თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი. დაგვეკონტაქტე.

Signify-ის ახალი რელიზი უკვე აქ არის - ინტერფეისი კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა.
ცვლილებები უფრო მეტად ვიზუალურ მხარეს შეეხო და იმისთვის, რომ უფრო მარტივად გვეჩვენებინა, ვიდეო მოგიმზადეთ.
მოკლედ მოგიყვებით, როგორ გავაუმჯობესეთ დოკუმენტებთან მუშაობის პროცესი შენთვის:
განახლებული ცხრილი
დოკუმენტის სახელი კვლავ პირველი სვეტში ჩანს, როგორც უკვე ხარ მიჩვეული. მიმღების სტატუსების სანახავად კი, აღარ არის საჭირო ცალკე ფანჯრის გახსნა: სტატუსის სვეტზე მაუსის გადატარებით მარტივად ნახავ, ვინ მოაწერა ან ვის დარჩა დოკუმენტზე ხელი მოსაწერი.
დანარჩენი სვეტები უცვლელია, მაგრამ გამოცდილება - ბევრად მოქნილი.

ახალი ხატულები
მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ გამოგრჩება - პატარა ხატულებით გეცოდინება, როდის არის დოკუმენტი გადასახედი ან ხელმოსაწერი.

დეტალები იმავე გვერდზე
დოკუმენტის დეტალების სანახავად აღარ გჭირდება დამატებითი ნავიგაცია საიტზე - ერთ გვერდზე ხსნი დეტალებს და სხვა დოკუმენტის დეტალების ნახვასაც მისი დახურვის გარეშე შეძლებ.

სახელზე დაჭერისას მარჯვნივ გეხსნება დოკუმენტის დეტალები: სტატუსი, დოკუმენტის ID, მიმღებები, თეგები და ქმედებების ისტორია. და რაც მთავარია - გახსნა და ჩამოტვირთვა აქედანვე შეგიძლია.

განახლებული ფილტრი
სურვილი გაქვს კონკრეტული დოკუმენტი იპოვო გამგზავნით, თარიღით ან სტატუსით? ახალი ფილტრი უფრო სწრაფად და მარტივად გაართმევს თავს. საწყის ხედვაზე დაბრუნებაც ერთი დაწკაპუნებითაა შესაძლებელი.

მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ

