Signify მიკრობანკ „კრისტალში“ - ციფრული ტრანსფორმაცია
წარმატების ისტორიებიმაისი 20, 2026
შიდა პროცესებისა და მომხმარებლის სერვისების გაციფრულება „კრისტალის“ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად ნერგავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მას, როგორც ტექნოლოგიურ ფინანსურ ორგანიზაციას, ბაზარზე პოზიციონირებაში ეხმარება. საბანკო ტრანსფორმაციის საპასუხისმგებლო ეტაპზე, „კრისტალმა“ გარემოზე ზრუნვა და ეფექტიანობის ზრდა ერთ პროექტში გააერთიანა და ციფრული ხელმოწერის პლატფორმა Signify დანერგა.
დანერგვის შესახებ კრისტალის საოპერაციო რისკების დირექტორს ნინო ფანჯიკიძეს ვესაუბრეთ
კონტექსტი და გამოწვევა: მზადება საბანკო ლიცენზიისთვის
2024 წელი „კრისტალისთვის“ გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა. კომპანია აქტიურად ემზადებოდა საბანკო ტრანსფორმაციისთვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასა და შიდა ოპერაციების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას მოითხოვდა.
ამ მასშტაბის ორგანიზაციაში, სადაც დოკუმენტბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით ფურცელს აერთიანებს, მატერიალური (ქაღალდის) ხელმოწერის პროცესი ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა.
ფიზიკური არქივის მართვა, დოკუმენტების კურიერით გზავნა და ხელმოწერების მოგროვება დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვდა. საჭირო იყო გადაწყვეტილება, რომელიც შიდა პროცესებს დააჩქარებდა და საოპერაციო რისკებს მინიმუმამდე დაიყვანდა.
გადაწყვეტილება: რატომ Signify?
არჩევანი Signify-ზე შეჩერდა, რადგან პლატფორმა სრულად პასუხობდა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და მოქნილობის მოთხოვნას. მიზანი იყო არა მხოლოდ „ფურცლების გაციფრულება“, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერი ადგილიდან, წამებში იქნებოდა შესაძლებელი.
დანერგვის პროცესი: შესყიდვებიდან ლიზინგამდე
ტრანსფორმაცია ეტაპობრივად წარიმართა, რამაც გუნდს ახალ ხელსაწყოსთან ადაპტაციის საშუალება მისცა:
შიდა რგოლი: პლატფორმა თავდაპირველად შესყიდვების მიმართულებით ამოქმედდა, რასაც მალევე ტალანტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი (HR) შეუერთდა.
ტექნიკური გამართვა: Signify-სა და „კრისტალის“ გუნდების კოლაბორაციით, API ინტეგრაციის მეშვეობით, პლატფორმა მოკლე დროში სინქრონიზდა კომპანიის შიდა პროგრამულ უზრუნველყოფასთან. ამან შესაძლებელი გახადა მონაცემების ავტომატური მიმოცვლა და პროცესების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
მომხმარებელზე გასვლა: ციფრული ხელმოწერა ლიზინგის მიმართულებაზეც გავრცელდა. სალიზინგო ოპერაციები სრულად გადავიდა ელექტრონულ ფორმატზე, რამაც მომხმარებელს საშუალება მისცა, დოკუმენტებზე ხელი მობილური ტელეფონით, ფილიალში მიუსვლელად მოეწერა.
შედეგები: ციფრებით გაზომილი ეფექტიანობა
Signify-ის დანერგვამ „კრისტალს“ კონკრეტული სარგებელი მოუტანა:
დროის დაზოგვა: თანამშრომლებს სრულად მოეხსნათ ფიზიკური ხელმოწერების მოკითხვის ტვირთი, რამაც მათი სამუშაო დრო უფრო პროდუქტიული ამოცანებისკენ მიმართა.
ხარჯების ოპტიმიზაცია: საგრძნობლად შემცირდა ქაღალდის, ბეჭდვისა და საკურიერო მომსახურების ხარჯები.
სისტემატიზაცია: ყველა დოკუმენტი თავმოყრილია ერთიან, დაცულ სივრცეში, სადაც არქივის მოძიება წამებშია შესაძლებელი.
მომხმარებლის კმაყოფილება: ლიზინგის მიმღებებისა და მომწოდებლებისთვის პროცესი გამარტივდა - სერვისის მიღება უკვე ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობითაა შესაძლებელი.
“Signify თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის, ასაკისა თუ პოზიციის თანამშრომლისთვის - დოკუმენტბრუნვა ყველასთვის მარტივი და ეფექტური გახდა.“
ნინო ფანჯიკიძე
საოპერაციო რისკების დირექტორი
ეკომეგობრული მომავალისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
„კრისტალისთვის“ ეს პროექტი მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე არ არის - ეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ქაღალდის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებით, კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი ყოველდღიური საქმიანობა ეკომეგობრულობისა და მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტებს ეფუძნება.