Signify 2.2: ჯგუფური იმპორტი, ვადის შეხსენებები და განახლებული როლები

პროდუქტის განახლებებინოემბერი 4, 20265 Min
Signify 2.2: ჯგუფური იმპორტი, ვადის შეხსენებები და განახლებული როლები

Signify 2.2 უკვე აქ არის და ამჯერად ბევრი მსუყე სიახლე მოგიმზადეთ. 

ახლა შეგიძლია მთელი არქივი AI-ის დახმარებით ატვირთო, ხელშეკრულებების ვადებზე ავტომატური შეხსენებები მიიღო და ერთი მომხმარებელი სხვადასხვა გუნდში სხვადასხვა როლით დაამატო. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებიც ამ განახლებაში გელოდება. მოდი, თითოეულ მათგანს სათითაოდ გადავხედოთ.

დოკუმენტის გაგზავნა უფრო სწრაფად და მარტივად

დოკუმენტის გაგზავნა უფრო სწრაფად და მარტივად.png
Signify 2.2-ში დოკუმენტის გაგზავნა უფრო სწრაფი და მარტივი გახდა. შევამოკლეთ გაგზავნის პროცესი, საჭირო პარამეტრები ერთ ადგილას მოვაქციეთ და თითოეული მიმღებისთვის მეტი მოქნილობა დავამატეთ.

ნაკლები ნაბიჯი დოკუმენტის გასაგზავნად: დოკუმენტის მომზადებისა და გაგზავნის პროცესი სამი ეტაპის ნაცვლად ახლა მხოლოდ ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ატვირთავ დოკუმენტს, დაამატებ მიმღებებს და განსაზღვრავ ბმულის მოქმედების ვადას, შეხსენებებს, ფოლდერსა და თეგებს. მეორე ეტაპზე კი უშუალოდ დოკუმენტზე განათავსებ ხელმოწერისა და სხვა საჭირო ველებს და გაგზავნი.

ყველა საჭირო პარამეტრი ერთ ადგილას: ზედა პანელზე ყოველთვის ხელმისაწვდომია დოკუმენტის სახელი, ფოლდერი და თეგები.

პერსონალური შეტყობინება თითოეული მიმღებისთვის: „ინდივიდუალური შეტყობინებების“ ფუნქციის ჩართვისას, შეგიძლია თითოეულ მიმღებს ცალკე შეტყობინება გაუგზავნო და აირჩიო მისთვის სასურველი ენა. მაგალითად, ახალ თანამშრომელს შეგიძლია სტანდარტული შეტყობინება გაუგზავნო, კომპანიის დირექტორს კი პირადად მისწერო, რომ HR-თან ყველა ეტაპი უკვე გავლილია და მისგან მხოლოდ საბოლოო დასტურია საჭირო.

ჯგუფური იმპორტი AI-ით: ატვირთე მთელი არქივი მარტივად

ბულკ იმპორტ.png

ამიერიდან შეგიძლია შენი კომპანიის ყველა დოკუმენტის ერთიან, გონიერ არქივად აქციო. Signify-ზე მათი ატვირთვა აქამდე სათითაოდ გიწევდა. ახლა უკვე შეგიძლია ასობით ფაილი ერთდროულად ატვირთო, ხოლო დოკუმენტებში მოცემული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობაში AI დაგეხმარება.

ატვირთე დოკუმენტები ერთიანად: იმპორტის ფანჯარაში ერთდროულად 300-მდე ფაილის ატვირთვა შეგიძლია. გაგზავნამდე კი მარტივად შეგიძლია გადაამოწმო და მოაწესრიგო: შეუცვალო სახელები, წაშალო ზედმეტ ფაილები, გააერთიანო რამდენიმე ფაილი ერთ დოკუმენტად ან შეცვალო მათ თანმიმდევრობა. სურვილისამებრ, ყველა დოკუმენტს ერთიანად მიანიჭებ ფოლდერსა და თეგებსაც. 

AI ამოიცნობს დოკუმენტების მთავარ დეტალებს: იმპორტისას შეძლებ გააქტიურო ატრიბუტების AI შევსების ფუნქცია, რომელიც დოკუმენტებში ამოიცნობს მათ ტიპსა და ძირითად მონაცემებს, მათ შორის ხელშეკრულების მხარეებს, ძალაში შესვლისა და ვადის გასვლის თარიღებს და თანხას. პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებ შეტყობინებას და ერთი დაწკაპუნებით გადახვალ იმპორტირებული დოკუმენტების სიაში, სადაც ამოცნობილი მონაცემების ნახვასაც შეძლებ.

იპოვე საჭირო დოკუმენტები უფრო მარტივად: ყოველი ჯგუფური იმპორტი, გაგზავნა თუ ატრიბუტების AI შევსება უნიკალურ ნომერს იღებს, მაგალითად BI-1086. ეს ნომერი დოკუმენტის დეტალებსა და ისტორიაში ჩანს და საშუალებას გაძლევს, ერთად იმპორტირებული ან დამუშავებული დოკუმენტები მოგვიანებითაც მარტივად იპოვო.

AI კრედიტები: მეტი მოქნილობა AI ფუნქციების გამოყენებისას

AI ფუნქციები სულ უფრო მეტ საქმეს გიმარტივებს, ამიტომ გვინდა, მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელი და მარტივად სამართავი იყოს. სწორედ ამიტომ, AI ფუნქციონალები ახლა კრედიტების სისტემით მუშაობს და ყველა ფასიან პაკეტშია ხელმისაწვდომი.

ყოველთვიური კრედიტები შენთვის

თითოეულ პაკეტს ყოველთვიური უფასო კრედიტები მოჰყვება, რომლებიც ყოველი თვის პირველ რიცხვში ახლდება.

  • Business: 50 კრედიტი თვეში
  • Business Pro: 200 კრედიტი თვეში
  • Enterprise: 1000 კრედიტი თვეში

მეტი კრედიტი გჭირდება? ნებისმიერ დროს შეავსე ბალანსი

თუ უფასო კრედიტები არ გყოფნის, დამატებით პაკეტს პირდაპირ ბილინგის გვერდიდან შეიძენ. შეგიძლია აირჩიო 100, 500, 1000 ან 5000 კრედიტისგან შემდგარი პაკეტი, იმის მიხედვით, თუ რამდენი გჭირდება. გაიგე მეტი AI კრედიტების შესახებ.

განახლებული გუნდებისა და როლების მართვა

გუნდები და როლები.png

Signify 2.2-ში გუნდებისა და როლების მართვა უფრო მოქნილი გავხადეთ, რომ თითოეულ ადამიანს ზუსტად ის წვდომა ჰქონდეს, რაც მის სამუშაოს სჭირდება.

ერთი ადამიანი, სხვადასხვა როლი: ახლა უკვე შეგიძლია, ერთსა და იმავე მომხმარებელს სხვადასხვა გუნდში განსხვავებული როლი მიანიჭო. მაგალითად, გაყიდვების გუნდში მენეჯერის უფლებები ჰქონდეს, ფინანსების გუნდში კი მხოლოდ დოკუმენტების ნახვა შეეძლოს.

თითოეული გუნდი იმართება დამოუკიდებლად: პარამეტრებს ახალი განყოფილება, „გუნდი“, დაემატა. აქ გუნდის მენეჯერს შეუძლია, თავად მოიწვიოს ახალი წევრები და მართოს საკუთარი გუნდი ისე, რომ მთელი კომპანიის მომხმარებლებზე წვდომა არ დასჭირდეს.

ორი ახალი როლი:

  • დამთვალიერებელი: ამ როლის მქონე მომხმარებელს დოკუმენტების ნახვა შეუძლია, თუმცა მათში ცვლილებებს ვერ შეიტანს. ეს კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ინფორმაციაზე წვდომა სჭირდება, თუმცა დოკუმენტების რედაქტირება არ ევალება.
  • გუნდის მენეჯერი: ეს არის მენეჯერის განახლებული როლი, რომელიც გუნდის მართვის მეტ შესაძლებლობას გაძლევს. ახლა გუნდის მენეჯერს შეუძლია, საკუთარ გუნდში ახალი წევრები მოიწვიოს და გუნდიდან გუნდში გადატანის ფუნქციონალით ისარგებლოს.

განახლებული ატრიბუტები

განახლ ატრიტბ.png

ყველა დოკუმენტს თავისი სპეციფიკა აქვს. ინვოისში მნიშვნელოვანია თანხა და გადახდის ვადა, შრომით ხელშეკრულებაში, სამუშაო პოზიცია, იჯარის ხელშეკრულებაში კი, მაგალითად, წინასწარი გაფრთხილების ვადა და ავტომატური განახლების პირობები. ამიტომაც, გავაფართოეთ სტანდარტული ატრიბუტების ჩამონათვალი, რათა თითოეულ დოკუმენტს მისთვის საჭირო ველები ჰქონდეს.

ახალი ატრიბუტი: შეტყობინების ვადა: ატრიბუტების ჩამონათვალს დაემატა „შეტყობინების ვადა", რომელშიც ჩანს, რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილო მეორე მხარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე. ვადას დღეებში, კვირებში, თვეებში, კვარტლებში ან წლებში მიუთითებ.

უვადო ხელშეკრულებები: „ვადის გასვლის“ ატრიბუტში ახლა შეგიძლია მიუთითო, რომ ხელშეკრულება უვადოა, და კონკრეტული თარიღის შეყვანა აღარ დაგჭირდება.

ვადის გასვლის შეხსენებები

ვადის გასვლის შეხსენებები.png

ხელშეკრულების ვადის გასვლა ადვილად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ათობით კონტრაქტს ერთდროულად მართავ. ამიტომ ახლა ვადებს ჩვენ ვადევნებთ თვალს და დროულად შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების განახლებისთვის წინასწარ მოემზადო.

როგორ მუშაობს შეხსენებები? თუ დოკუმენტზე შევსებულია „ვადის გასვლის“ ატრიბუტი, Signify ელფოსტაზე სამ შეხსენებას გამოგიგზავნის:

  • ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე;
  • ვადის გასვლამდე 1 კვირით ადრე;
  • ვადის გასვლის მეორე დღეს.

შეხსენებები იგზავნება მხოლოდ დასრულებულ და იმპორტირებულ დოკუმენტებზე.

ვინ მიიღებს შეხსენებას? შეტყობინება ეგზავნება დოკუმენტის გამგზავნს და ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც გუნდის ყველა დოკუმენტის მართვის უფლება აქვს.

შენ აკონტროლებ შეტყობინებებს: თუ შეხსენებების მიღება აღარ გსურს, მათი გამორთვა პირადი პროფილის შეტყობინებების პარამეტრებიდან შეგიძლია.

კიდევ რა არის ახალი Signify 2.2-ში?

მორგებული ატრიბუტები Business Pro-ზე: Business Pro-ს მომხმარებლებს ახლა საკუთარი ატრიბუტების შექმნაც შეუძლიათ. სტანდარტულ ველებს დაამატე ის დეტალები, რომლებიც შენი ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი, და დოკუმენტები ზუსტად ისე დაალაგე, როგორც შენს გუნდს სჭირდება.

გრძელი დოკუმენტები Signify Pad-ზე: Signify Pad-ზე ხელმოსაწერად ახლა 15 გვერდზე გრძელი დოკუმენტების გაგზავნაც შეგიძლია. ასე მრავალგვერდიან ხელშეკრულებებსაც, მაგალითად სასტუმროს ან კლინიკის დოკუმენტაციას, ადგილზევე, ერთ ჯერზე მოაწერენ ხელს. 
ამ სიახლით სარგებლობისთვის საჭიროა Signify Pad-ის აპლიკაციის განახლება. თუ განახლებაში დახმარება გჭირდება, მოგვწერე და სიამოვნებით დაგეხმარებით.

ახალი QES პროვაიდერი, InfoCert: კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის პროვაიდერების ჩამონათვალს InfoCert დაემატა. ეს ევროპაში გავრცელებული სერვისია, რომლითაც ხელმომწერებს დოკუმენტებზე ხელის მოწერა ისევე მარტივად შეუძლიათ, როგორც Signify-ში უკვე ინტეგრირებული სხვა პროვაიდერებით. ხოლო თუ ხელმომწერს ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი არ აქვს, კვლავ შეუძლია ერთჯერადი ხელმოწერის (One-Shot Signature) შეძენა.

შესვლის მეთოდების მართვა: კომპანიის პარამეტრების „უსაფრთხოების" გვერდზე ახლა თავად ირჩევ, რომელი მეთოდით შევლენ თანამშრომლები Signify-ზე: ელფოსტითა და პაროლით, Google-ით თუ Microsoft-ით. მაგალითად, თუ მხოლოდ Microsoft-ით შესვლას დატოვებ, ყოფილი თანამშრომლის Microsoft-ის ანგარიშის გათიშვისთანავე ის Signify-ზეც ვეღარ შევა. ანგარიშის მფლობელს კი ელფოსტითა და პაროლით შესვლა ყოველთვის შეეძლება, ასე რომ, წვდომას არასდროს დაკარგავ.

დაჯავშნე ინდივიდუალური დემო

ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება

დაიწყე პროცესების გაციფრულებაჩანიშნე 1-1-ზე შეხვედრა

დაგვითმე 15 წუთი და გაჩვენებთ, როგორ ერგება Signify შენს ბიზნესპროცესებს