Signify ნახევარ ფასად - Black Friday დაიწყო!

image

თუ ჯერ კიდევ არ იყენებ Signify-ს, ან ჩვენს უფასო, პერსონალურ პაკეტზე ხარ, ახლა გაქვს იდეალური შესაძლებლობა სრულად გააციფრულო შენი დოკუმენტბრუნვა ნახევარ ფასად. 

24 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე, გაიაქტიურე Signify წლიური პაკეტი 50%-იანი ფასდაკლებით და შეუერთდი 1000-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც დოკუმენტებს ციფრულად მართავენ.

რაზე ვრცელდება ფასდაკლება? 

  • 50%-იანი ფასდაკლება წლიურ Business და Business Pro პაკეტებზე 
  • 50%-იანი ფასდაკლება ახალი მომხმარებლის დამატებაზე 
image

რას გაძლევს Signify? 

Signify არის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს დოკუმენტების გაციფრულებით პროგრესის აჩქარებაში ეხმარება.

Signify-ით შეძლებ: 

  • მიიღო და გაგზავნო დოკუმენტები: ელფოსტით, სმს–ით ან პირდაპირ ლინკით 
  • შეინახო ისინი ერთიან ციფრულ საცავში დაახარისხო საქაღალდეები, მოაწყო და დააარქივო დოკუმენტები ისე, რომ არაფერი დაგეკარგოს 
  • ატვირთო და შეინახო Signify-ს გარეთ დოკუმენტები, მათ შორის ფურცლებსა თუ სხვადასხვა დრაივებზე არსებული 
  • შექმნა დოკუმენტის და პროცესების შაბლონები, რომლებიც საათობით სამუშაო დროს დაგიზოგავს 
  • გამოიყენო ავტომატური შეხსენებები, რომ ხელმოწერის პროცესი მალე დასრულდეს
  • იყო მშვიდად, რადგან ყველაფერი დაცულია და კონტროლის ქვეშ არის

ვის შეუძლია მონაწილეობა? 

  • თუ ჯერ არ ხარ Signify-ს მომხმარებელი და გსურს დოკუმენტების გაციფრულება, ბიზნეს და ბიზნეს პრო პაკეტებს 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
  • თუ უკვე იყენებ Signify-ს ბიზნეს ან ბიზნეს პრო პაკეტს, შეგიძლია დაამატო გუნდის ახალი წევრი ნახევარ ფასად 

👉 აქცია დასრულდება 1 დეკემბერს, ასე რომ პაკეტის შეძენა ამ თარიღამდე უნდა მოასწრო.

რატომ Signify? 

Signify-ზე ყოველთვიურად მილიონზე მეტი დოკუმენტი იგზავნება, რომელთა დიდი ნაწილი 1 დღეში იხურება. 

ეს ნიშნავს, ნაკლებ დაყოვნებას და მეტ მოქნილობას, დაზოგილ ფულზე რომ არაფერი ვთქვათ: ქაღალდი, პრინტერი, კურიერი, ფიზიკური არქივი - ყველაფერი მინიმუმამდე დადის. 

Signify-ს არ სჭირდება დანერგვა და ჩვენი გუნდი დაგეხმარება არსებული პროცესები გააციფრულო, რომ მისი გამოყენება მომენტალურად დაიწყო. 

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ