ლიბერთიმ ფილიალებში ხელმოწერის პადები დანერგა

წარმატების ისტორიებინოემბერი 5, 2024
ხელმოწერის პადები ლიბერთიში

ლიბერთიში ხელმოწერის პადები საპილოტე რეჟიმში გაეშვა. 6 ფილიალში, მათ შორის სათავო ოფისშიც, მომხმარებლები დღეს უკვე ქაღალდის ნაცვლად ხელს ელექტრონულად, პადზე აწერენ. საპილოტე პროექტის წარმატების შემთხვევაში, ლიბერთი მომსახურების პროცესიდან ფურცლების გაქრობას ყველა ფილიალში გეგმავს.

ხელმოწერის პადების დანერგვით ლიბერთიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიჯითალიზაციისკენ, რაც 21-ე საუკუნეში ყველა ბანკისთვის ძალიან მნიშნველოვანია. 

ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი, ინოვაციური ფორმატი მათთან ურთიერთობაში. ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს, რომ შევინახოთ ყველა ტრანზაქცია, დამოწმებული, უსაფრთხოდ, გრძელი ვადით ელექტრონულ არქივში.

author avatar
ვახტანგ ბაბუნაშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე, ფინანსური დირექტორი

ლიბერთი საქართველოში ყველაზე დიდი ქსელითაა წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკი,Signify-ს ხელმოწერის პადების დანერგვით, მომსახურების ხარისხის გაზრდას, პროცესების ასწრაფებასა და რიგების მაქსიმალურად განტვირთვას გეგმავს.

Signify პადები

ხელმოწერის პადი პლანშეტის მსგავსი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც შიდა საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირდება და დოკუმენტზე ხელმოწერას, ფურცლის ნაცვლად, ელექტრონულად აგროვებს.

გაიგე მეტი Signify-ს პადების შესახებ. თუ გსურს შენც გამოცადო Signify პადები კომპანიაში, ან გაქვს კითხვები - მოგვწერე: info@signify.ge ან მოითხოვე ზარი.

image

დაჯავშნე ინდივიდუალური დემო

ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება

დაიწყე პროცესების გაციფრულება

ჩანიშნე 1-1-ზე შეხვედრა

დაგვითმე 15 წუთი და გაჩვენებთ, როგორ ერგება Signify შენს ბიზნესპროცესებს

Georgia+995