Signify-ის ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა Jira-ს სისტემაში დაინტეგრირდა. პროექტი Atlassian-ის პარტნიორ კომპანია Twinit-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
Twinit სპეციალიზდება Jira Service Management-ის დანერგვასა და მონაცემთა უსაფრთხო მიგრაციაში. კომპანია გუნდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT სერვისების მართვის პროცესების გამართვაში ეხმარება.
ამიერიდან, დოკუმენტების ხელმოსაწერად სხვა სისტემაში გადასვლა და ფაილების ცალკე გაგზავნა აღარ დაგჭირდებათ. ხელმოწერის პროცესის დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერი დოკუმენტისთვის, რომელიც ატვირთულია Jira Work Item-ში. უშუალოდ Jira-დან აგზავნით კონტრაქტებს, შეთანხმებებსა თუ მიღება-ჩაბარების აქტებს, იქვე უთითებთ ხელმომწერებს და პროცესის დასრულებისთანავე ხელმოწერილი ფაილი ავტომატურად ბრუნდება შესაბამის Work Item-ში. ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ ერთდროულად დაამუშავოთ რამდენიმე დოკუმენტი და გაუგზავნოთ რამდენიმე ხელმომწერს, რაც ფაილების დაკარგვის რისკს გამორიცხავს.
Signify for Jira უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის. ინტეგრაციის დასამატებლად და თქვენს სისტემაში ჩასართავად, ეწვიეთ Jira-ს Marketplace-ს ამ ბმულზე.
ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ Signify-ის ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.








