ხელშეკრულებების უმეტესი ნაწილი ფოსტით იგზავნებოდა მომხმარებლებთან, ხშირად კურიერებს ადრესატები არ ხვდებოდათ მითითებულ მისამართზე ან ხელმომწერი პირი აგვიანებდა დოკუმენტის უკან გამოგზავნას.
კომპანიის შესახებ
კავკასიის ავტოიმპორტი ყველაზე მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანია და უპრეცედენტო ლიდერია კავკასიის რეგიონში. კომპანიამ 17 წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში 200,000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია განახორციელა.
დღეს კომპანია 40-ზე მეტ ფილიალს ფლობს 5 სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყირგიზეთში.
გამოწვევა
კავკასიის ავტოიმპორტში ყოველთვიურად ათასობით ხელშეკრულება ფორმდება კომპანიის მომხმარებლებთან და დილერებთან, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მომხმარებლების 80% სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდა ოფისში მისვლას და დოკუმენტების ხელმოწერას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რამდენიმე ფილიალს ფლობს საქართველოს მასშტაბით, მაინც რთული იყო მთელი ქვეყნის დაფარვა.
ეს ყველაფერი ერთის მხრივ დაკავშირებული იყო ფინანსურ ხარჯებთან, ხოლო მეორე მხრივ დროში ძალიან აფერხებდა დაკონტრაქტების პროცესს. კომპანია ეძებდა გადაწყვეტას, რომელიც მარტივად მოაგვარებდა დოკუმენტის მომზადების, გაგზავნის, ხელმომწერი პირის იდენტიფიცირებისა და დაარქივების პროცესს.
გადაწყვეტა
Signify-ს ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმის საშუალებით მოხდა დაკონტრაქტების პროცესის სრული ავტომატიზაცია და გაციფრულება.
პროექტის ფარგლებში მოხდა კომპანიის შიდა სისტემის ინტეგრაცია Signify API-სთან. შედეგად, ავტოდილერების დაკონტრაქტების პროცესი იწყება და სრულდება კომპანიის ვებ-გვერდზე ისე, რომ მომხმარებელს არ უწევს გვერდის დატოვება.
მანქანის მყიდველების მხარეს კი მუშაობს მარტივი პროცესი: მომხმარებელი ელ. ფოსტის საშუალებით იღებს ხელმოწერის მოთხოვნას და შეუძლია ნებისმიერი მოწყობილობით, ნებისმიერი ადგილიდან მოაწეროს ხელი დოკუმენტს. ხელმოწერის დადასტურება ხდება ერთჯერადი SMS კოდის საშუალებით.
ამ ფორმით ხელმოწერილ დოკუმენტს, როგორც საქართველოს, ისე განვითარებული დასავლური ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, აქვს მტკიცებულების ძალა. Signify-ზე კი თითოეული დოკუმენტისთვის ავტომატურად იქმნება "მტკიცებულების რეპორტი", რომელიც შეიცავს ხელმოწერასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, როგორიცაა: ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, IP მისამართი, დრო და სხვა.
Signify დაგვეხმარა არა მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის გამარტივებაში, არამედ ამ ხელშეკრულების შენახვაში, დაარქივებასა და მოძიებაში.
აქამდე თუ საშუალოდ დღენახევარი სჭირდებოდა კონკრეტული ხელშეკრულების მოძებნას, Signify-ს დახმარებით სულ რამდენიმე წამში ვპოულობთ ნებისმიერ დოკუმენტს.
შედეგი
Signify-ს დანერგვიდან 3 თვეში ხელშეკრულების გაფორმების ხარჯები დაახლოებით 70%-ით შემცირდა. ამ პერიოდში 4,000-მდე უნიკალურმა ხელმომწერმა მოაწერა ხელი დისტანციურად. ნაცვლად რამდენიმე დღისა, დოკუმენტის ხელმოწერის დრო კი 37 წუთამდე შემცირდა.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ


