დღეს, როცა ბაზარი უფრო კონკურენტულია, ვიდრე ოდესმე, ბიზნესის სისწრაფე და გამართულობა მთავარ უპირატესობად იქცევა.
წარმატება ხშირად იმ დეტალებზე დგას, რასაც ზოგჯერ ბევრი ვერც ამჩნევს - როგორ ორგანიზებულია შენი გუნდის სამუშაო, რამდენად დაცულია ინფორმაცია, როგორ ებმება ერთმანეთთან ცალკეული პროცესები ან რა სისწრაფით იღებენ თანამშრომლები გადაწყვეტილებებს.
გიზიარებთ 5 ხელსაწყოს, რომლებიც დაგეხმარება არა მხოლოდ პროცესების გამარტივებაში, არამედ შენი გუნდის ყოველი ნაბიჯი იქნება სწრაფი, გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული.
1. Signify - ციფრული დოკუმენტების მენეჯმენტი
თუ გინდა, რომ შენს ბიზნესის დოკუმენტებში ყველაფერი მოწესრიგებული და ციფრულად მართვადი იყოს, Signify პირველი ნაბიჯია.
დოკუმენტის ბეჭდვა, სკანირება და ხელით ხელმოწერა დღევანდელ რეალობაში დროის უაზრო ფლანგვაა. Signify გაძლევს შესაძლებლობას არამხოლოდ გააგზავნო, მოაწერინო და მოაწერო ხელი დოკუმენტებს დისტანციურად, არამედ შეინახო და დაახარისხო ისინი უფრო დაცულად რამდენიმე წამში. დახარისხება შეგიძლია გუნდების მიხედვით - წვდომას აძლევ ზუსტად იმ თანამშრომლებს, ვისთვისაც არის განკუთვნილი.
რაც მთავარია, Signify არ არის მხოლოდ იურისტებისთვის ან HR-ებისთვის - საქართველოში Signify-ს უკვე 700-ზე მეტი სხვადასხვა გუნდი იყენებს 500-ზე მეტ კომპანიაში.

2. Miro - საერთო ხედვა გუნდისთვის ერთ სივრცეში
Miro იდეალურია მაშინ, როცა გჭირდება გუნდთან ერთად ფიქრი, დაგეგმვა ან იდეების, პროცესებისა და პროექტის სტრუქტურის ვიზუალურად დანახვა. შეგიძლია გამოიყენო როგორც სტრატეგიული სესიებისთვის და მომხმარებლის გამოცდილების ვიზუალიზაციისთვის, ისე ოპერაციული ან IT დიაგრამებისთვის.
ყველაფერი რეალურ დროში განახლებადია, რაც თანამშრომლების ერთად მუშაობას ბევრად ეფექტურს ხდის. ინტეგრაცია Slack-თან, Google Drive-თან და სხვა სისტემებთან კი პროცესებს კიდევ უფრო ამარტივებს.
Miro გაძლევს ერთ სივრცეს, სადაც გუნდი ერთიან ხედვას უფრო მარტივად აყალიბებს, როგორც ვიზულაურად, ისე სიტყვებით.
დეტალებისთვის: Miro.com

3. Notion - პროცესებისა და დავალებების ორგანიზებისთვის
დაგვეთანხმები, კარგად დალაგებული სისტემა წარმატების ნახევარია. Notion საშუალებას გაძლევს ერთი პლატფორმით ჩაანაცვლო ბევრი ხელსაწყო: Confluence, Google Docs, Asana, Trello და სხვა, რომლებიც გეხმარებიან სამუშაო პროცესების აჩქარებასა თუ ორგანიზებაში.
Notion-ის დახმარებით, ერთიან სივრცეში გაქვს როგორც დავალებების მენეჯმენტის პლატფორმა, ისე დოკუმენტაციის (Wiki) სივრცე, ვებგვერდის შექმნის ფუნქცია და სხვა მრავალი ხელსაწყო.
დეტალებისთვის: Notion.com

4. Zapier - ავტომატიზაციების მართვა
ავტომატიზაციები თანდათან უფრო აქტუალურობას იძენს, რადგან რუტინულ საქმეებს მარტივად ანაცვლებ და დროს უფრო მნიშვნელოვან, სააზროვნო გადაწყვეტილებებს უთმობ.
თუ ამ გზას ირჩევ, Zapier შენი მეგობარი გახდება. ეს პლატფორმა საშუალებას გაძლევს ერთმანეთს დაუკავშირო ყოველდღიური აპები და შექმნა ავტომატური ნაკადები ისე, რომ შენ ჩარევა აღარ მოგიწიოს.
მაგალითად: Google Sheet შეგიძლია Signify-ის შაბლონთან ისე დააკავშირო, რომ როგორც კი ცხრილში რომელიმე ველს განაახლებ, Zapier ავტომატურად გამოიყენებს ამ მონაცემებს და გაგზავნის ხელშეკრულებას შესაბამის ადრესატთან.
სიჩქარე + სიზუსტე = მეტი დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის.
დეტალებისთვის: Zapier.com

5. KeePass - მარტივი და დაცული პაროლების მართვა
საიტებზე, სისტემებსა და პლატფორმებზე მუშაობისას პაროლების რაოდენობა სწრაფად იზრდება.
KeePass გეხმარება ყველა პაროლი ერთ ადგილას, დაცულად შეინახო - ისე, რომ აღარ გიწევს ყველაფრის დამახსოვრება ან სადღაც ფაილში შენახვა. ეს არის ღია კოდის მქონე უფასო პროგრამა, რომელიც შენს მონაცემებზე სრულ კონტროლს გაძლევს.
მარტივი ინტერფეისი, ძლიერი დაშიფვრა და სრული ავტონომიურობა - ყველაფერს ინახავ ლოკალურად, რაც დამატებით უსაფრთხოებას ნიშნავს.
დეტალებისთვის: Keepass.info

შეჯამება
წარმატება არ მოდის მხოლოდ დიდი ინვესტიციებით ან ათასობით თანამშრომლით. ის იწყება მაშინ, როცა ირჩევ ხელსაწყოებს, რომლებიც აჩქარებს ნაბიჯს, ამარტივებს პროცესს და გაძლევს თავისუფლებას, ფოკუსირდე მთავარზე.
გამოცადე Signify ახლავე და ნახე, როგორ შეიძლება ერთი ხელმოწერა იქცეს შენი პროგრესის დასაწყისად.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ

