როგორ ააჩქარა პროცესები DHL-მა საბაჟო პროცედურების გაციფრულებით

DHL საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 1995 წლიდან ოპერირებს. 

შპს „ჯორჯიან ექსპრესი“ "DHL EXPRESS" და "DHL GLOBAL FORWARDING”" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

უკვე 30 წელია, კომპანია ქართულ ბაზარს ინოვაციურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებსა და სერვისებს სთავაზობს, რაც ხელს უწყობს ადამიანებისა და ბიზნესების წარმატებულ დაკავშირებას გლობალურ ბაზართან.

DHL-ის მისიაა - “Connecting people, improving lives” და ყოველდღიურად, ამ მიზნის რეალობად ქცევისთვის, პროგრესულ მიდგომებს ნერგავს.

image

კომპანიას ყოველდღიურად უამრავ დოკუმენტთან უწევს შეხება, განსაკუთრებით ამანათების მიწოდების ნაწილში.

მეორეს მხრივ საქართველოს საბაჟო კოდექსის თანახმად, ყველა გაფორმებულ დეკლარაციაზე სავალდებულოა მიმღები მხარის ხელმოწერა, რაც კომპანიისგან მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვდა. 

სწორედ ამიტომ, მომსახურების გუმჯობესებისთვის და პროცესების ასაჩქარებლად, კომპანიაში დოკუმენტების გაციფრულების საჭიროება წარმოიშვა.

Signify-ის დანერგვის დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს DHL–ის საბაჟო პროცედურების მენეჯერი - გიორგი მოქერია გვიზიარებს.

რა გამოწვევა გქონდათ Signify-ს დანერგვამდე?

საბაჟო პროცედურების მენეჯმენტის გუნდს ყოველდღიურად უწევდა ასობით დეკლარაციის დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება. საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით, ყველა გაფორმებულ დეკლარაციაზე აუცილებელი იყო მიმღები პირის ხელმოწერა, რომელიც საბაჟოში წარსადგენად ხელმოწერილი სახით უნდა გადაგზავნილიყო. წარსულში ეს პროცესი მხოლოდ ფიზიკურად ხდებოდა: დოკუმენტის დაბეჭდვა, ადგილზე ხელმოწერა და უკან დაბრუნება.

თუ ადრესატი ადგილზე არ იმყოფებოდა, კურიერი იძულებული იყო განმეორებით მისულიყო, რაც არა მხოლოდ დროის ფაქტორი იყო, არამედ მომხმარებლის უკმაყოფილებასაც იწვევდა. გარდა ამისა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამანათი სხვა პირისთვის (მაგალითად, ოჯახის წევრისთვის) უნდა გადაცემულიყო, დოკუმენტზე ხელმოწერის არარსებობის გამო შეკვეთის გადაცემა ვერ ხერხდებოდა. 

image

ეს საბაჟოსთვის საჭირო დოკუმენტების დაგვიანებით ჩაბარებას, ყოველდღიური სტატისტიკის დარღვევასა და ზედმეტი ადმინისტრაციული რესურსის ხარჯვას იწვევდა. Signify-ის მეშვეობით ხელმოწერა ძირითადად იმ დოკუმენტებზე ხორციელდება, რაც საბაჟო რეგულაციებით არის სავალდებულო.

მაგალითად, როდესაც შემოდის გასაბაჟებელი გზავნილი, იბეჭდება ფორმა N4 და აუცილებელია მომხმარებლის ხელმოწერა საბოლოო დეკლარირებისთვის. ადრე ამ ხელმოწერებს კურიერი აგროვებდა ადგილზე, ახლა კი მომხმარებელი Signify-ის გამოყენებით დოკუმენტს წინასწარ აწერს ხელს. შესაბამისად, კურიერის ვიზიტი მნიშვნელოვნად გამარტივდა, რადგან მას ზუსტად აქვს ინფორმაცია, ვის უნდა მიუტანოს ამანათი და აღარ უწევს ხელმოწერის ცალკე შეგროვება.

როგორ მიხვედით დანერგვის გადაწყვეტილებამდე? 

დანერგვის მომენტში DHL-ს უკვე ჰქონდა შიდა პროგრამა, რომელიც ციფრულად აერთიანებდა მომხმარებელთან მომსახურების პროცესებს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ამ სისტემაში ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციონალიც დაგვემატებინა, რადგან არსებული მეთოდი - ხელმოწერის ფიზიკურად შეგროვება კურიერის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით - დიდ რესურსს მოითხოვდა. 

დავიწყეთ შესაფერისი სერვისის ძებნა და მალევე მივედით Signify-მდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეძლებდა თუ არა პლატფორმა ჩვენს პროგრამასთან ინტეგრირებას ისე, რომ პროცესი ყოფილიყო მარტივი და უსაფრთხო.

ინტეგრაცია ერთ კვირაში დასრულდა. ჩვენი IT გუნდი აქტიურად იყო ჩართული და ადაპტაცია არსებულ სისტემასთან ძალიან სწრაფად მოხდა. Signify-ის ტექნიკური მხარე გამართულად მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერასაც ვღებულობთ. 

author avatar
გიორგი მოქერია
საბაჟო პროცედურების მენეჯერი

როგორ ჩაიარა დანერგვის პროცესმა? 

პროცესი სირთულეების გარეშე წარიმართა და ინტეგრაცია ერთ კვირაში დასრულდა. ჩვენი IT გუნდი აქტიურად იყო ჩართული და ადაპტაცია არსებულ სისტემასთან ძალიან სწრაფად მოხდა. Signify-ის ტექნიკური მხარე გამართულად მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერასაც ვღებულობთ. 

Signify-ს API წარმატებით დაინტეგრირდა DHL-ის შიდა სისტემასთან, რის შედეგადაც: 

  • ყველა მომხმარებელს, ვისაც დეკლარაციის ხელმოწერა სჭირდება, სისტემა ჯერ DHL-ის სახელით უგზავნის SMS შეტყობინებას, ხოლო შემდეგ - ფორმას ხელმოსაწერად. 
     
  • მომხმარებელი დისტანციურად აწერს ხელს დოკუმენტს, რის შემდეგაც კურიერი მიდის მისამართზე. 
     
  • ვინაიდან დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია, მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს სანდო პირი, ვისაც კურიერი ამანათს გადასცემს. 
     
  • ყველა ხელმოწერილი დოკუმენტი ავტომატურად არქივდება სისტემაში და მზად არის საბაჟოში წარსადგენად.

რა შეიცვალა ინტეგრაციის შემდეგ? 

დღეს დეკლარაციების ხელმოწერის პროცესი სრულად გაციფრულებულია და ავტომატიზებულია. ამ ცვლილებამ გავლენა მოახდინა როგორც შიდა ოპერაციებზე, ასევე მომხმარებელთა გამოცდილებაზე:

  • ფურცელზე ხელმოწერა, ბეჭდვა და ფიზიკური გაგზავნა წარსულს ჩაბარდა. 
  • კურიერის ვიზიტები გამარტივდა და შემცირდა შეკვეთების უკან დაბრუნების შემთხვევები. 
  • მომხმარებლებს მეტი მოქნილობა აქვთ - ხელმოწერა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს. 
  • გაიზარდა ჩაბარებული დეკლარაციების ყოველდღიური რაოდენობა. 
  • მნიშვნელოვნად შემცირდა დროითი და ფინანსური დანახარჯები. კლიენტის გამოცდილება გახდა სწრაფი, მოსახერხებელი და თანამედროვე.

Signify-ის ინტეგრაციამ პირდაპირ გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და კომპანიის ეფექტურობა, რაც DHL-ის გუნდის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

გაიგე მეტი Signify-ს პაკეტები შესახებ ამ ბმულზე

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ