Amadeo-ს სისტემაში Signify-ს ხელმოწერა დაინტეგრირდა

პარტნიორებიივლისი 7, 2026

Amadeo-ს სისტემაში Signify-ის ციფრული ხელმოწერები დაინტეგრირდა. 


Amadeo ფინანსური ანალიტიკისა და ბიზნეს-რეპორტინგის პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს ბუღალტრული მონაცემების მენეჯერულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნაში ეხმარება.

image

ამიერიდან Amadeo-ს მომხმარებლები ფინანსურ დოკუმენტებს პირდაპირ სისტემიდან, ავტომატურად დააგენერირებენ და ციფრული ხელმოწერით გააფორმებენ. ბუღალტრული გატარებების საფუძველზე, სისტემა თავად ავსებს კონტრაგენტის მონაცემებსა და თანხებს. ბუღალტერს შეუძლია ასობით შედარების აქტი ან მიღება-ჩაბარება რამდენიმე დაწკაპებით შექმნას და გააგზავნოს Signify-ს მეშვეობით. ხელმოწერილი დოკუმენტი ავტომატურად ბრუნდება Amadeo-ში და ებმება შესაბამის ოპერაციას, რაც დოკუმენტბრუნვის პროცესს 80%-ით აჩქარებს.

 

Signify-ის მომხმარებლები Amadeo-ს პლატფორმაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზების გასააქტიურებლად გამოიყენეთ პრომოკოდი: SIGXAMA.

 

დეტალების გასაგებად და ფასდაკლების მისაღებად დაუკავშირდით Amadeo-ს გუნდს: info@amadeo.ge

ინტეგრაციით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.

დაჯავშნე ინდივიდუალური დემო

ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება

დაიწყე პროცესების გაციფრულება

ჩანიშნე 1-1-ზე შეხვედრა

დაგვითმე 15 წუთი და გაჩვენებთ, როგორ ერგება Signify შენს ბიზნესპროცესებს

Georgia+995