HR ადმინისტრირება სრული ციკლით: Talant.ge-ზე Signify-ს ხელმოწერა ინტეგრირდა

პარტნიორებიაპრილი 20, 2026

HR ადმინისტრირების პლატფორმა Talant.ge-მ საკუთარ სისტემაში Signify-ს ციფრული ხელმოწერების ფუნქციონალი დააინტეგრირა. ამ პარტნიორობით HR პროცესების მართვის ციკლი სრულად გაციფრულდა და დოკუმენტების ამობეჭდვის საჭიროება აღმოიფხვრა.

Talant.ge არის HR ადმინისტრირების პლატფორმა, რომელიც 20-წლიან გამოცდილებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. მისი ღირებულება ადმინისტრაციული რუტინის ავტომატიზაციაშია, რაც HR გუნდებს სტრატეგიულ ამოცანებზე ფოკუსირების საშუალებას აძლევს.

ინტეგრაციის შედეგად, ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი, შრომითი ხელშეკრულება, ცნობა დასაქმების შესახებ თუ პირობების ცვლილების აქტი, პირდაპირ Talant.ge-დან იგზავნება ხელმოსაწერად. დასაქმებული დოკუმენტს Signify-ს მეშვეობით რამდენიმე წამში აწერს ხელს, რაც გამორიცხავს სისტემებს შორის გადართვას, ფიზიკური არქივების წარმოებას და ხელმოწერების შეგროვებაზე დროის ხარჯვას.

image

Signify-ს არსებული კლიენტები და ამ ინტეგრაციით დაინტერესებული კომპანიები Talant.ge-სგან სპეციალური 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

შეთავაზების გასააქტიურებლად დაუკავშირდით Talant.ge-ს გუნდს: ელ-ფოსტა: info@talant.ge

ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.

დაჯავშნე ინდივიდუალური დემო

ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება

დაიწყე პროცესების გაციფრულება

ჩანიშნე 1-1-ზე შეხვედრა

დაგვითმე 15 წუთი და გაჩვენებთ, როგორ ერგება Signify შენს ბიზნესპროცესებს

Georgia+995