თუ მომხმარებელს პირველივე ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმებისას სირთულეს უქმნი - ეს უკვე დისკომფორტია. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მომსახურება თავიდანვე მოქნილი და კომფორტული ყოფილიყო
Countman არის ერთ-ერთი ლიდერი ბუღალტრული აუთსორს კომპანია საქართველოში, რომელიც უკვე წლებია მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსური პროცესების გამართვაში ეხმარება. კომპანიის მთავარი პრინციპია მოქნილობა - სერვისის ხარისხი და სისწრაფე უნდა შეესაბამებოდეს კლიენტის ყოველდღიურ საჭიროებებს.
ბუღალტრული მომსახურება დღეს მხოლოდ რიცხვების მართვა აღარ არის. ეს არის პარტნიორობა, სადაც თითოეული დოკუმენტი, ხელმოწერა და შეთანხმება პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნესის სისწრაფესა და წარმატებაზე. სწორედ ამიტომ, Countman-ისთვის პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია გახდა სტრატეგიული მიმართულება.

ამ ისტორიაში გაიგებ, როგორ შეცვალა Countman-ის სამუშაო პროცესი და როგორ გაამარტივა ხელშეკრულებების მართვა Signify-ს დანერგვამ. საკითხზე Countman-ის საოპერაციო დირექტორს - ირაკლი დათიშვილს ვესაუბრეთ.
გამოწვევა
Countman-ის ბიზნეს მოდელი ეფუძნება აუთსორს მომსახურებას რაც ნიშნავს, რომ თითოეული პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი, მარტივი და კომფორტული.
მთავარი დაბრკოლება ფიზიკური დოკუმენტების მართვა იყო:
- თითოეულ ბაინდერში ინახებოდა ასობით დოკუმენტი, რაც მოითხოვდა აღრიცხვას Excel-ფაილებში - რომელ ბაინდერში რა დოკუმენტი იყო.
- ერთი დოკუმენტის ძებნისას, გუნდი, ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, ყველა ბაინდერში ენახა - ძებნისას კი, საათები დაეკარგა
- ხელშეკრულების ფიზიკურად მომზადება იწვევდა პროცესის გაწელვას.
- დამატებით დრო და მასალა იხარჯებოდა დოკუმენტების ბეჭდვასა და სკანირებაზე.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ რთულდებოდა, როცა კლიენტი ქალაქგარეთ იყო ან დრო არ ჰქონდა ფიზიკური ხელმოწერისთვის. ხელმოწერის დაგვიანება კი ხშირად თავად პროექტის დაწყებას აჩერებდა.
გადაწყვეტილება
Countman-მა გადაწყვეტილება მიიღო, სრულად გადასულიყო ელექტრონულ ხელმოწერაზე, რაც გუნდს დაუყოვნებლივ დაეხმარა პროცესების აჩქარებაში.
სიგნიფაიზე რომ გადავედით, პირველივე გამოყენებაზე გახდა ნათელი, რამდენად მარტივია პროცესის მართვა. ხილულია, რამდენი რამის გაკეთება აღარ გიწევს
თავიდან ხელშეკრულებების ვადებს Excel-ით ვაკონტროლებდით - ცალკე სვეტები, თარიღები, ხელმოწერები... კონტრაქტ მენეჯმენტისთვის მაშინ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. Signify-ის ახალი ატრიბუტებით ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გადმოვიტანეთ. ახლა თითოეულ დოკუმენტს საკუთარი დეტალი აქვს - ვადები, ტიპი, პასუხისმგებელი პირი და არაფერი გვრჩება თვალს. უკვე არ გვჭირდება ცალკე Excel-ში კონტროლი.

ხშირად კლიენტთან პირველ შეხვედრაზევე ვთანხმდებოდით კონტრაქტზე, თუმცა ხელშეკრულება მაშინვე გამზადებული ფიზიკურად ვერ გვექნებოდა. საჭიროა მომზადება, კლიენტს კი ხელმოწერისთვის ზოგჯერ 2 კვირა სჭირდებოდა. Signify-ის შემდეგ ყველაფერი იმავე დღეს სრულდება - ვუგზავნით და მომენტალურად აწერენ ხელს.
შედეგი
Signify-ს დანერგვის შემდეგ გუნდი ყოველდღიურად გრძნობს, როგორ ამცირებს ტექნოლოგია დროს, როგორ ხდება დოკუმენტების კონტროლი გამჭვირვალე და როგორ უმჯობესდება მომსახურების ხარისხი ყოველდღიურად.
დღეს Countman-ის მომხმარებლები არიან მცირე და საშუალო ბიზნესები, სტარტაპები სხვადასხვა სექტორებდან: ბარები, რესტორნები, ღვინის მწარმოებლები,აგრო ბიზნესები და სხვა. ისინი პირველივე ნაბიჯებიდან უკვე იღებენ იმ გამოცდილებას, რაც მათ კომფორტსა და ნდობას აძლიერებს.
Signify-ზე გადასვლის შემდეგ ხვდები, რომ სხვა ეტაპზე გადადიხარ. პროცესშივე გრძნობ, რამდენად ეფექტურად მართავ დოკუმენტებთან დაკავშირებულ პროცესებს.
ციფრული ტრანსფორმაციის როლი
Signify-ს დანერგვამ Countman-ს აჩვენა, რომ დოკუმენტების მართვა შეიძლება არა მხოლოდ სწრაფი და დაცული, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ნაწილიც იყოს.
ელექტრონული ხელმოწერა მხოლოდ დროის დაზოგვა არ არის - ეს არის იმიჯის, სერვისის ხარისხისა და პროფესიონალიზმის განმტკიცება.
თუ შენც გსურს, რომ შენი გუნდი იმავე დღეს აგვარებდეს დოკუმენტურ საკითხებს, გაზარდო კლიენტის ნდობა და წარსულს ჩააბარო ბიუროკრატია.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ
