ენტერპრაიზ მომხმარებლებს ექნებათ სრული თავისუფლება - საკუთარი დოკუმენტის ტიპებისა და ატრიბუტების შექმნა.
ბიზნეს პრო მომხმარებლებს კი შეუძლიათ მხოლოდ სისტემური ატრიბუტების გამოყენება.

Signify-ს 1.16 ვერსიაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია დოკუმენტების დახარისხებაზე, მათ ფილტრაციასა და Signify-ს გარეთ არსებული დოკუმენტების იმპორტზე.
მოდი ერთად გავყვეთ, რა ახალი შესაძლებლობები დაგხვდება 👇
დოკუმენტების დასახარისხებლად მხოლოდ საქაღალდეები ხანდახან საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ შევქმენით ახალი ფუნქციონალი - ატრიბუტები, რომლითაც შეგეძლება დოკუმენტს გარედან დამატებითი პარამეტრები (მაგ. ვადის გადასვლა) დაურთო და შემდეგ ამავე პარამეტრებით დაახარისხო.
ეს ნიშნავს, რომ შენთვის საჭირო ინფორმაციას ერთი შეხედვით დაინახავ და ნებისმიერ დოკუმენტს ფილტრაციის მეშვეობით მარტივად მოძებნი.
ახალი ფუნქცია ორი პარამეტრით იმართება - დოკუმენტის ტიპები და ატრიბუტები.
ეს არის ერთგვარი დოკუმენტის კატეგორია, რომლითაც დახარისხება მარტივდება. პლატფორმაზე წინასწარ შევქმენით ის დოკუმენტის ტიპები, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებში ყველაზე ხშირად გამოყენებადია. მაგალითად:
გარდა სისტემის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ტიპებისა, შენ თავადაც შეძლებ შექმნა საკუთარი.
ეს არის დამატებითი ველი ან მახასიათებელი, რომელსაც კონკრეტული დოკუმენტის ტიპისთვის ამატებ. ატრიბუტები დოკუმენტების გაფილტვრასა და დახარისხებაში დაგეხმარება. დოკუმენტის ტიპების მსგავსად აქაც ორი არჩევანი გაქვს - შენ თვითონ ქმნი სასურველ ატრიბუტს, ან ირჩევ სისტემის მიერ შემოთავაზებულს, მაგალითად:
ატრიბუტებს აქვთ სხვადასხვა ტიპი: ტექსტი, რიცხვი, თარიღი, ჩამოსაშლელი სია, კი/არა ველი და სხვა.
👉 მარტივად რომ ვთქვათ:
ენტერპრაიზ მომხმარებლებს ექნებათ სრული თავისუფლება - საკუთარი დოკუმენტის ტიპებისა და ატრიბუტების შექმნა.
ბიზნეს პრო მომხმარებლებს კი შეუძლიათ მხოლოდ სისტემური ატრიბუტების გამოყენება.
ახლა უკვე კონტაქტებზე კომპანიების მინიჭებაც შეგიძლია.
ეს ცვლილება განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ უამრავ კონტრაქტორსა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობ.
კომპანიის მინიჭება კონტაქტზე შეგიძლია ჯგუფურად ატვირთვის დროსაც.
თუ დოკუმენტებს Signify-ს გარდა სხვაგანაც ინახავ, იქნება ეს ქაღალდზე თუ ციფრულად, ამიერიდან შეგიზლია ყველა ეს დოკუმენტი Signify-ზე ატვირთვო და დოკუმენტების ერთიან საცავში შეინახო. ასე ისინი ყოველთვის უფრო მეტად უსაფრთხო, მარტივად ხელმისაწვდომი და სწრაფად მოძებნადი გახდება.
მაგალითად, შეგიძლია შეტვირთო:
იმპორტირებულ დოკუმენტებს ისევე დაუმატებ ატრიბუტებს, როგორც უკვე შენახულ ფაილებს, და ყველა ფაილი ერთიან, გამართულ სისტემაში გექნება თავმოყრილი.
ეს რელიზი მნიშვნელოვნად ცვლის დოკუმენტების მენეჯმენტის თამაშის წესებს და გაძლევს იმ თავისუფლებას, რაც ყოველდღიურ პროცესებში სჭირდება თანამედროვე გუნდს:
ეს ყველაფერი საბოლოოდ ნიშნავს ერთს - შენს გუნდს ზრდაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ფოკუსირებისთვის უფრო მეტი დრო რჩება.
თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი. დაგვეკონტაქტე.
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ