თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარება. დაგვეკონტაქტე.
სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი პროდუქტების გუნდის მიერ მომზადებულ მორიგ განახლებას Signify-ს პლატფორმაზე 🚀
მიმღების ინფორმაციის განახლება გაგზავნილ დოკუმენტში
აქამდე, დოკუმენტის გაგზავნისას მიმღების შესახებ დეტალების არასწორად მითითება ნიშნავდა პროცესის თავიდან დაწყებას. ახლა კი ცვლილებების შეტანა დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ შეგიძლია - დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე:
- შეცვალე გაგზავნის არხი - ელფოსტიდან - მობილურზე ან პირიქით
- დაამატე ან წაშალე ავთენტიფიკაციის მეთოდი
- წაშალე მიმღები, თუ საჭიროება აღარ არსებობს
- ჩართე ან გამორთე თანმიმდევრობა გაგზავნის შემდეგ

როდის შეგიძლია ცვლილებების შეტანა?
მიმღების მონაცემების კორექტირება შესაძლებელია მანამ, სანამ ის ხელს მოაწერს დოკუმენტს. თუ პროცესში რამდენიმე მიმღებია და ნაწილმა უკვე მოაწერა, ცვლილებების შეტანა მაინც შეგიძლია იმ მიმღებებისთვის, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი.
📢 უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ყველა ქმედება დაილოგება, როგორც ექაუნთის ქმედებების ლოგში, ასევე, დოკუმენტის ისტორიასა და მტკიცებულების რეპორტში.
რა ხდება ცვლილებისას მიმღების მხარეს?
გაგზავნის არხის ცვლილებისას ძველი ბმული არავალიდური გახდება (მაგ. მეილზე გაგზავნილი) და ხელმომწერი ახალ ბმულს მითითებულ არხში მიიღებს (მაგ. მობილურზე).
თუკი ცვლილებებს მაშინ შეიტან, როცა მიმღები დოკუმენტზე უკვე მუშაობს, სისტემა ავტომატურად სთხოვს გვერდის გადატვირთვას.
ძებნის და დაკოპირების ფუნქცია
აქამდე დოკუმენტში სასურველი ინფორმაციის მისაგნებად დოკუმენტზე თვალის გადავლება გჭირდებოდა. ახლა კი შეგიძლია დოკუმენტის შიგნით პირდაპირ მოძებნო სასურველი - ctrl+F-ით სასურველ სიტყვას წამებში მიაგნებ.

ძებნასთან ერთად, დოკუმენტიდან სასურველი ტექსტის უკვე პირდაპირ კოპირებაც შეგიძლია. აღარ არის საჭირო ხელით აკრეფა - დააკოპირე ანგარიშის ნომერი, სახელი და გვარი ან ნებისმიერი სხვა რამ.
📢 გაითვალისწინე, ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება უკვე გაგზავნილ დოკუმენტებში

ახალი იურიდიული სახელწოდება
ჩვენმა კომპანიამ ოფიციალურად შეიცვალა საფირმო სახელწოდება. ამიერიდან, შპს "ენჯითი როქით სოლუშენს"-ის ნაცვლად, ჩვენი იურიდიული დასახელებაა შპს "სიგნიფაი".
თუ ბუღალტერს ან იურისტს ოფიციალური განცხადება დასჭირდება, გადმოტვირთე განცხადება ამ ბმულიდან.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ