მორგებული ხედვები და Drive-დან იმპორტი - Signify 1.17 აქ არის

image

Signify-ს თითოეული განახლება იქმნება იმ ადამიანების გამოცდილებაზე, ვინც ყოველდღიურად მუშაობს დოკუმენტებთან. ჩვენი მომხმარებლები სხვადასხვანაირი საქმიანობით, სტილით და პრიორიტეტებით მუშაობენ - ზოგისთვის ვადის გასვლის თარიღია კრიტიკული, სხვებისთვის - კონტრაქტის თანხა, მიმღებები, მიწოდების ვადები ან სხვა.

სწორედ ამ მრავალფეროვნებით არის განპირობებული ეს განახლება - Signify 1.17, რომელიც გაძლევს უფრო მეტ თავისუფლებას, კონტროლსა და სისწრაფეს.

1. მორგებული ხედვები - შენს სტილში დალაგებული დოკუმენტები 

ახლა უკვე შეგიძლია დოკუმენტების ცხრილი ზუსტად შენი ხედვით მოირგო და ზუსტად ის ინფორმაცია დაინახო, რაც შენთვის მნიშვნელოვანია.

აირჩიე, რომელი სვეტები გჭირდება - მაგალითად, ბმულის ვადა, საქაღალდე, მიმღებები, ვადის გასვლის თარიღი, დოკუმენტის ტიპი ან სხვა დეტალები. 

გადაადგილე სასურველი თანმიმდევრობით და შეინახე ეს ხედვა შენს პროფილზე. 

უკვე სისტემური, წინასწარ გამზადებული ხედვები დაგხვდება, როგორიც "ბმულის ვადაა"

image

სისტემური ხედვების გარდა, შეძლებ საკუთარ თავზეც მოირგო ისინი და სასურველი ხედვა სვეტების და ფილტრების კომბინაციით შექმნა.

შემდეგ ჯერზე Signify-ს გახსნისას ყველაფერი უკვე მზად დაგხვდება - ზუსტად შენი წესებით დალაგებული.

აქ ერთი ძლიერი დამატებაც გვაქვს - შეგიძლია არა მხოლოდ სვეტები, არამედ ფილტრებიც შეინახო. თუ ყოველდღე ერთსა და იმავე 2 ან 3 ფილტრს იყენებ, მათი ხელახლა დამატება აღარ დაგჭრდება. შექმნი ხედვას შენს წესებზე, შეინახავ და შემდეგ ჯერზე Signify-ს გახსნისას ყველაფერი უკვე მზად დაგხვდება. გუნდთან გაზიარების შემთხვევაში კი ყველა ზუსტად იმავე სურათს დაინახავს, რაც პროცესებს კიდევ უფრო აჩქარებს.

გარდა პერსონალური ხედვებისა, შეგიძლია შექმნა გაზიარებადი ხედვები

2. Google Drive და Onedrive-ის ინტეგრაცია - ატვირთვა აღარ გჭირდება

Drive-დან დოკუმენტების გადმოწერის და მერე ატვირთვის ერა დასრულდა. ახლა შეგიძლია Signify-დან პირდაპირ აირჩიო დოკუმენტი Google Drive-ზე და გააგზავნო ან დაამატო პროცესში, ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.

3. გადამმისამართებელი შაბლონებში - მეტი მოქნილობა პროცესებში 

ხშირად საჭიროა დოკუმენტი წინასწარი შეტყობინების ან ჩარევის გარეშე ერთი ხელმომწერიდან მეორეზე გადავიდეს. თუ აქამდე არ შეგეძლო, შაბლონში ამ როლის დამატება, ახლა უკვე ამ როლის წინასწარ განსაზღვრას შეძლებ.

image

4. ძიება პირდაპირ ჩამოსაშლელ ველებში 

ჩამოსაშლელ ველებში სასურველი ინფორმაციის თვალით ძებნის დრო დამთავრდა. ყველა ასეთ ველში დაემატა ძიების ფუნქცია - ახლა შეგიძლია წამებში იპოვო საჭირო თანამშრომელი, პოზიცია, კოდი თუ სხვა.

5. ერთიანი ინტერფეისი 

შაბლონებისა და ფორმების გვერდები ახლა უფრო გაუმჯობესდა, თანხვედრაშია Signify-ის ახალ დიზაინ სისტემასთან და ბევრად ინტუიციურიც გახდა. 

ყველაფერი ერთიანად გამოიყურება - შესაბამისად, შენც უფრო მარტივად მუშაობ.

🚀 მოკლედ 

Signify 1.17 ფოკუსირებულია შენს ყოველდღიურ კომფორტზე - ნაკლები ხელით მოქმედება, მეტი კონტროლი და გაუმჯობესებული სამუშაო გამოცდილება.

თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ