Signify 2.1 - აალაპარაკე შენი დოკუმენტები

პროდუქტის განახლებებიივლისი 17, 20261 Min
Signify 2.1 - აალაპარაკე შენი დოკუმენტები

ალბათ გქონია მომენტი, როცა მრავალგვერდიან ხელშეკრულებას ხსნი და ერთი დეტალის საპოვნელად უსასრულოდ სქროლავ: როდის იწურება ვადა? რა ვალდებულებები გაქვს? რას ნიშნავს ეს კონკრეტული პუნქტი?

დოკუმენტში პასუხების ძიებით დაღლილხარ? ჩვენც. სწორედ ამიტომ, Signify 2.1-ში AI ჩატს წარმოგიდგენთ. ის პირდაპირ დოკუმენტში ცხოვრობს და სასურველ კითხვაზე წამებში გიპასუხებს. 

AI ჩატი: შენი ასისტენტი ნებისმიერ დოკუმენტში

 

დოკუმენტის შინაარსში გარკვევას ხშირად დიდი დრო მიაქვს -  განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტი გრძელია ან იურიდიული ტერმინოლოგიით დატვირთული. ამიერიდან, Signify-ზე დოკუმენტები კითხვებზე თავად გიპასუხებენ.

როგორ მუშაობს? ხსნი დოკუმენტს და AI ჩატს ეკითხები, რაც გაინტერესებს. ის აანალიზებს დოკუმენტს და გიბრუნებს მოთხოვნილ ინფორმაციას: აგენერირებს დოკუმენტის მოკლე შინაარსს, გისახელებს ვადებს, მხარეების ვალდებულებებს თუ სხვა ინფორმაციას.

გადამოწმება წამებში: ინფორმაციის მარტივად გადასამოწმებლად, AI ციტატებთან ერთად გთავაზობს კონტექსტში ჩვენების ფუნქციასაც. ანუ მარტივად, დოკუმენტშივე გიფერადებს იმ მონაკვეთებს, რომელთა საფუძველზეც გიპასუხა. 
 

image

AI ჩატის ფუნქციონალი ხელმომწერებისთვისაც ხელმისაწვდომია და იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნქციონალს არ გამოურთავ, შენ მიერ გაგზავნილ დოკუმენტებზეც შეეძლება გამოიყენოს.

კონტროლი შენს ხელშია:

მართვა: კომპანიის პარამეტრებიდან, ადმინისტრატორს ერთი კლიკით („AI ფუნქციონალის აქტივაცია“) შეუძლია ამ ფუნქციონალის გააქტიურება. გარდა ამისა, დოკუმენტის გაგზავნისას „მიმღების უფლებებიდან“ თავად აკონტროლებ, გამოუჩნდეს თუ არა AI ჩატის ფუნქციონალი მიმღებსაც.

უსაფრთხოება: შენი ორგანიზაციის დოკუმენტები არ გამოიყენება AI-ს სწავლებისთვის. მონაცემები მთლიანად Google Cloud-ის ევროპის რეგიონში (ფრანკფურტი, გერმანია) მუშავდება და იზოლირებულია თითოეული ექაუნთისთვის.
 

საერთაშორისო კვალიფიციური ხელმოწერები (QES) უკვე Signify-ზეა

 

თუ მართავ გარიგებებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მუშაობ ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი შესაბამისობის უმაღლეს სტანდარტს მოითხოვს, ეს სიახლე უცხოურ პარტნიორებთან მუშაობას მკვეთრად გაგიმარტივებს. 

იმისთვის, რომ გლობალურ გარიგებებში შენ და შენს პარტნიორებს სრული სამართლებრივი გარანტია გქონდეთ, Signify-ში პირდაპირ მოხდა მსოფლიოში წამყვანი უცხოური პროვაიდერების ინტეგრაცია: Trans Sped, CertSign, SimplySign, Smart-ID, Estonian ID card, Mobile-ID და სხვა.

image

თუ მეორე მხარეს არ აქვს QES სერთიფიკატი?

ეგეც არაა პრობლემა. ერთჯერადი ხელმოწერის (One-Shot Signature) შეძენა შეგიძლია Add-on-ის სახით. შენს ხელმომწერს ექნება საშუალება, საკუთარი სერტიფიკატის არქონის მიუხედავად, პირდაპირ დაასვას დოკუმენტს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.

დაკავშირებული დოკუმენტები


ხშირად ერთი დოკუმენტი პირდაპირ კავშირშია მეორესთან, მაგალითად მომსახურების ხელშეკრულებას თან ახლავს მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისი და ა. შ.. თუ აქამდე ასეთი ფაილების ცალ-ცალკე ძებნა გჭირდებოდა, ახლა შეგიძლია ერთმანეთთან დააკავშირო სწრაფი წვდომისთვის.

როგორ მუშაობს? დოკუმენტის ატრიბუტების ტაბში ახალ სექციას იპოვი - „დაკავშირებული დოკუმენტები“. 

image

ძებნის ველიდან მარტივად იპოვი და დაამატებ შესაბამის დოკუმენტებს.

image

დაკავშირებული დოკუმენტების ფუნქციონალით ყველაფერს ერთ მოწესრიგებულ სიაში მოუყრი თავს: ჩარჩო ხელშეკრულებებს, მათ ვერსიებს, დაკავშირებულ ინვოისებს თუ სხვა თანმდევ ფაილებს.

კიდევ რა არის ახალი Signify 2.1-ში?


„მელოდება მე" ფილტრი დოკუმენტების გვერდზე: ახლა უკვე შეგიძლია ინბოქსში გადასვლის გარეშე დოკუმენტების გვერდიდანვე ამოარჩიო ისეთი დოკუმენტები, რომელიც ამ გუნდში შენს ხელმოწერას/ქმედებას ელოდება;

Signify Pad x Opera: სასტუმროებისთვის, რომლებიც Opera-ს მართვის სისტემას იყენებენ, დოკუმენტების გაგზავნა კიდევ უფრო გამარტივდა. ახლა უკვე შესაძლებელია ხელმოსაწერად დოკუმენტი პირდაპირ Opera-დან გაიგზავნოს. Signify Pad-ზე ხელმოწერის შემდეგ კი დოკუმენტი ავტომატურად მიებმება შესაბამის ჩანაწერს Opera-ს სისტემაში. ამასთანავე, დოკუმენტში შევსებული მონაცემები - მაგალითად, სტუმრის ელ. ფოსტა ან ნომერი - სინქრონულად ახლდება Opera-ში, სტუმრის პროფილის პარამეტრებში.

პარამეტრების განახლებული დიზაინი: განახლდა პერსონალური და კომპანიის პარამეტრების გვერდების დიზაინი.

ამ ეტაპზე, სულ ესაა! სხვა სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით.

თუ ახალი ფუნქციების შესახებ კითხვები გაქვს ან გამოცდა გინდა, ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარება - დაგვეკონტაქტე. ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი? გადახედე პაკეტებს.

დაჯავშნე ინდივიდუალური დემო

ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება

დაიწყე პროცესების გაციფრულება

ჩანიშნე 1-1-ზე შეხვედრა

დაგვითმე 15 წუთი და გაჩვენებთ, როგორ ერგება Signify შენს ბიზნესპროცესებს

Georgia+995