Signify 2.0 - AI უკვე პლატფორმაზეა

image

პირველად, როცა პლატფორმაზე დოკუმენტის ატრიბუტები გამოჩნდა, მისი შევსება ხელით გიწევდა და ეს ყოველთვის მარტივი არ იყო. სინამდვილეში, ატრიბუტების შექმნა ზუსტად ამ მომენტის წინაპირობა იყო. 

წარმოგიდგენთ Signify 2.0-ს - პლატფორმის ახალ ვერსიას, სადაც დოკუმენტებთან მუშაობაში AI-ს გამოყენებას ეყრება საფუძველი. პირველ ეტაპზე სისტემა თავად ამოიცნობს დოკუმენტიდან საკვანძო ინფორმაციას და ატრიბუტებს შენ მაგივრად ავსებს.

ამ განახლებით Signify დოკუმენტების გონიერ პლატფორმად გარდაიქმნება და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

AI ატრიბუტების ავტომატური შევსება

შენი დოკუმენტები ინფორმაციით სავსეა - თარიღები და ვადები, მხარეების სახელები, თანხები. აქამდე ამ მონაცემების ატრიბუტებში გადატანა შენი საქმე იყო. Signify 2.0-ში AI ამ სამუშაოს შენ მაგივრად აკეთებს.

როგორ მუშაობს? ინტელექტი დოკუმენტის შინაარსს აანალიზებს, ცნობს შესავსებ ველებს და შენს სისტემაში არსებული დოკუმენტის ტიპების მიხედვით ავსებს ატრიბუტებს.

ეს გენერირებული ინფორმაცია კი, დოკუმენტების დახარისხებაში გეხმარება, რომ შემდეგ მათი მოძებნა გაგიმარტივდეს.

image

მუშაობს ნებისმიერ ეტაპზე

არ აქვს მნიშვნელობა, დოკუმენტი ჯერ გაგზავნის მოლოდინშია, უკვე ხელმოწერილია თუ პლატფორმაზე იმპორტირებული - AI ნებისმიერ სტატუსზე მუშაობს.

გამოიყენებ როგორც სტანდარტულ, ისე მორგებულ ატრიბუტებზე.

შენ აკონტროლებ

AI შეავსებს, მაგრამ საბოლოო სიტყვა შენია. ყოველი ავტომატურად შევსებული ატრიბუტი ვიზუალურად გამოიყოფა, რომ ზუსტად იცოდე რომელი მონაცემი შეავსო AI-მ. შეგიძლია ერთი კლიკით დაადასტურო, საჭიროების შემთხვევაში შეცვალო ან წაშალო.

image

თითოეულ ველთან ჩანს, დოკუმენტის რომელი ნაწილიდან ამოიღო ინფორმაცია - დააკლიკებ და ზუსტად გაჩვენებს დოკუმენტის კონკრეტულ ნაწილს. ასე გადამოწმება წამებს საჭიროებს.

შენი ორგანიზაციის დოკუმენტები არ გამოიყენება AI-ს სწავლებისთვის. მონაცემების დამუშავება მთლიანად Google Cloud-ის ევროპულ რეგიონში (ფრანკფურტი, გერმანია) ხდება.

კონტაქტების ავტომატური შექმნა

AI მხოლოდ ატრიბუტებით არ შემოიფარგლება - დოკუმენტში ნახსენები მხარეების მონაცემების საფუძველზე ახალი კონტაქტების შექმნაც შეუძლია პირდაპირ გუნდის კონტაქტებში. ნაკლები ხელით შეყვანა, მეტი დრო იმისთვის, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

ჩართვა და AI კრედიტები

AI ფუნქცია კომპანიის პარამეტრებიდან ირთვება - ჩართვისთანავე ორგანიზაციის ყველა წევრს შეუძლია გამოიყენოს. ბეტა ვერსიის განმავლობაში AI-ის დახმარებით ატრიბუტების შევსება შეუზღუდავია.

სამომავლოდ ყოველ პაკეტს მოყვება სტანდარტული AI კრედიტები, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი კრედიტების შეძენაც შეგეძლება.

AI ფუნქცია ხელმისაწვდომია Business Pro, Enterprise და Trial პაკეტებში.

image

დაკავშირებული ველები

ხელშეკრულებებში ერთი და იგივე ინფორმაცია ხშირად რამდენიმე ადგილას მეორდება - მაგალითად, მხარის სახელი ან თარიღი. დაკავშირებული ველების საშუალებით ერთხელ შეავსებ და ყველგან ავტომატურად აისახება. თითოეულ ველს ინდივიდუალური ფორმატირება და განლაგება შეუძლია შეინარჩუნოს.

ველების დაკავშირება შეგიძლია ველის კოდით, პარამეტრებიდან ან სწრაფი მოქმედებებით. მუშაობს ტექსტურ, რიცხვით და თარიღის ტიპის ველებზე.

image

მოიწვიე და მიიღე საჩუქარი

პლატფორმაზე დაემატა რეფერალის გვერდი - მოიწვიე კოლეგები და პარტნიორები Signify-ზე და მიიღე საჩუქარი. დეტალები და შეთავაზება პირდაპირ პლატფორმაზე გელოდება.

image

ახალი ენები ხელმოწერის პროცესში


ამიერიდან ხელმოწერის პროცესი გერმანულ და პოლონურ ენებზეც არის ხელმისაწვდომი. დოკუმენტის გაგზავნამდე მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელ ენაზე იხილოს მიმღებმა ხელმოწერის ინტერფეისი და მიიღოს შესაბამისი შეტყობინებები.

დამატებითი მოქნილობისთვის, სასურველი ენის არჩევა და შეცვლა უშუალოდ მიმღებსაც შეუძლია დოკუმენტის ბმულზე გადასვლის შემდეგ.

Signify 2.0 მხოლოდ დასაწყისია. სხვა სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით!

თუ ახალი ფუნქციების შესახებ კითხვები გაქვს ან გამოცდა გინდა, ჩვენი გუნდი სიამოვნებით დაგეხმარება - დაგვეკონტაქტე. ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი? გადახედე პაკეტებს.

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ