HR მართვის სისტემაში, Onday, Signify-ის ციფრული ხელმოწერა დაინტეგრირდა. ეს პარტნიორობა HR ადმინისტრირების სრულ გაციფრულებას და შრომითი ხელშეკრულებების დისტანციურად გაფორმებას ემსახურება.
Onday არის HR მართვის SaaS პლატფორმა, რომელიც კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს ერთ სისტემაში სთავაზობს. მისი მთავარი ღირებულება ნებისმიერი ორგანიზაციის საჭიროებებზე სწრაფი მორგება და ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებაა.

ინტეგრაციის შედეგად, HR გუნდი ხელშეკრულების მომზადებას, ხელმოწერაზე გაგზავნასა და დადასტურებას Onday-ს პლატფორმიდან გაუსვლელად აკეთებს. პროცესი ასე მუშაობს: დოკუმენტი იქმნება სისტემის შიდა მოდულში, ხელმოწერისთვის გამოიყენება Signify-ის ტექნოლოგია, რაც ხელშეკრულებას სრულ იურიდიულ ძალას ანიჭებს, ხოლო დადასტურების შემდეგ ინფორმაცია ავტომატურად აისახება სისტემაში. ეს ცვლილება ხსნის თანამშრომლის ოფისში ფიზიკური გამოცხადების ან კურიერის საჭიროებას.
Signify-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც Onday-ს სისტემის გამოყენებას გადაწყვეტენ, მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.
ოფერით სარგებლობისთვის დაუკავშირდით hr@onday.ge
ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.


