Swift Credit-მა Signify წარმატებულად დაინერგა

საფინანსო კომპანია Swift Credit-ი ციფრული ხელმოწერის პადებს იყენებს საკრედიტო ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე, რაც მომხმარებლებს ადგილზე მომსახურებას სწრაფად და მარტივად სთავაზობს. ციფრული ტრანსფორმაცია ამ ეტაპზე უკვე 4 ფილიალში წარმატებით განხორციელდა.

Swift Credit-ის ყოველდღიური ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი საკრედიტო დოკუმენტაციის დამუშავებას უკავშირდება. ხელმოწერის პადების დანერგვამდე დოკუმენტები სველი ხელმოწერით ფორმდებოდა ფურცლებზე, რასაც თან ახლდა დახარისხებისა და არქივაციის დამატებითი პროცედურები.

მომსახურების პროცესის გაუმჯობესების პარალელურად, გვქონდა ამოცანა
ოპერატორების საოპერაციო დროისა და რუტინული საქმის შემცირებისა, ასევე ელექტრონული არქივის ერთიანი სისტემის შექმნის.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფილიალები გაშლილია ქვეყნის მასშტაბით,
გვჭირდებოდა გადაწყვეტა, რომელიც ლოჯისტიკას გაგვიმარტივებდა და საოპერაციო პროცესების დროს შეამცირებდა.

author avatar
ანნა ახალბედაშვილი
საოპერაციო ხელმძღვანელი

აღნიშნული მიზნის შესასრულებლად კომპანიამ ფრონტ ოფისებში Signify-ს ხელმოწერის პადები დანერგა და მომსახურების დოკუმენტებზე ხელმოწერას ელექტრონულად იღებს, რის შემდეგაც დოკუმენტები არქივდება ციფრულ სივრცეში.

კომპანია Swift Credit-ი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9 ფილიალით თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. მისი ძირითადი საქმიანობა სალომბარდე სესხების გაცემაა, რომლებიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

Signify-ის შესახებ: აციფრულებს დოკუმენტებთან დაკავშირებულ პროცესებს და თანამშრომლობს კომპანიებთან განურჩევლად სფეროსა და ზომისა. პლატფორმაზე ყოველდღიურად იგზავნება ათასობით დოკუმენტი უსაფრთხოდ, სწრაფად და მარტივად. 

გსურს კომპანიის დოკუმენტბრუნვის გაციფრულება? გადახედე პაკეტებს 

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ