ფუნქციონალის სიახლეები განახლება 1.11-ში

image

Signify-ს პროდუქტების გუნდი სიხარულით წარმოგიდგენთ დიდ თუ მცირე ცვლილებებსა და სიახლეებს ჩვენს ფუნქციონალში.

დიდი სიახლეები გვაქვს დოკუმენტის ველების დაჭკვიანების და ხელმოწერის პადის ფუნქციონალის მიმართულებით.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ოქტომბრის რელიზს!

დაჭკვიანებული ველები

დოკუმენტების მომზადების გასამარტივებლად, ველებზე ამიერიდან შესაძლებელია ჯგუფური მოქმედებების განხორციელება. მონიშნავ რამოდენიმე ველს და ერთდროულად:

  • შეუცვლი მდებარეობას
  • გააკეთებ მოქმედებებს: cut, copy, paste-ს
  • გაზრდი ან შეამცირებ ზომაში
  • ველის ტექსტს შეუცვლი ფერს

დოკუმენტის მომზადებისას, აღნიშნულ ველებს დაემატა "undo" და "redo" ფუნქციაც.

image

შეტყობინებების მენეჯმენტი

პარამეტრებში გამოჩნდა ახალი გვერდი "შეტყობინებები". ამ გვერდიდან შეგიძლია გათიშო ისეთი ტიპის მეილ შეტყობინებები, რომელიც აღარ გსურს რომ მიიღო.

image

ხელმოწერის თარიღის ავტომატური ველი

დაემატა "ხელმოწერის თარიღის" ველი, რომელიც დოკუმენტში ავტომატურად ივსება ხელმოწერისას და მისი შეცვლა არ არის შესაძლებელი დოკუმენტის გამგზავნის, ან მიმღების მიერ. 

image

ხელმოწერის პადების ფუნქციონალის განახლება

Signify-ს ხელმოწერის პადებზე ახალი ფუნქციონალი დაემატა:

  • რამოდენიმე დოკუმენტის ატვირთვის შესაძლებლობა - ამიერიდან, პადზე ხელმოსაწერად ერთდროულად რამოდენიმე დოკუმენტის ატვირთვაა შესაძლებელი. ხელმომწერისთვის კი დამატებულია მარტივი სანავიგაციო ღილაკი პადზე, რათა სქროლის გარდა დოკუმენტებში სწრაფი გადასვლის შესაძლებლობა ქონდეს.
image
  • რამოდენიმე ხელმომწერი -  მოიხსნა პადზე მხოლოდ 1 ხელმომწერის შეზღუდვა. ამიერიდან შეგიძლია მიუთითო რამოდენიმე ხელმომწერი ან დამვიზირებელი.
  • ახალი ტიპის ველები - თუ აქამდე პადზე ხელმომწერისთვის, მხოლოდ ხელმოწერის ველის დასმა შეგეძლო, ამიერიდან შეგიძლია ჩასვა რადიო ღილაკი, ტექსტური და მოსანიშნი ველები. ხელმომწერი კი პადიდანვე შეძლებს მოიშნოს ან შეიყვანოს ინფორმაცია მოთხოვნილ ველებში.
image

სხვა განახლებები

კონტაქტების ბაზის ექსპორტი - შესაძლებელია კონტაქტების ბაზის ექსპორტი CSV ფორმატში. აგრეთვე ერთი გუნდიდან მეორეში გადატანა ან დაკოპირება.

შევსებული ველების ექსპორტი - დოკუმენტის მიმღებების მიერ შევსებული ველები შეგიძლია ჩამოტვირთო CSV ფაილად. ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით მოსახერხებელია "ჯგუფური გაგზავნით" სარგებლობისას.

დოკუმენტის სახელი SMS შეტყობინებებში - მიმღებთან დოკუმენტის SMS-ით გაგზავნისას, შეტყობინების ტექსტში ამიერიდან დოკუმენტის სახელიც გამოჩნდება.

მიმაგრებული ფაილების ცალ-ცალკე გადმოწერა - აქამდე, ხელმომწერის მიერ მიმაგრებულ ფაილებს თუ ერთიანად, zip ფორმატში იწერდი, ამიერიდან შეგიძლია ისინი ცალ-ცალკე გახსნა და გადმოწერო.

თუ ახალი ფუნქციონალზე კითხვები გექნება, ან საქმეში გამოცდა მოგინდება, გახსოვდეს, რომ ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ ჩვენი გუნდი. დაგვეკონტაქტე.

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ