ფუნქციონალის სიახლეები განახლება 1.13-ში

image

წარმოგიდგენთ 2025 წლის პირველ განახლებას ჩვენი პროდუქტების გუნდისგან! 🎉

In-app ინტეგრაცია

წარმოიდგინე, რომ შენს მობილურ აპლიკაციაში მომხმარებლისთვის ხელშეკრულების დაგენერირება და მისი ხელმოწერის იქვე მიღება გჭირდება.

Signify-ისთან API ინტეგრაციით ამას უკვე უმარტივესად შეძლებ. ინტეგრაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს აპლიკაციაში ვიდეო იდენტიფიკაცია პირადობით/პასპორტით გაიაროს და სისტემის მიერ იდენტიფიცირებული მონაცემებით (მაგ. სახელი, გვარი, პირადობის მოწმობა) ხელშეკრულება ავტომატურად შეივსება, მომხმარებელი ხელმოწერასაც იქვე შეძლებს.

ეს ფუნქციონალი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, უსაფრთხოდ და მარტივად გაიარონ იდენტიფიკაცია აპლიკაციიდან გაუსვლელად, რაც ამცირებს გადამოწმების დროს და აუმჯობესებს საერთო გამოცდილებას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე ინტეგრაციების განყოფილებას შენი პორტალის პარამეტრების გვერდზე.

image

ონბორდინგი

ახალი მომხმარებლებისთვის Signify-ის პლატფორმასთან ადაპტაცია კიდევ უფრო გამარტივდა!

პორტალზე შესვლისთანავე ისინი მიიღებენ მარტივ მისიებს, რაც მათ პლატფორმის შესაძლებლობებში სწრაფად გაარკვევს. ეს ფუნქციონალი სასარგებლოა არა მხოლოდ ახალი მომხმარებლებისთვის, არამედ მაშინაც, როცა გუნდში ახალ თანამშრომელს ამატებ – ონბორდინგის პროცესი ახლა კიდევ უფრო მეტად მორგებულია მომხმარებელზე.

შეფასების ფუნქცია

ჩვენ ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ პლატფორმის გამოყენების გამოცდილებას, ამიტომ დავამატეთ შეფასების სისტემა, როგორც დოკუმენტის გაგზავნის, ასევე, მისი ხელმოწერის შემდეგ. Signify-ის გამოყენებისას მიღებული გამოცდილების შეფასება დაგვეხმარება, პლატფორმის გამოყენება უფრო მარტივი გავხადოთ.

image

სწრაფი გაგზავნა

თუკი აქამდე სწრაფ გაგზავნას იყენებდი და ძირითად დოკუმენტზე რამდენიმე მიმაგრებული ფაილის დამატების საჭიროება გქონდა (მაგ. დასკანერებული პირადობის), ამიერიდან უკვე შეგიძლება იმდენი მიმაგრებული ფაილი დაამატო, რამდენიც გაგიხარდება.

თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი. დაგვეკონტაქტე.

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ