
2026 წლის პირველი განახლება აქაა!
ფოკუსი ერთია - უფრო მოსახერხებელი გავხადოთ ის, რაც შენი ყოველი სესიის განუყოფელი ნაწილია - პლატფორმაზე ავტორიზაცია. არც მოქნილობას და პერსონალიზაციას ვივიწყებთ, ყველაფერს ამ ბლოგში მოგიყვებით.
SSO შესვლა
თუ Google-ის ან Microsoft-ის ანგარიშს იყენებ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ამიერიდან შეგიძლია პლატფორმაზე SSO-ს საშუალებით მომენტალურად შეხვიდე და ერთით ნაკლები პაროლი დაიმახსოვრო.
გაითვალისწინე, კომპანიის ადმინისტრატორს შესაძლებლობა ექნება, კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე SSO-თი შესვლა ორგანიზაციის შიგნით შეზღუდონ.

SSO რეგისტრაცია
არც ახალ ან მოწვეულ მომხმარებლებს ვივიწყებთ - Google-ის და Microsoft-ის საშუალებით რეგისტრაციაც ავასწრაფეთ. მათი გამოყენებისას ცალკე პაროლის შექმნა აღარ არის საჭირო, Google/Microsoft-ზე შენახული ძირითადი ინფორმაციაც ავტომატურად ივსება Signify-ს ანგარიშში, რაც პირველ შესვლას ბევრად აჩქარებს.
ასეთ ანგარიშებზე, სურვილის შემთხვევაში, პაროლის დაყენებას მაინც შეძლებ.

მთავარი გვერდის განახლება
განახლებული დიზაინი დაგხვდება Signify-ის საიტის მთავარ და ფასების გვერდზე. განახლების მიზანია, ვებ-გვერდზე ვიზიტისას ნავიგაცია და სასურველი ინფორმაციის პოვნა კიდევ უფრო მოსახერხებელი გავხადოთ.

შეტყობინების დაწერა სწრაფ გაგზავნაში
აქამდე სწრაფი გაგზავნისას შეტყობინების ტექსტის რედაქტირება არ იყო შესაძლებელი, თუმცა შაბლონში გაწერილი ტექსტი ყველა შემთხვევას არ ერგება და გაგზავნისას მოდიფიცირება გჭირდება. უკვე ასეთი შემთხვევების დაფარვაც შეგვიძლია.
შაბლონის პარამეტრებში შეგიძლია მიუთითო, გამოგიჩნდეს თუ არა შეტყობინების ველი სწრაფი გაგზავნისას. ჩართვის შემთხვევაში, შეძლებ, შეტყობინება სწრაფ გაგზანაშივე შეცვალო ხოლმე.

ატრიბუტები და სხვა ფილტრები ერთ სიაში
ფილტრაცია გავამარტივეთ - აღარ მოგიწევს, ატრიბუტებით ფილტრაციისთვის ცალკე ფანჯარაში გადახვიდე. ახლა უკვე ფილტრის ყველა პარამეტრი ერთ სიაში დაგვხდება და სქროლით ან ძებნის ველით იპოვი სასურველს. შენი მონიშნული ფილტრები სიაში ზემოთ ამოხტება მარტივად სამართავად.

სხვა სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით!
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ