
შენი ყოველი ხელმოწერა წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ახლა უკვე შეგიძლია, Signify-ს გამოცდილება სხვასაც გაუზიარო და ამაში ორივემ სარგებელი მიიღოთ.
როგორ მუშაობს?
- აიღე კოდი: შედი Signify-ს პლატფორმაზე და მოძებნე შენი უნიკალური პრომო კოდი.
- გააზიარე: გაუგზავნე კოდი იმ ადამიანს, ვისაც პროცესების გამარტივება სჭირდება.
- მიიღეთ ბონუსი: როდესაც შენი მოწვეული კომპანია დარეგისტრირდება და შენი პრომო კოდის გამოყენებით წლიურ პაკეტს შეიძენს, საჩუქრები ორივესთვის გააქტიურდება.

ვინ რას იღებს?
- შენ: 200₾ ვაუჩერს Wolt-ზე ყოველ ახალ მოწვეულ კომპანიაზე.
- შენი პარტნიორი: 20%-იან ფასდაკლებას წლიურ პაკეტზე* (Business ან Business Pro).
*წლიური პაკეტის არჩევისას მომხმარებელი ისედაც იღებს 25%-იან ფასდაკლებას. შენი პრომო კოდის მითითებისას კი, ამას დაემატება კიდევ 20%. (გაითვალისწინე: ერთ ტრანზაქციაზე მხოლოდ ერთი კოდის გამოყენებაა შესაძლებელი, ამიტომ ის არ დაჯამდება სხვა დროებით აქციებთან, მაგალითად Black Friday-სთან).
*საჩუქარი გააქტიურდება მას შემდეგ, რაც ახალი მომხმარებელი წარმატებით დაასრულებს წლიური პაკეტის შეძენას.
მთავარი, რაც უნდა იცოდე:
- ვის შეუძლია ჩართვა: კოდის გასაზიარებლად აუცილებელია, უკვე გქონდეს Signify-ს აქტიური ფასიანი პაკეტი. შენი მოწვეული კომპანია კი სრულიად ახალი უნდა იყოს (აქამდე არ უნდა ჰქონდეს შეძენილი ჩვენი სერვისი).
- ულიმიტო გაზიარება: შენი პრომო კოდის გაზიარება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდა.
- როგორ გაიცემა ბონუსი: 200₾ ვაუჩერს მიიღებ ყოველ ჯერზე, როცა შენი კოდით Signify-ს ახალი კომპანია შემოუერთდება (საჩუქარი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული მათ მიერ დამატებული მომხმარებლების რაოდენობაზე).
ვაუჩერს მიიღებ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, Signify-ს პორტალში მითითებულ ელ-ფოსტაზე - სამართლიანი თამაში: კამპანია შექმნილია კეთილსინდისიერი გაზიარებისთვის. Signify იტოვებს უფლებას, გააუქმოს ბონუსი, თუ გამოვლინდება თაღლითობის, სისტემის ბოროტად გამოყენების მცდელობა.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ