დაასრულე ქაოსი
შესყიდვების
პროცესში
გაამარტივე თანამშრომლობა მომწოდებლებთან. მიიღე სწრაფი ხელმოწერები და შეინარჩუნე პროცესების სრული გამჭვირვალობა.

გაიმარტივე შესყიდვის ოპერაციები

დაასრულე მიმოწერების ქაოსი
Signify ფორმების დახმარებით, შესყიდვის ინიციატორები თავადვე ავსებენ მონაცემებს და იწყებენ დოკუმენტბრუნვას. შენ მხოლოდ ერთხელ აშაბლონებ ფორმას, პროცესი კი სრულად ავტომატიზებულად, ზედმეტი მიმოწერების გარეშე მიმდინარეობს.
პროცესის კონტროლი რეალურ დროში
Signify-ის დეშბორდზე ლაივში ხედავ, ვინ მიიღო, გახსნა ან მოაწერა ხელი დოკუმენტს. ხოლო ავტომატური შეხსენებები თავად მიხედავს ადრესატებს, რომლებსაც ხელმოწერა აგვიანდებათ.

გადამისამართება ერთ კლიკში
როდესაც შენი საკონტაქტო პირი არ არის საბოლოო ხელმომწერი, გაააქტიურე გადამისამართება. მიმღები თავად მიუთითებს საჭირო ადრესატის მონაცემებს და დოკუმენტიც ავტომატურად გადაიგზავნება.

შექმენი შენზე მორგებული ხედვები
მარტივად მართე დოკუმენტების უკან არსებული ბიზნესპროცესები. ატრიბუტების დახმარებით შექმენი და შეინახე გუნდებზე, დოკუმენტის ტიპებსა თუ პრიორიტეტებზე მორგებული ხედვები, რათა მომენტალურად დაინახო მხოლოდ ის, რაც მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია.

AI-ზე დაფუძნებული არქივი
ნუ დაკარგავ დროს ხელშეკრულებების გადაკითხვასა და მნიშნველოვანი ინფორმაციის ხელით ძიებაში. აქციე ფაილებში ჩაკარგული ტექსტები ძებნად მონაცემებად და შეინახე ისინი ერთიან, ციფრულ არქივში.
ერთი პლატფორმა, მეტი ფუნქციონალი
დამატებითი ინსტრუმენტები სრული კონტროლისა და მოქნილი სამუშაო პროცესისთვის
გუნდები
შექმენი საერთო სივრცე დეპარტამენტების მიხედვით, გააზიარე დოკუმენტები, შაბლონები და სხვა მასალები
შესავსები ველები
გამოიყენე შესავსები ველები და ზუსტად მიუთითე მიმღებს, სად დატოვოს ინფორმაცია ან ხელმოწერა
ხედვები და ფილტრაცია
გამოიყენე ჭკვიანი ფილტრები, დოკუმენტების წამებში მოსაძებნად ან დასახარისხებლად
მიმღების როლები
განსაზღვრე ვინ არის ხელმომწერი, დამდასტურებელი ან უბრალოდ ასლის მიმღები
კვალიფიციური ხელმოწერა
გამოიყენე კვალიფიციური ხელმოწერა და მიანიჭე შენს დოკუმენტს უმაღლესი იურიდიული ძალა
ჯგუფური გაგზავნა
გაუგზავნე ერთი დოკუმენტი ერთდროულად ასობით ადრესატს ისე, რომ თითოეულმა ინდივიდუალური ასლი მიიღოს
დოკუმენტის იმპორტი
შეტვირთე Signify-ს გარეთ არსებული დოკუმენტები და შექმენი ერთიანი, ჭკვიანი საცავი
ხელმომწერის ენები
გაუგზავნე დოკუმენტი უცხოელ პარტნიორებს და მოაწერინე ხელი დოკუმენტზე მათთვის სასურველ ენაზე
შეხსენებებები
ჩართე ავტომატური შეხსენებები და სისტემა თავად გაუგზავნის შეტყობინებას, მათ ვისთანაც გაჭედილია პროცესი













