას. დამატებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ Signify უფლებამოსილია მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის სახელი, დასახელება, სავაჭრო ნიშნები (მათ შორის, ვებ-გვერდზე signifyapp.com ან/და Signify-ს საპრეზენტაციო სლაიდ(ებ)ზე) და მარკეტინგულ კომუნიკაციაში მოიხსენიოს მომხმარებელი, როგორც Signify-ს კლიენტი.
    5. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ პლატფორმაზე ატვირთული/გაგზავნილი/შექმნილი/მიღებული დოკუმენტი არ არღვევდეს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და არ შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას/ნიშნებს/გამოსახულებებს ან სხვა სახის შინაარს, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული უფლებების დარღვევას.
    6. Signify ეყრდნობა დაშვებას, რომ დოკუმენტზე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები და სხვა ნებისმიერი უფლება ეკუთვნის ინიციატორს. შესაბამისად, Signify არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული შეამოწმოს დოკუმენტთან დაკავშირებული უფლებების (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების) დაცულობის ან/და ამ უფლებების გამოყენების მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
  9. პასუხისმგებლობის გამორიცხვა/შეზღუდვა
    1. Signify არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ ატვირთული/გაგზავნილი/შექმნილი/მიღებული დოკუმენტის შინაარსზე, მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ან/და მისგან წარმოშობილ უფლება/მოვალეობებზე.
    2. Signify არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დოკუმენტის/გარიგების მხარე, აქვე, ექსპლიციტურად არის გაცხადებული, რომ Signify მხოლოდ ახორციელებს ხელმოწერის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერა/უზრუნველყოფას.
    3. Signify არ არის პასუხისმგებელი არავითარ ზიანზე, ხარჯზე თუ დანაკარგზე ანგარიშის არა-ავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში.
    4. მობილური სერვის პროვაიდერის ქსელურ მომსახურებებს Signify ვერ აკონტროლებს და Signify არ არის პასუხისმგებელი ამ მხრივ არსებულ შესაძლო ხარვეზებზე/პრობლემებზე. დამატებით, Signify არ არის პასუხისმგებელი: (ა) ტექსტური შეტყობინების შინაარსის წარუმატებლად გაგზავნაზე ან/და გაგზავნის შეუძლებლობაზე; (ბ) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შეფერხებაზე; ან/და (გ) მობილური სერვის პროვაიდერის მიერ განხორციელებულ სერვისის ან სხვა ცვლილებაზე, რომელიც გავლენას ახდენს სერვისებით სარგებლობის ფარგლებში ტექსტური შეტყობინებების მიღებაზე ან/და გაგზავნაზე.
    5. მომხმარებელი ვალდებულია Signify დაიცვას მესამე პირების საჩივრებისგან, ვალდებულებისგან და აუნაზღაუროს Signify-ს ნებისმიერი ზიანი, დანაკარგი და ხარჯების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ადვოკატის ხარჯები), რომლებიც უკავშირდება: (ა) მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობას (ბ) ხელშეკრულების დარღვევას მომხმარებლის მიერ; (გ) მომხმარებლის მიერ რომელიმე მესამე პირის ინტელექტუალური ან სხვა უფლებების დარღვევას; ან/და (დ) Signify-ს სერვისების ფარგლებში დამუშავებული მონაცემების სახეობას და შინაარს.
    6. შესაძლოა Signify-მ პლატფორმაზე განათავსოს მესამე პირების სერვისების ან/და რესურსების ბმულები, რომლებსაც Signify ვერ აკონტროლებს. Signify არ იძლევა გარანტიას მესამე პირის შინაარსის და მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობაზე და კანონიერებაზე. ამასთან, Signify-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარი მესამე პირ(ებ)ის სერვისების და რესურსების ბმულების შინაარსზე, მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობასა ან/და კანონიერებაზე.
    7. Signify-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა დოკუმენტის შენახვის ვად(ებ)ის დადგენასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნული ვად(ებ)ი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით, რეგულაციით, ან/და სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით. ამასთან, Signify არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული მომხმარებლის ელექტრონული ან სხვა დოკუმენტები მიაწოდოს სხვა მხარეებს.
    8. მომხმარებელთა დაცვის ან მსგავსი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სპეციალური მოთხოვნები ტრანზაქციებზე, რომელშიც მონაწილეობს ესა თუ ის მომხმარებელი, როგორიცაა, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ  მოთხოვნა, რომ მომხმარებელი დაეთანხმოს კონტრაქტის გაფორმების მეთოდს ან/და მომხმარებელს გადაეცეს ასლი, ან ტრანზაქციის სხვა ჩანაწერი. Signify არ არის ვალდებული: (i) დაადგინოს, მონაწილეობს თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ ტრანზაქციაში მომხმარებელი (ii) გასცეს ან მოიპოვოს თანხმობა, ან დაადგინოს, გაუქმდა თუ არა თანხმობა; ან/და (iii) გასცეს ინფორმაცია თანხმობის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით.
    9. გარკვეული ტიპის დოკუმენტებისთვის შესაძლოა დადგენილი იყოს სპეციალური სავალდებულო ფორმა (მაგალითად, სანოტარო წესით დამოწმება) - Signify არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული დაადგინოს მოეთხოვება თუ არა კონკრეტულ დოკუმენტს სპეციალური ფორმით დამოწმება/გაფორმება ან ექვემდებარება თუ არა სპეციალურ სავალდებულო ფორმას. აღნიშნული საკითხის დადგენა და მასთან დაკავშირებული რისკების შეფასება წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას და Signify-ს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა დოკუმენტის სავალდებულო ფორმასთან დაკავშირებულ საკითხ(ებ)თან მიმართებით.
    10. მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ მის მიერ დოკუმენტის სხვა მომხმარებლის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ვიზიტორისათვის გაზიარების/გაგზავნისას შესაძლოა სხვა მომხმარებელმა/ვიზიტორმა განხორციელოს დოკუმენტის ან მისი შინაარსის ისეთი კოპირება ან გავრცელება, რომელიც შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მომხმარებლის ინტერესებს, ამ შემთხვევაში Signify არ ატარებს/იღებს არავითარ პასუხისმგებლობას და რისკების აღებაზე/შეფასებაზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი.
    11. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი  მოახდენს სისტემიდან (მომხმარებლის ანგარიშიდან) დოკუმენტის წაშლას, Signify-ს სისტემაში აღნიშნული აისახება სარკისებულად (შესაბამისი ფაილი და მისი თანმდევი დოკუმენტები ასევე წაიშლება) და Signify არ შეიძლება იყოს კომპანიის მიერ წაშლილი დოკუმენტის აღდგენაზე პასუხისმგებელი.
    12. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ Signify-ს პასუხისმგებლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნასთან მიმართებით შეზღუდულია და შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობამდე ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მომხმარებლის მიერ Signify-სთვის გადახდილი პლატფორმით სარგებლობის საფასურის ჯამური ოდენობით.
  10. განცხადებები და გარანტიები პლატფორმით სარგებლობასთან და დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით.
    1. პლატფორმაზე რეგისტრაციით და პლატფორმით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
      1. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთულ, გაგზავნილ, მიღებულ ან შექმნილ დოკუმენტზე და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და მათი ატვირთვით/გაგზავნით/შექმნით/მიღებით: (1) ის არ არღვევს სხვა პირის ინტელექტუალური თუ სხვა სახის უფლებას, კანონს, კანონქვემდებარე აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მესამე პირთა უფლებებს თუ სხვა შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას და რეგულაციას; (2) მიზნად არ ისახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ან ასეთი ქმედების დაგეგმვას; (3) არ ახორცილებს მესამე პირების კანონიერი უფლებების დარღვევას/შელახვას; (4) არ იწვევს ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის დარღვევას/თავის არიდებას ან/და არ იწვევს ფულის გათეთრებისათვის საფუძვლების შექმნას; ან/და (5) არ ავრცელებს კომპიუტერულ ვირუსს ან სხვა სახის საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მესამე პირები ან/და დაარღვიოს მათი უფლებები;
      2. არის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი ფიზიკური/იურიდიული პირი;
      3. მის მიერ Signify-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და არ არის შეცდომაში შემყვანი;
      4. მოპოვებული აქვს ნებისმიერი და ყველა თანხმობა/ნებართვა/უფლებამოსილება, რაც შეიძლება საჭირო იყოს მის მიერ პლატფორმით სარგებლობისათვის;
      5. მომხმარებელი იურიდიული პირის შემთხვევაში, პირი, რომელიც ქმნის და მართავს ანგარიშს, უფლებამოსილია წარმოადგინოს/იმოქმედოს იურიდიული პირის სახელით;
      6. პლატფორმით სარგებლობა არ არღვევს მის მიერ სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას/კანონქვემდებარე თუ საკანონმდებლო აქტს/შიდა კორპორაციულ წესს და რეგულაციას;
      7. არ გამოიყენებს პლატფორმას არალეგალური/კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის;
      8. არ იყენებს პლატფორმას მესამე პირებისათვის Spam ან/და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისათვის.
      9. არ გამოიყენებს პლატფორმას “ფინანსური პირამიდის” შექმნის მიზნებისათვის და ამ მიზნით მესამე პირების მოზიდვისათვის.
      10. არ გამოიყენებს პლატფორმას კომპიუტერული ვირუსების გავრცელების ან/და სხვა ისეთი ელექტრონული ჩარევისთვის, რამაც შეიძლება დააზარალოს პლატფორმა, მესამე პირები, სხვა მომხმარებლები, შეაღწიოს სხვა პირის პირად ელექტრონულ სივრცეში ან/და არალეგალურად მოიპოვოს პირადი, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაცია.
      11. პლატფორმით არ ისარგებლებს სხვა პირის სახელით ან/და ისეთი რეკვიზიტებით (სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ლოგოს გამოყენება და ა.შ.), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღრევა ან შეცდომაში შეყვანა მომხმარებლის ვინაობასთან დაკავშირებით.
      12. არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს/ელ.ფოსტას/საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
      13. პასუხისმგებელია მის მიერ სერვისების გამოყენებაზე.
      14. პასუხისმგებელია, რომ კონფიდენციალურად შეინახოს მომხმარებლის სახელი და პაროლი და არ მისცეს მესამე პირებს ანგარიშის არა-ავტორიზებული სარგებლობის უფლება.
      15. დაუყოვნებლივ შეატყობინებს Signify-ს თუ დაფიქსირდება მისი ანგარიშის არა-ავტორიზებული გამოყენება ან შეიქმნება ასეთი გამოყენების საფრთხე.
      16. არ განახორციელებს იმგვარ ქმედებას, რომელიც იწვევს/შესაძლოა გამოიწვიო პლატფორმის ცალკეული ფუნქციონალ(ებ)ის (მათ შორის, პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციონალ(ებ)ის) მოშლას, განადგურებას, დაზიანებას, მწყობრიდან გამოყვანას ან/და სხვაგვარ ხელშეშლას.
      17. SMS-ის შესაბამისობა და პასუხისმგებლობა: მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს წინასწარ მიღებული მკაფიო თანხმობა მონაცემთა იმ სუბიექტისგან (ხელმომწერისგან), ვისთანაც SMS შეტყობინება იგზავნება პლატფორმის მეშვეობით, და რომ აღნიშნული თანხმობა შეესაბამება ყველა შესაბამის სამართლებრივ (მათ შორის TCPA, CTIA, GDPR) რეგულაციას. მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია თანხმობათა მოპოვებაზე, შეგროვებაზე, შენახვასა და საჭიროების შემთხვევაში თანხმობის ფაქტის მტკიცებულებათა უზრუნველყოფაზე. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სხვა შემთხვევაში ვალდებულია აუნაზღაუროს Signify-ს ნებისმიერი ზიანი, ჯარიმა, ან/და ხარჯი, რომელიც მიადგება მომხმარებლის მიერ სათანადო თანხმობის მიუღებლობის ან SMS შეტყობინებებთან დაკავშირებული სხვა რეგულაციების დარღვევის შედეგად.
  11. ცვლილებები და შეტყობინებები
    1. Signify უფლებამოსილია დროდადრო ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში, რაც გულისხმობს, რომ შეცვლილი პირობები ავტომატურად გავრცელდება მომხმარებელზე და ექნება სავალდებულო სამართლებრივი ძალა. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აგრძელებს პლატფორმით სარგებლობას Signify-ს მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემდგომ, ითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ შეცვლილ/განახლებულ პირობებს.
    2. პირობების შეცვლის შესახებ მომხმარებელს ეცნობება პლატფორმაზე შესვლისას/ავტორიზაციისას. შეტყობინების ფორმის შერჩევა წარმოადგენს Signify-ს უფლებამოსილებას.
    3. Signify მომხმარებელთა საკომუნიკაციოდ გამოიყენებს რეგისტრირებულ ელ. ფოსტას, ტელეფონის ნომერს და მომხმარებლის ანგარიშს. რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე, ტელეფონის ნომერზე ან მომხმარებლის ანგარიშზე შეტყობინების გაგზავნა ითვლება სამართლებრივი ძალის მქონე ნების გამოვლენად.
    4. მომხმარებელი Signify-სთან საკომუნიკაციოდ გამოიყენებს ელ-ფოსტას: support@signifyapp.com
  12. ფორს - მაჟორი
    1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
    2. ფორს მაჟორად განიხილება მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, რომლებიც ერთობლივად აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს: ა] არ არსებობდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტისათვის ბ] მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ ევარაუდათ გ] პირდაპირ და უშუალოდ შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას ან უფლების რეალიზებას.
    3. თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება.
    4. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების ამოწურვის შემდგომ მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად გადავადებული ვალდებულებები.
  13. გამოსაყენებელი სამართალი და დავის გადაწყვეტა
    1. Signify-ს მტკიცედ სწამს, რომ დავათა უმრავლესობა შეიძლება გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე და მესამე პირ(ებ)ის მიერ განხილვის გარეშე, შესაბამისად, სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებამდე მომხმარებელი მიზანშეწონილია დაუკავშირდეს Signify-ს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე - support@signifyapp.com, მოკლედ აღწეროს პრეტენზიის საგანი, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (ასევე, მომხმარებლის სახელი, თუ პრეტენზია უკავშირდება მომხმარებლის ანგარიშს).
    2. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი და ყველა დავა განიხილება და გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
    3. ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
  14. დასკვნითი დებულებები
    1. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირ(ებ)ს გადასცეს ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება.
    2. ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და მხარეთა მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
    3. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
    4. ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
    5. ხელშეკრულების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
    6. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების ქართულენოვან ვერსიას.

 

 

 

 

პლატფორმის გამოყენების დამატებითი წესები და პირობები

წინამდებარე პლატფორმის გამოყენების დამატებითი წესები და პირობები (შემდგომში „დამატებითი პირობები“ ) არეგულირებს მომხმარებლის მიერ Signify-ს პლატფორმის გამოყენებასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ დამატებით პირობებს.


  1. ზოგადი დებულებები
    1. წინამდებარე დამატებითი პირობები წარმოადგენს Signify-ს მომსახურების სტანდარტული პირობების (შემდგომში „მომსახურების პირობები“ ) არსებით და განუყოფელ ნაწილს და განიმარტება მომსახურების პირობებთან ერთობლიობაში.
    2. წინამდებარე დამატებითი პირობებსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე დამატებითი პირობებით დადგენილ წესებს.
    3. წინამდებარე დამატებით პირობებში გამოყენებულ ტერმინებს ენიჭება მომსახურების პირობებში მითითებული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე დამატებითი პირობებიდან ან/და დამატებითი პირობების კონტექსტიდან სხვაგვარად გამომდინარეობს.
    4. წინამდებარე დამატებით პირობებში მითითებული ფუნქციონალ(ებ)ის გამოყენება დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის პირობებზე.

  2. დამატებითი წესები და პირობები
    1. ანგარიშის შექმნა. მომხმარებელმა პლატფორმაზე იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია უნდა გაიროს უნიკალური და მხოლოდ მის მფლობელობაში/მასთან ასოცირებული ელექტრონული ფოსტით და სახელით/ გვარით ან საფირმო სახელწოდებით. არ შეიძლება ორ ან მეტ მომხმარებელს ჰქონდეს იდენტური ელექტრონული ფოსტა ან/და საფირმო სახელწოდება.
      1. სახელი/გვარი. თუ მომხმარებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, იგი ვალდებულია მიუთითოს მის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული სახელი და გვარი, ამავე დოკუმენტში მითითებული იდენტური ანბანური სიმბოლოების გამოყენებით (იგულისხმება როგორც ქართული, ისე ლათინური სიმბოლოების გამოყენება).
      2. საფირმო სახელწოდება. თუ მომხმარებელი წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი ვალდებულია თავის სახელწოდებაში მიუთითოს ის საფირმო სახელწოდება, რომლითაც რეგისტრირებულია შესაბამის სახელმწიფო თუ სხვა ოფიციალურ რეესტრში, სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებული იდენტური ანბანური სიმბოლოების გამოყენებით (იგულისხმება როგორც ქართული, ისე ლათინური სიმბოლოების გამოყენება).
      3. სხვა სახელი. თუ მომხმარებელს წარმოადგენს ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი, იგი ვალდებულია თავის სახელწოდებაში მიუთითოს ის საფირმო სახელწოდება რომელიც მას მითითებული აქვს მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში (ყველა ცვლილების გათვალისწინებით).
      4. დამატებითი მონაცემები. პლატფორმა საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიუთითოს სხვა დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ა.შ.).
      5. ანგარიშის შექმნა იურიდიული პირის მიერ. თუ ანგარიში იქმნება იურიდიული პირის ან სხვა სახის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, ანგარიშის მფლობელ პირს უფლება აქვს ანგარიშს დაამატოს ქვე-მომხმარებელი და მიანიჭოს მათ სხვადასხვა ფუნქციები (მაგალითად, დოკუმენტის დადასტურების /ე.წ. ვიზირების/ ან ხელმოწერის, დოკუმენტის ხელმოსაწერად ინიცირების უფლება). ქვე-მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობისას, ქვე-მომხმარებელზე სრულად ვრცელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო მის ქმედებებზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი მომხმარებელი.
      6. ქვე-მომხმარებლის ფუნქციები. ქვე-მომხმარებელს შესაძლებელია ასევე მიენიჭოს შემდეგი ფუნქციები: ადმინისტრირების პარამეტრების კონფიგურაცია, წვდომის მიცემა და ავტორიზაცია, განსხვავებული ან დამატებითი სერვისების მოთხოვნა, სერვისებით სარგებლობის და შესრულების ჩანაწერების მომზადება, შაბლონების მართვა. ქვე-მომხმარებლის მიერ გამოვლენილი ნება წარმოშობს უფლება-მოვალეობებს მომხმარებლისათვის.
      7. ქვე-მომხმარებლის ანგარიშის ჩანაცვლება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ანგარიშზე დამატებულია რამდენიმე ქვე-მომხმარებელი, ანგარიშის უშუალო მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს რომელიმე ქვე-მომხმარებლის ჩანაცვლება ახალი ქვე-მომხმარებლით, რა შემთხვევაშიც, ახალი ქვე-მომხმარებელი მიიღებს წვდომას ძველი ქვე-მომხმარებლის დოკუმენტებზე.
    2. დოკუმენტის ატვირთვა. პლატფორმაზე ატვირთული დოკუმენტი, რომელიც გამიზნულია ხელმოწერისთვის, გარდაიქმნება PDF ფაილის სახით. პლატფორმაზე, უსაფრთხოების ან სხვა სახის ტექნიკური საკითხების საფუძველზე, შეიძლება შეზღუდული იყოს ცალკეული ტიპის ფაილების ატვირთვა.
    3. ინიციატორი. დოკუმენტის ხელმოწერის ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ კლიენტი (ანგარიშის მფლობელი მომხმარებელი ან ქვე-მომხმარებელი, რომელიც დამატებულია შესაბამის ანგარიშზე), ხოლო ხელმომწერს შეიძლება წარმოადგენდეს ვიზიტორიც (პირი, რომელსაც არ აქვს ანგარიში).
    4. ხელმოწერის ინიცირება. ინიციატორი, პლატფორმაზე ავტორიზაციის (ანგარიშში შესვლა) შემდეგ უფლებამოსილია ატვირთოს დოკუმენტი და დაიწყოს ხელმოწერის პროცესი. ხელმოწერის ინიცირების მიზნისათვის, დოკუმენტის ატვირთვის ან/და ფორმირების შემდეგ, ინიციატორი იწყებს ხელმოწერის პროცესის ინიცირებას, რა დროსაც იგი:
      1. უთითებს ხელმომწერი პირების სახელს/გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს ან SMS შეტყობინების მეშვეობით დოკუმენტის გაგზავნის შემთხვევაში ხელმომწერი პირ(ებ)ის მობილური ტელეფონის ნომრებს და განსაზღვრავს ხელმოწერის წესს (მიმდევრობითი, პარალელური და ა.შ.);
      2. სურვილის შემთხვევაში განსაზღვრავს დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დოკუმენტი ხელმოსაწერად ხელმისაწვდომი იქნება ხელმომწერი პირებისათვის;
      3. განსაზღვრავს იმ პირთა ელექტრონული ფოსტის მისამართებს, რომელთაც ხელმოწერის პროცესის დასრულების შემდეგ ეგზავნებათ უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი. დამატებით, ინიციატორს შეუძლია მტკიცებულების რეპორტი გაუგზავნოს სხვა პირებს ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგალითად, ელ.ფოსტა);
      4. დოკუმენტში განსაზღვრავს ხელმოწერის ადგილს;
      5. აწერს თავად ხელს (თუ ინიციატორი ასევე წარმოადგენს ხელმომწერს).
      6. განსაზღვრავს:
        • დოკუმენტის გაზიარების ფორმას (ელ-ფოსტის, SMS-ის ან ბმულის მეშვეობით);
        • დოკუმენტის გახსნისას ავთენტიფიკაციის გამოყენების საკითხს (ავთენტიფიკაციის გარეშე, პაროლით ან SMS-ის მეშვეობით ავთენტიფიკაცია);
        • დოკუმენტის ხელმოწერისას ავთენტიფიკაციის გამოყენების საკითხს: (i) ავთენტიფიკაციის გარეშე, (ii) ავთენტიფიკაცია SMS-ის მეშვეობით; (iii) ვიდეო იდენტიფიკაცია; (iv) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა; (v) ხელმოწერის დაფის/პადის მეშვეობით ხელმოწერა ან/და სხვა ავთენტიფიკაციის მეთოდი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება პლატფორმის მეშვეობით ხელმოწერის განხორციელებისას.
    5. ინიციატორის მიერ დოკუმენტთან დაკავშირებული მონაცემების კორექტირება. ინიციატორის მიერ ხელმომწერისათვის დოკუმენტის გაგზავნის შემდგომ, ინიციატორი უფლებამოსილია შეცვალოს ხელმომწერის შემდეგი მონაცემები: სახელი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა მონაცემი, რომელიც მითითებულია ინიციატორის მიერ დოკუმენტის გაგზავნისას. ინიციატორი უფლებამოსილია აღნიშნული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ დოკუმენტის მიმღების მიერ დოკუმენტთან დაკავშირებით რაიმე ქმედების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დოკუმენტის ვიზირება, დოკუმენტის ხელმოწერა) განხორციელებამდე. ინიციატორის მიერ ხელმომწერის საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შემდგომ, საკონტაქტო მონაცემების ცვლილებამდე ხელმომწერთან გაგზავნილი ბმული კარგავს ძალას/ვალიდურობას და შესაბამის ხელმომწერთან იგზავნება განახლებული ბმული. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, საკონტაქტო მონაცემის ცვლილების უფლებამოსილება არ გულისხმობს დოკუმენტის ტექსტის ცვლილების უფლებამოსილებას.
    6. თანდასწრებით ხელმოწერა. თანდასწრებით ხელმოწერის ფუნქციონალის მეშვეობით დოკუმენტი ხელმოსაწერად ეგზავნება პირს, რომლის თანდასწრებითაც ხელმომწერმა უნდა განახორციელოს დოკუმენტის ხელმოწერა (პირი, რომლის თანდასწრებითაც უნდა განხორციელდეს ხელმოწერა შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „მოწმე“). პლატფორმის მეშვეობით მოწმე იღებს შეტყობინებას ინიციატორისგან დოკუმენტის ხელმოსაწერად მიღების შესახებ და უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის საშუალებით ხელმომწერი პირის მიერ დოკუმენტის ხელმოწერას. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მას შემდეგ, რაც მოწმე მიიღებს შეტყობინებას ინიციატორისგან დოკუმენტის მიღების შესახებ, მოწმე შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობას (რომლის საშუალებითაც მოხდება დოკუმენტის ხელმოწერა) გადასცემს ხელმომწერ პირს, რის შემდეგაც ხელმომწერი პირი განახორციელებს დოკუმენტის ხელმოწერას. დამატებით, ინიციატორი უფლებამოსილია მოითხოვოს SMS კოდის მეშვეობით ხელმომწერის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის დადასტურება. ზემოაღნიშნული პროცედურები აისახება მტკიცებულების რეპორტში.
    7. ინიციატორის მიერ დოკუმენტთან დაკავშირებით ცალკეული ფუნქციონალ(ებ)ის შეზღუდვა. ინიციატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს დოკუმენტის მიმღებს პლატფორმის ცალკეული ფუნქციონალ(ებ)ის გამოყენება (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კომენტარის დამატება, მტკიცებულების რეპორტის ჩამოტვირთვა და ა.შ.), გარდა იმ შემთხვევისა, თუ დოკუმენტის მიმღები წარმოადგენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.
    8. გაზიარებული საქაღალდეები. გაზიარებული საქაღალდ(ეებ)ის ფუნქციონალის მეშვეობით, მომხმარებელი უფლებამოსილია იმავე ანგარიშზე რეგისტრირებულ/დაშვებულ ქვე-მომხმარებლ(ებ)ს შესაბამისი კონფიგურაციით გაუზიაროს ცალკეული დოკუმენტ(ებ)ი და დაუშვას ქვე-მომხმარებლ(ებ)ის წვდომა აღნიშნულ დოკუმენტებზე.
    9. ავთენტიფიკაციის/ხელმოწერის მეთოდები. დოკუმენტის ხელმოწერის ინიციატორი/მომხმარებელი უფლებამოსილია მის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის პირობების შესაბამისად აირჩიოს ავთენტიფიკაციის/ხელმოწერის მეთოდ(ებ)ი:
      1. დამატებითი ავთენტიფიკაციის გარეშე - რა შემთხვევაშიც დოკუმენტზე ხელმოწერა ხორციელდება ელ-ფოსტაზე/SMS-ით გაგზავნილი ბმულის მეშვეობით.
      2. ადგილობრივი ან საერთაშორისო SMS ავთენტიფიკაცია - რა შემთხვევაშიც დამატებით ხელმოწერისთვის მოითხოვება ერთჯერადი SMS კოდის შეყვანა.
      3. ვიდეო იდენტიფიკაცია - რა შემთხვევაშიც, ინიციატორი ირჩევს პასპორტით ან პირადობის მოწმობის მეშვეობით ვიდეო იდენტიფიკაციას, დამატებით, ვიდეო-იდენტიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევა აისახება მტკიცებულების რეპორტში.
      4. კვალიფიციური ელ. ხელმოწერა/შტამპი - რა შემთხვევაშიც ხელმოწერა ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერთიფიკატის მეშვეობით.
      5. SIGNIFY PAD-ით ხელმოწერა - რა შემთხვევაშიც ხელმოწერა ხორციელდება ხელმოწერის დაფის/პადის მეშვეობით. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, პადის მეშვეობით ხელმოწერა და ამგვარი ხელმოწერის პირობები რეგულირდება „SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის წესებით და პირობებით“.
      6. სხვა დამატებითი ავთენტიფიკაციის/ხელმოწერის მეთოდი , რომელიც ხელმისაწვდომი გახდება პლატფორმის მეშვეობით ხელმოწერის განხორციელებისას.
    10. ავთენტიფიკაციის/ხელმოწერის მეთოდების არჩევა. ავთენტიფიკაციის/ხელმოწერის მეთოდები შესაძლებელია არჩეულ იქნეს მომხმარებლის მიერ, როგორც დამატებითი სერვისი (რომელიც არ შედის მომხმარებლის მიერ არჩეულ სატარიფო გეგმაში), რა შემთხვევაშიც, მომხმარებელი შესაბამის მეთოდს გამოიყენებს მის მიერ შეძენილი სერვისში/პაკეტში მითითებული ავთენტიფიკაციის რაოდენობების ფარგლებში. მხარეები თანხმდებიან, რომ ვიდეო იდენტიფიკაციის შემთხვევაში, მითითებული მცდელობების რაოდენობა გაიხარჯება მხოლოდ თითოეული ვიდეო იდენტიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
    11. პლატფორმაზე განთავსებული დოკუმენტების შაბლონები. პლატფორმაზე განთავსებულია ცალკეული ფართოდ გავრცელებული დოკუმენტების შაბლონები. Signify აცხადებს, რომ აღნიშნული შაბლონები წარმოადგენს მხოლოდ სტანდარტული/გავრცელებული პირობების ამსახველ დოკუმენტებს. შესაბამისად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი აღნიშნული შაბლონების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი რისკების შეფასებაზე, ასევე, აღნიშნული შაბლონების შინაარსსა და მომხმარებლისათვის მისაღები/სასურველი სამართლებრივი პირობების შესაბამისობაზე. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, Signify-ს არც ერთ შემთხვევაში არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის მიერ აღნიშნული შაბლონებით სარგებლობასთან დაკავშირებით ან/და მომხმარებლისათვის აღნიშნული შაბლონის გამოყენებით გამოწვეულ ზიანსა თუ ხარჯზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    12. სატარიფო გეგმები. Signify მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სატარიფო გეგმებს: „პერსონალური“, „ბიზნესი“, „ბიზნეს პრო“ და „ენტერპრაისი“. თითოეულ სატარიფო გეგმას გააჩნია შესაბამისი ფუნქციონალ(ებ)ი და საფასო პირობები. თითოეული სატარიფო გეგმასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://signifyapp.com. Signify უფლებამოსილია საკუთარი დისკრეციით ნებისმიერ დროს განაახლოს მის მიერ შეთავაზებული სატარიფო გეგმები.
    13. საცდელი პერიოდი. Signify უფლებამოსილია მომხმარებელს უფლება მისცეს ისარგებლოს პლატფორმით უფასოდ ან შეღავათიანი პერიოდით - “საცდელი პერიოდი”. საცდელი პერიოდით სარგებლობისას ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები სრულად ძალაშია და საცდელი პერიოდი არ გულისხმობს რაიმე სახის გამონაკლისს. თუ საცდელი პერიოდით სარგებლობის შემდეგი მომხმარებლის მიერ არ ხდება შესაბამისი სატარიფო გეგმით პლატფორმის გამოყენება, მოქმედებს მომსახურების პირობების მე-7 მუხლი.
    14. დოკუმენტების ერთობლივად ხელმოწერის ფუნქციონალი. პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელი უფლებამოსილია მის მიერ არჩეულ დოკუმენტებს ერთი ოპერაციის ფარგლებში მოაწეროს ხელი, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია დოკუმენტების ერთობლივად ხელმოწერა თითოეული დოკუმენტის ინდივიდუალურად გახსნის გარეშე. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ამგვარი ფუნქციონალის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელი სრულად არის პასუხისმგებელი თითოეული დოკუმენტის ხელმოწერასთან ან/და გაფორმებასთან დაკავშირებულ ნების გამოვლენასა ან/და ამგვარი ნების გამოვლენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებზე.
    15. დოკუმენტის ავტომატურად წაშლა. მომხმარებელი უფლებამოსილია პლატფორმის მეშვეობით განსაზღვროს ცალკეული დოკუმენტ(ებ)ის ავტომატურად წაშლის ვადა, რა შემთხვევაშიც, მომხმარებლის მიერ ხელმოსაწერად ატვირთული დოკუმენტი პლატფორმის მეშვეობით ავტომატურად წაიშლება მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ შესაბამის ვადაში.
    16. ნაგვის ყუთი. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთული დოკუმენტი წაშლისას ხვდება „ნაგვის ყუთში“. მომხმარებელი უფლებამოსილია აღადგინოს წაშლილი და „ნაგვის ყუთში“ მოხვედრილი დოკუმენტი დოკუმენტის წაშლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ წაშლილი დოკუმენტი არ ექვემდებარება აღდგენას. დამატებით, მომხმარებელი უფლებამოსილია პერმანენტულად წაშალოს დოკუმენტი იმგვარად, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ მოხვდეს „ნაგვის ყუთში“.
    17. მეხსიერება. კომპანიის დოკუმენტების შესანახად Signify ურზუნველყოფს 10 (ათი) GB მოცულობის მეხსიერების გამოყოფას.

  3. დასკვნითი დებულებები
    1. წინამდებარე დამატებით პირობებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს მომსახურების პირობებით გათვალისწინებული წესები.
    2. საკითხები რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე დამატებით პირობებით, რეგულირდება მომსახურების პირობებით.
    3. წინამდებარე დამატებითი პირობები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. წინამდებარე დოკუმენტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე შესრულებულ ვერსიას.

 

 

SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის სპეციალური წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი „SIGNIFY PAD-ით ხელმოწერის სპეციალური წესები და პირობები“ (შემდგომში „სპეციალური პირობები“ ) წარმოადგენს Signify-ს მომსახურების სტანდარტული პირობების (შემდგომში „მომსახურების პირობები“ ) (ხელმისაწვდომი შემდეგ ბმულზე: https://signifyapp.com/ka-GE/policies/terms-and-conditions/) არსებით და განუყოფელ ნაწილს და განიმარტება მომსახურების პირობებთან ერთობლიობაში.

წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ელექტრონული ხელმოწერის დაფის/პადის გამოყენების სპეციალურ წესებსა და პირობებს, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ მომხმარებლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის დაფის/პადის გამოყენების შემთხვევაში.

საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე სპეციალური პირობებით, რეგულირდება მომსახურების პირობებით.

წინამდებარე სპეციალურ პირობებში გამოყენებული ტერმინები განიმარტება წინამდებარე დოკუმენტის და მომსახურების პირობების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე სპეციალური პირობებიდან სხვაგვარად გამომდინარეობს.


  1. ტერმინთა დამატებითი განმარტებები
    1. „პროგრამული უზრუნველყოფა“/“პროგრამა“ – ბიომეტრიული ელ. ხელმოწერების შექმნისა და დამუშავებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა და მისი კომპონენტები, რომელიც დაინტეგრირდება მომხმარებლის შიდა IT ინფრასტრუქტურაში, პროგრამა სრულად თავსებადია წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხელმოწერის დაფებთან (პადი).
    2. „ბიომეტრიული ხელმოწერა“/„ხელმოწერა“ - მომხმარებლის მომსახურების წერტილებში არსებულ ხელმოწერის დაფაზე, ხელმომწერის მიერ განხორციელებული ხელმოწერა, რა დროსაც ხდება ამ კონკრეტული ხელმომწერი ხელმოწერის (ქცევის) მახასიათებლების (დაწოლის ძალა, აჩქარება და ა.შ.) დაფიქსირება/დამახსოვრება და რომელი ხელმოწერაც დაკავშირებულია იმ ინფორმაციის შინაარსთან, რომელიც ხელმოწერის მომენტში გამოსახული იყო ხელმოწერის დაფაზე.
    3. „ხელმომწერი“ - ფიზიკური პირი, რომელთანაც გარიგებას აფორმებს მომხმარებელი.
    4. „ხელმოწერის დაფა“/“პადი“ - მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება დოკუმენტის ხელმოწერისათვის.
    5. „სააგენტო“ - სსიპ სახელწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ან/და სხვა იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სააგენტოსგან გადაეცეს ის ფუნქციები, უფლებამოსილება, ვალდებულება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებაში/კანონმდებლობაში განსაზღვრულია, როგორც სააგენტოს ფუნქცია/უფლებამოსილება/ვალდებულება.
    6. „ბიურო“ - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ან/და იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბიუროსაგან გადაეცეს ის ფუნქციები/უფლებამოსილება/ვალდებულება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებაში/კანონმდებლობაში/ბიუროს და Signify-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია, როგორც ბიუროს ფუნქცია/უფლებამოსილება/ვალდებულება.
    7. „შიფრაციის სერტიფიკატი“ - სააგენტოს მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტი - კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატი, რომელიც აკავშირებს ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის ღია გასაღებს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების პროცესის მონაწილე ორგანიზაციასთან (მომხმარებელთან) და ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის დახურულ გასაღებთან. შიფრაციის სერტიფიკატის დანიშნულებაა ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემის შიფრაცია.
    8. „სამუშაო დღე“ - ნებისმიერი კალენდარული დღე, გარდა შაბათ - კვირისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.
    9. „სამუშაო საათი“ - სამუშაო დღის მონაკვეთი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
    10. „ექსპერტიზა“ - ქმედებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც ბიომეტრიული ხელმოწერის შედარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებული ფიზიკური პირის ბიომეტრიულ ხელმოწერასთან.
    11. „დოკუმენტი“ ან „PDF-ფაილი“ - პად(ებ)ის გამოყენებითა და წინამდებარე სპეციალური პირობების ფარგლებში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ხელმომწერის ან მომხმარებლის ან ხელმომწერისა და მომხმარებლის მხრიდან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტის ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა.

  2. სპეციალური პირობების რეგულირების სფერო
    1. წინამდებარე სპეციალური პირობების საფუძველზე, Signify უზრუნველყოფს მომხმარებლის სასარგებლოდ წინამდებარე სპეციალური პირობების 2.2 მუხლის შესაბამისად მომსახურების გაწევას.
    2. წინამდებარე სპეციალური პირობების შესაბამისად, Signify-ს მიერ მომხმარებლის სასარგებლოდ მომსახურების გაწევა გულისხმობს (შემდგომში „მომსახურება“ ):
      1. მომხმარებლის სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას სამუშაო დღისა და სამუშაო საათების განმავლობაში, რაც გულისხმობს Signify-ს მიერ მის ხელთ არსებული ნებისმიერი და ყველა კომერციულად გონივრული ზომის მიღებას ყველა იმ პრობლემის ან ინციდენტის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც აფერხებს ბიომეტრიული ხელმოწერების შესრულებას და სხვა თანმდევ პროცესებს;
      2. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული ხელმოწერისათვის ექსპერტიზის ჩატარებისა და ექსპერტის დასკვნის ან დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ ბიუროს მიერ აქტის გაცემის პროცესში ჩართულობას წინამდებარე პირობების მე-4 მუხლის საფუძველზე.
    3. მომსახურების გაწევის საფუძველზე:
      1. მომხმარებლის მომსახურების წერტილებში განთავსებულ ხელმოწერის დაფაზე ხელმომწერი შეძლებს მომხმარებელთან გასაფორმებელ გარიგებაზე, ასევე, განაცხადებზე, კითხვარებზე, აქტებზე და ა.შ ხელმოწერას ბიომეტრიული ხელმოწერის მეშვეობით.
      2. ხელმოწერა დაკავშირებული იქნება ხელმოწერის დროს ხელმოწერის დაფაზე არსებულ ინფორმაციასთან/დოკუმენტის ტექსტთან.
      3. უზრუნველყოფილი იქნება ხელმოწერის მომენტში, ხელმოწერის დაფაზე არსებული ინფორმაციის და ხელმოწერის განუყოფადობა და მთლიანობა.

  3. პადის მეშვეობით ხელმოწერა
    1. ხელმოწერის პროცესის უზრუნველსაყოფად მომხმარებელი პროგრამაში ტვირთავს შესაბამის დოკუმენტს, რის შედეგაც აღნიშნული დოკუმენტი და მისი ტექსტი აისახება ხელმოწერის დაფაზე.
    2. ხელმომწერის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ იქმნება PDF ფორმატის დოკუმენტი, სადაც უცვლელი სახით ინახება ხელმოწერის მომენტში ხელმოწერის დაფაზე გამოსახული ტექსტი და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები დაშიფრული სახით. ბიომეტრიული მონაცემები ხდება PDF დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი.
    3. მომხმარებლის მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტის პროგრამიდან წაშლის შემთხვევაში გამოიყენება მომსახურების პირობებით განსაზღვრული წესები.

  4. ექსპერტიზა
    1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში Signify ვალდებულია მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი და ყველა კომერციულად გონივრული ზომა, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სააგენტოს ჩართულობით ბიუროს მხრიდან ელექტრონული ხელმოწერისათვის ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის ან დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა. ექსპერტის დასკვნის ან დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი გაცემული იქნება ბიუროს მიერ. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა ხარჯი (მათ შორის, ბიუროს მომსახურების ხარჯი, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით/ამავე დადგენილების ექსპერტიზის ჩატარების შესაბამის თარიღზე მოქმედი რედაქციის თანახმად) ეკისრება მომხმარებელს და Signify არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული ხარჯ(ებ)ის ანაზღაურებაზე.
    2. მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ როგორც 4.1 მუხლში, ისე 2.2 მუხლის ქვეპუნქტებში მითითებული მომსახურების განხორციელების საფუძველია Signify-სა და ბიუროს შორის არსებული ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, სააგენტოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, და როგორც ხელმოწერა, ისე, ექსპერტიზა ხორციელდება ბიუროს და სააგენტოს მიერ მოწოდებული სერვისების საფუძველზე. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან და ექსპლიციტურად ადასტურებენ, რომ Signify-სა და ბიუროს შორის არსებული ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის ან/და სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების გაუქმების ან ცვლილების შემთხვევაში (რაც არსებითად ცვლის ან/და გამორიცხავს Signify-ს მხრიდან ექსპერტიზის პროცესში ჩართულობას), Signify-ს არ დაეკისრება ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართვის ვალდებულება, ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება ან/და რაიმე სახის პასუხისმგებლობა ექსპერტის დასკვნის გაუცემლობასთან დაკავშირებით.
    3. ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი მიმართავს Signify-ს და აწვდის იმ PDF ფაილს, რომელზე არსებულ ბიომეტრიულ ხელმოწერასაც ესაჭიროება ექსპერტიზა.
    4. მომხმარებლისათვის ცნობილია და ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზისათვის საჭიროა მოხდეს PDF ფაილში არსებული ბიომეტრიული ხელმოწერის მონაცემების შედარება შესაბამისი სუბიექტის (ხელმომწერის) ბიომეტრიულ ხელმოწერასთან (შემდგომში “შედარების ობიექტი” ).
    5. წინამდებარე სპეციალური პირობების 4.4 მუხლის გათვალისწინებით, მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებულ დროს, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს შედარების ობიექტის მიწოდება Signify სთვის ან შედარების ობიექტის შესაქმნელად, ხელმომწერის ფიზიკურად გამოცხადება ბიუროს შესაბამის ოფისში/ბიუროს მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, შედარების ობიექტის Signify-სთვის მიწოდებასთან ან/და ხელმომწერის ბიურო ოფისში/ბიუროს მიერ განსაზღვრულ ლოკაციაზე ფიზიკურად გამოცხადებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი.
    6. თუ სრულად უზრუნველყოფილია 4.5 მუხლით განსაზღვრული წინაპირობა, ექსპერტის დასკვნის ან დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის მომზადება ხდება მომხმარებლის მოთხოვნიდან 40 (ორმოცი) სამუშაო დღის ვადაში. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ბიუროს მიერ აღნიშნული ვად(ებ)ის ნებისმიერი მიზეზით დაუცველობის/გადაცილების შემთხვევაში, Signify-ს არ დაეკისრება არავითარი სახის პასუხისმგებლობა.
    7. ექპერტიზის დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს.
    8. Signify არ არის პასუხისმგებელი, თუ სახეზეა ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებს ხელმოწერის დროს არაუფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც დოკუმენტში მითითებული პირის/კონტრაჰენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა ხელმომწერ პირს.
    9. ბიომეტრიული ხელმოწერის ექპერტიზა, რაც, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მოიცავს PDF დოკუმენტში არსებული, დაშიფრული ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციას და დეშიფრაციას, ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №315 „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების (მისი შემდგომი რედაქციების გათვალისწინებით) თანახმად ან/და იმ აქტის თუ რეგულაციის წესების თანახმად, რომელიც მომავალში არსებითად ჩაანაცვლებს/განაახლებს/შეცვლის აღნიშნულ აქტს.

  5. სპეციალური დათქმა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით
    1. ხელმომწერთან გარიგების დადების მიზნებისათვის მომხმარებელი ამუშავებს ხელმომწერის ბიომეტრიულ მონაცემებს, რომელიც დაშიფრული სახით ინახება შესაბამის PDF ფაილში. თავის მხრივ, Signify უზრუნველყოფს PDF ფაილის შენახვას სერვერებზე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ თავად მომხმარებელი არ წაშლის ან/და სხვაგვარად გაანადგურებს PDF ფაილს. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად:
      1. სერვერზე შენახულ PDF ფაილში არსებული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები დაშიფრულია შიფრაციის სერტიფიკატით და Signify ან მესამე პირი მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს ამ მონაცემებს ან ჰქონდეს წვდომა ხელმოწერის ბიომეტრიულ მონაცემებზე, გარდა წინამდებარე პირობების 5.2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.
    2. მხარეები ადასტურებენ, რომ, ექსპერტიზის შემთხვევაში Signify-სთვის, სააგენტოსათვის და ბიუროსთვის ცნობილი ხდება: ხელმომწერის პერსონალური მონაცემები (გარდა ბიომეტრიული მონაცემისა) და ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი, ხოლო სააგენტოსათვის და ბიუროსთვის დამატებით ხელმომწერის ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემები და ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი.
    3. წინამდებარე სპეციალური პირობების 5.1 და 5.2 მუხლების გათვალისწინებით, მომხმარებელი ექსპლიციტურად აცხადებს და ადასტურებს, რომ: (i) მომხმარებელი პასუხისმგებელია ხელმომწერის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვაზე, მათ შორის, ხელმომწერ(ებ)ისგან, როგორც პერსონალური მონაცემების სუბიექტ(ებ)ისგან, შესაბამისი ნებართვების/ინფორმირებული თანხმობების მოპოვებაზე პერსონალური მონაცემების ამ სპეციალური პირობებით განსაზღვრული მიზნით და მოცულობით წვდომასთან/დამუშავებასთან დაკავშირებით; (ii) მომხმარებელი მოიპოვებს შესაბამის ნებართვებს/ინფორმაციულ თანხმობებს პერსონალური მონაცემების სუბიექტისაგან (ხელმომწერისგან), 5.1 და 5.2 მუხლებში მითითებული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნით და მოცულობით წვდომასთან/დამუშავებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით) განსაზღვრული წესისა და მოთხოვნების შესაბამისად.
    4. Signify-ის, ისევე, როგორც მომხმარებელს, უფლება აქვს გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი მარკეტინგული/საინფორმაციო მიზნებისთვის, ხელშეკრულების შინაარსის და დეტალების გამჟღავნების გარეშე.
    5. წინამდებარე სპეციალურ პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს Signify-ის უფლებას, რომ Signify-იმ სპეციალური პირობების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია სრულად და შეუზღუდავად გაუზიაროს სააგენტოს და ბიუროს მხოლოდ იმ ფუნქციების და უფლება - მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც საჭიროა და გათვალისწინებულია წინამდებარე სპეციალური პირობებით.
    6. Signify, როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა შენახვის შესაბამისობა საქართველოს კანონთან „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, და ოპერატიულად შეატყობინოს მომხმარებელს ნებისმიერი იმ შემთხვევის შესახებ, რაც კომპრომეტირების საფრთხეს უქმნის მონაცემებს ან ადგილი აქვს ინციდენტს.

  6. დამატებითი განცხადებები და გარანტიები
    1. თითოეული მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
      1. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული მეორე მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით სპეციალური პირობების საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
      2. იგი არ არის შეზღუდული რომელიმე ხელშეკრულების ან სხვა ინსტრუმენტის მიერ, რომლითაც მას შეასრულოს წინამდებარე სპეციალური პირობები ან სხვა გარიგება, რომელსაც ითვალისწინებს წინამდებარე სპეციალური პირობები;
      3. ყველა მატერიალური ფაქტი და მდგომარეობა სათანადოდ იქნა გამჟღავნებული და არ არსებობს სხვა ფაქტი ან მდგომარეობა, რომელიც შეძლებდა გავლენა მოეხდინა მეორე მხარის გადაწყვეტილებაზე დაედო წინამდებარე ხელშეკრულება.
    2. Signify ადასტურებს, აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
      1. მას გააჩნია უფლებამოსილება გაუწიოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება, მათ შორის და არა მხოლოდ, მიაწოდოს მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფა;
    3. მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
      1. მომხმარებელს აქვს სრული სამართლებრივი უფლება საკუთრებაში ჰქონდეს, ფლობდეს და სარგებლობდეს ხელმოწერის პადებით;
      2. მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე სპეციალური პირობების მოქმედების პერიოდში პადები გამოყენებული იქნება მხოლოდ წინამდებარე სპეციალური პირობებით განსაზღვრული მიზნებისათვის და პროგრამის საშუალებით, არ მოხდება მათ სხვა მიზნით ან სხვა პროგრამის მეშვეობით მოხმარება.
    4. მხარე დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა. ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება მეორე მხარის ან მხარეთა აქტივებს/ქონებას ან/და მხარის/მხარეთა მიერ სპეციალური პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.
    5. მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებენ/დადებენ და შეასრულებენ ხელშეკრულებას.
    6. მხარეები თანხმდებიან, რომ აუნაზღაურებენ მეორე მხარეს ზიანს და უზრუნველყოფენ მეორე მხარის დაცვას ნებისმიერი და ყველანაირი მოთხოვნისაგან, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე განცხადებების ან/და გარანტიების დარღვევასთან.

  7. დამატებითი დათქმა სპეციალური პირობების შეწყვეტის თაობაზე
    1. მომხმარებლისთვის ცნობილია და წინამდებარე სპეციალური პირობებით არაორაზროვნად დაფიქსირებულია, რომ წინამდებარე სპეციალური პირობებით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება ხორციელდება: (i) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც Signify-ს აქვს ბიუროსთან; და (ii) შესაბამისი საკანონმდებლო აქტების (მათ შორის, სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) საფუძველზე. შესაბამისად, ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები ექსპლიციტურად ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ:
      1. Signify-სა და ბიუროს შორის არსებული ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის, სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის ან/და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტ(ებ)ის გაუქმების ან/და არსებითი ცვლილების შემთხვევაში, რის გამოც Signify-საგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფერხდება ან/და შეუძლებელია მომსახურების მიწოდება ან/და ექსპერტიზის ჩატარება, Signify-ის უფლება აქვს (i) საკუთარი დისკრეციით ცალმხრივად და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე სპეციალური პირობები Signify-სთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობის ან/და ვალდებულების დაკისრების გარეშე ან (ii) მომხმარებელს შესთავაზოს განახლებული სპეციალური პირობები. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Signify-ს მიერ განხორციელებულ ცვლილებებს, წინამდებარე სპეციალური პირობები შეწყდება Signify-სთვის ყოველგვარი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე. Signify ვალდებულია ზემოაღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ამ გარემოების შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ.
    2. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ სპეციალური პირობების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში: (1) უქმდება Signify-ს ვალდებულება/პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს ბიომეტრიული ხელმოწერების პროცესის ტექნიკური მხადაჭერა; (2) უქმდება მომხმარებლის უფლება ისარგებლოს პროგრამით; (3) უქმდება Signify-ს ვალდებულება/პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ექსპერტიზა ან/და შეასრულოს წინამდებარე სპეციალური პირობების მითითებული სხვა რომელიმე ვალდებულება.
    3. დამატებით მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე სპეციალური პირობების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან დამატებით შეთანხმდნენ პირობებზე, რომლებიც უკავშირდება წინამდებარე სპეციალური პირობების შეწყვეტამდე ხელმოწერილ გარიგებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის მომსახურების განხორციელებას Signify-ს ჩართულობით და მომხმარებლის მიერ Signify-სთვის შესაბამისი საზღაურის/საფასურის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშული საზღაურის/საფასურის ოდენობაზე და გადახდის წეს(ებ)ზე მხარეები დამატებით შეთანხმდებიან.