განახლება 1.18 - ყველაფერი ხელის გულზე

image

Signify-ს წლის ბოლო განახლება უკვე აქ არის! ჩვენი მიზანი უცვლელია - გავხადოთ შენი სამუშაო პროცესი მაქსიმალურად ინტუიციური და შედეგზე ორიენტირებული. 1.18 ვერსიაში მთავარი აქცენტი პერსონალიზაციასა და ნავიგაციის გამარტივებაზე გავაკეთეთ. 

აი, რა დაგხვდება პლატფორმაზე:

მთავარი გვერდის სრული ტრანსფორმაცია - პერსონალიზებული დეშბორდი: 

შენი სამუშაო გარემო ახლა შენზეა მორგებული. სისტემა ავტომატურად იმახსოვრებს ხშირად გამოყენებულ შაბლონებს და მათ მარჯვენა პანელზე გთავაზობს. 

ფოკუსი მნიშვნელოვან დავალებებზე: 

ჩვენ გვინდა, რომ ყოველი ხელმოწერა შენთვის პატარა გამარჯვება იყოს და არა რუტინა. ახალ დეშბორდზე დაგხვდება სპეციალური სექცია, რომელიც შეგახსენებს, რომელი დოკუმენტები ელოდება შენს ხელმოწერას/დასტურს. ასე არცერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ გამოგრჩება.

image

მორგებული შეთავაზებები:

მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს დავამატეთ პერსონალიზებული შეთავაზებებისა და სიახლეების ბანერი. აქ მხოლოდ შენს ინტერესებსა და სამუშაო სტილზე მორგებულ ინფორმაციას იხილავ - იქნება ეს ახალი ფუნქციის ათვისება თუ სპეციალური პირობები შენი ბიზნესისთვის.

განახლებული ნავიგაცია 

მთავარმა მენიუმ პლატფორმის მარცხენა მხარეს გადაინაცვლა. ამიერიდან ყველა საჭირო ხელსაწყო ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც ნავიგაციას უფრო სწრაფს და ლოგიკურს ხდის. 

ინბოქსი ახლა მენიუს ნაწილია: აღარ არის საჭირო დოკუმენტების გვერდზე გადასვლა - ყველა შენი შემოსული დოკუმენტი ახლა ხელის გულზე გიჩანს.

image

ატრიბუტების ექსპორტი 

გავაუმჯობესეთ ექსპორტის ფუნქციონალი. ამიერიდან, დოკუმენტების სიის ექსპორტისას შეგიძლია ატრიბუტების ინფორმაციაც გადმოიწერო.ეს საშუალებას მოგცემს, დოკუმენტებიდან მიღებული მონაცემები უფრო დეტალურად დაამუშავო და უკეთესი ბიზნეს-გადაწყვეტილებები მიიღო.

ამ ეტაპზე სულ ეს არის! შევხვდებით ახალ წარმატებებით სავსე წელს 🥂

თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი. დაგვეკონტაქტე.

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ