თანამედროვე HR-ისთვის დრო უმნიშვნელოვანესი რესურსია. სწორედ ამიტომ, წარმატებული HR-ები ცდილობენ რუტინული პროცესების ავტომატიზაციას, რათა მეტი ენერგია მოახმარონ კომპანიის კულტურის განვითარებას და თანამშრომლების მხარდაჭერას.
Signify ამ პროცესში სანდო პარტნიორია - ის ამარტივებს თანამშრომლის დაკონტრაქტებასა და დოკუმენტებთან მუშაობას იმისთვის, რომ ეს მომენტები იყოს არა მოსაწყენი ბიუროკრატია, არამედ კომპანიის წინსვლის ნაწილი.
ამ ბლოგში გაგიზიარებ 3 შაბლონს, რომელსაც წარმატებული HR-ები Signify-ზე დროის დასაზოგად და პროცესების გასამარტივებლად იყენებენ.
1. შრომითი ხელშეკრულების შაბლონი
შრომითი ხელშეკრულება HR-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია - ის ასახავს სამუშაო პირობებს, ანაზღაურებას, შვებულებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
Signify-ზე ეს შაბლონი ყველაზე ხშირად გამოიყენება. შეგიძლია შეინახო და მოარგო ნებისმიერი ახალი თანამშრომლის პირობებს. პირობების გარდა შეგიძლია დააშაბლონო ხელმოწერის მიმდევრობა და პროცესი.
მისი მეშვეობით დოკუმენტის მომზადება და გაგზავნა წამებშია შესაძლებელი - თანამშრომელი დროულად ეცნობა ხელშეკრულებას, ხოლო შენ თავიდან იცილებ პროცესის გაჭიანურებასა და ადამიანურ შეცდომებს.
2. შვებულების ფორმა
შვებულების დაგეგმვა HR-ებისთვის ხშირად ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესია - მეილზე მიმოწერები, დამტკიცების ლოდინი და უსასრულო ბიუროკრატია.
Signify ამ პროცესს ციფრულ ფორმებად აქცევს: HR ქმნის შვებულების ონლაინ ფორმას და უზიარებს თანამშრომლებს ლინკით ან QR კოდით, თანამშრომელი კი თავის მხრივ ავსებს ფორმას. HR-ს მხოლოდ დადასტურება რჩება - სულ 54 წამში.
შედეგად, თანამშრომელი სწრაფად იღებს პასუხს, ხოლო HR-ს ერთ სისტემაში აქვს მოწესრიგებული ინფორმაცია ყველა შვებულებაზე.
3. თანამშრომლის ანკეტა
თანამშრომლის ანკეტა და საქმის წარმოება უზრუნველყოფს პირადი მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციისა და საბანკო რეკვიზიტების შეგროვებას. ეს პროცესი ხშირად საჭიროებს ზედმეტ დროს და ძალისხმევას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანამშრომელი აგვიანებს პასუხს, დოკუმენტები არასრულად იგზავნება ან ინფორმაცია სხვადასხვა არხში იფანტება.
Signify-ის გამოყენებით HR-ს შეუძლია ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღოს, თანამშრომელი ანკეტას ავსებს ერთ ლინკზე და ყველა საჭირო დოკუმენტსაც იქვე ტვირთავს. HR-ები ამ მეთოდს მისი სიმარტივისა და დროის დაზოგვის გამო აქტიურად იყენებენ.
მსგავსად შვებულების ფორმისა, შეგიძლია ანკეტის შესავსები ლინკი/QR კოდი გაუგზავნო შენს თანამშრომელს. ანკეტაში შესავსებ ველებს დაადებ ვალიდაციებს, რომ თავიდან აირიდო თანამშრომლის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომები. მაგალითად პირადი ნომრის ველში მხოლოდ 11 ნიშნა რიცხვის ჩაწერა შეიძლებოდეს და ა.შ. ამით ინფორმაციის არასწორ შევსებას დააზღვევ. ამავე ფორმაში თანამშრომელს აატვირთვინებ საჭირო დოკუმენტაციას, როგორიცაა: CV, ნასამართლეობის ცნობა, პირადობის ასლი და ა.შ.
საბოლოოდ, ამ დოკუმენტების ნაკრებს, შრომით ხელშეკრულებასა და შვებულების ფორმებთან ერთად ერთ საქაღალდეში მოაქცევ და voila - შენ გაქვს სრულყოფილად წარმოებული თანამშრომლის საქმე!
თუ HR-პროგრამა გაქვს, რომელსაც HR პროცესების ავტომატიზაციაში იყენებ, Signify-ის ინტეგრირებას მარტივად შეძლებ. მსგავსად ერთი სივრციდან მოახერხებ ყველა საჭირო პროცესის მართვას.
თუ ჯერ კიდევ ბეჭდავ ხელშეკრულებებს ან ეძებთ ანკეტებს იმეილში, დროა ციფრული HR მართვა დაიწყოთ. შაბლონების ეფექტურად გამოყენება მხოლოდ დროის დაზოგვა არაა, მსგავსი პროცესების ოპტიმიზაცია გაძლევს საშუალებას გადადგათ ნაბიჯი ძლიერი და გამჭვირვალე სამუშაო კულტურის შესაქმნელად. რუტინა ქრება მაშინ როცა გაციფრულება იწყება და ჩნდება სივრცე დასაქმებულებზე ზრუნვას უფრო მეტი დრო დაუთმო.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ

