გამოიყენე რეგექსის ეს მაგალითი:
^[a-zA-Z]*$
ამ შემთხვევაში ველში დაშვებულია მხოლოდ ლათინური ასოები

დეკემბერში Signify-ს გუნდის მიერ მორიგი განახლება მომზადდა, რომელსაც სიხარულით გიზიარებთ!
დოკუმენტში განსათავსებელ ცვლად ველებს დაემატა ვალიდაციები. ავტომატურად გააქტიურებული დაგხვდება ვალიდაციები შემდეგ ველებზე:

ტექსტური ველის ვალიდაცია
ინდივიდუალური ტექსტური ველისთვის შეგეძლება განსაზღვრო ციფრების ან ასოების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა.
თუმცა თუ ველებზე ისეთი ვალიდაციის დაწესება დაგჭირდა, რომელიც მზა ფორმით პლატფორმაზე არ გვაქვს, შეგიძლია გამოიყენო მორგებული რეგექსი.
რეგექსის არჩევის შემთხვევაში, შეგიძლია შეიყვანო მინიშნების ტექსტი, რომელიც მიმღებს გაუმარტივებს ველზე გაწერილი წესების დაცვას.

გამოიყენე რეგექსის ეს მაგალითი:
^[a-zA-Z]*$
ამ შემთხვევაში ველში დაშვებულია მხოლოდ ლათინური ასოები
მოსანიშნი ველების ვალიდაცია
შეგიძლია განსაზღვრო რამდენი ვარიანტის არჩევა შეეძლება მიმღებს.
მაგალითად, მიმღებს შეგიძლია განუსაზღვრო, რომ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 მოსანიშნი ველი აირჩიოს.
რიცხვითი ველი
დაემატა ახალი ტიპის ველი “რიცხვი”, რომელზეც ვალიდაციისას შესაძლებელია მაქსიმალური და მინიმალური მნიშნველობის დაწესება.
თარიღი
მიუთითებ წარსული თუ მომავალი დროით იყოს შესაძლებელი მნივნელობის შეყვანა.
დღეიდან აღარ დაგჭირდება დოკუმენტის საკუთარ თავთან გაგზავნა იმის სანახავად, როგორ გამოუჩნდება მიმღებს.
დოკუმენტის გაგზავნამდე უკვე შეგიძლია ისარგებლო გადახედვის ფუნქციით და გაიარო ზუსტად ის ნაბიჯები, რომელსაც მიმღები გაივლის

ფუნქცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი როლის არჩევისას, მათ შორის ჯგუფური გაგზავნის დროსაც.

თუ აქამდე პორტალზე 2-მაგი ავტორიზაციისთვის SMS-ს იყენებდი, უკვე შეგიძლია ავთენტიფიკაციის აპლიკაციაც დაამატო.
ეს ფუნქცია გამოგადგება თუ ისეთ ადგილას ხარ, სადაც SMS-ის მიღება გიჭირს, მაგ. საზღვარგარეთ, ავთენტიფიკატორის აპლიკაციაში დაგენერირებული კოდით მარტივად და უსაფრთხოდ შეხვალ სისტემაში

ფუნქციის გააქტიურება ყველას შეუძლია საკუთარ პროფილზე. ადმინისტრატორებს კი შეგიძლიათ ეს ფუნქცია სავალდებულო გახადოთ ყველა მომხმარებლისთვის.

სისტემა 5 წუთით დაბლოკავს პროფილს, თუ პაროლის ან ორმაგი ავთენტიფიკაციის კოდის ზედიზედ 5-ჯერ არასწორად შეყვანა დაფიქსირდა.
ამის შესახებ შეტყობინებას ელ-ფოსტაზეც მიიღებ.
თუ სარგებლობ Enterprise პაკეტით, ქმედებების ლოგში აქამდეც ხედავდი შენი მომხმარებლების დოკუმენტების გაგზავნის დროსა თუ სხვა დეტალებს.
ახალ რელიზში უკვე შეგიძლია მომხმარებლების შესვლის დროის, IP მისამართის, ბრაუზერისა და სხვა დეტალების დანახვაც.
თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი. დაგვეკონტაქტე.
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ