
რა არის ახალი?
ბილინგი
Signify გადახდების ავტომატიზების პირველ ეტაპს იწყებს! შევქმენით ბილინგის გვერდი იმისთვის, რომ ერთ სივრცეში შეძლო სატარიფო გეგმის ცვლილება, ინვოისების ავტომატურად მიღება და Add-on-ების შეძენა!
მეორე ეტაპზე კი ბარათების დამატების შესაძლებლობაც გექნება, რაც ნიშნავს, რომ გამოწერის (subscription) საფასურის ჩამოჭრა ავტომატურად მოხდება.

ერთობლივი ხელმოწერა
თუკი რამოდენიმე დოკუმენტზე გაქვს ხოლმე ხელი მოსაწერი, საქმეს ერთობლივი ხელმოწერის ღილაკი გაგიმარტივებს.
შეგიძლია ერთდროულად მონიშნო რამოდენიმე ხელმოსაწერი დოკუმენტები და ერთი კლიკით მოაწერო მათ ხელი.

მობილურიდან გაგზავნა
Signify-ს პლატფორმის გამოყენება სმარტფონით კიდევ უფრო კომფორტული გახდა.
ამიერიდან დოკუმენტის ატვირთვა და გაგზავნა მობილურიდანაც შეგეძლება, ამასთანავე შაბლონებიც იქნება ხელმისაწვდომი.

დოკუმენტის სწრაფი ინიცირება
ახალი დოკუმენტის შექმნის ღილაკს ჩამოსაშლელი ველი გავუჩინეთ, რათა ინიცირების დროსვე გადაწყვიტო შაბლონს გამოიყენებ თუ ახლიდან შექმნი დოკუმენტს.
აქვე გავაჩინეთ Sign myself ფუნქციაც, რომ მარტივად ატვირთო და მოაწერო დოკუმენტს ხელი, როდესაც ხელმომწერი პირი მხოლოდ შენ ხარ.

ნაგვის ურნა
თუ დოკუმენტი შემთხვევით წაგეშალა, შეგიძლია აღარ ინერვიულო.
ნაგვის ურნაში წაშლილი დოკუმენტები 30 დღის განმავლობაში შეგენახება და მათი აღდგენა ამ პერიოდში შეგეძლება. 30 დღის გასვლის შემდეგ ისინი ავტომატურად წაიშლება.

სხვა სიახლეები
- თუ გჭრიდება, რომ შენმა თანამშრომლებმა შაბლონური დოკუმენტები ისე გააგზავნონ, რომ Signify-ზე არ დალოგინდნენ და ამასთან Signify-სთან თქვენი სისტემების ინტეგრაციას ვერ ახერხებთ - ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის შევქმენით Signify Print, რომელიც თქვენს სისტემაში დაემატება როგორც ჩვეულებრივი პრინტერი, თუმცა ბეჭდვის ნაცვლად Signify-ზე შექმნის დოკუმენტს.
- თუ გსურს თანამშრომლებს Signify-ს სისტემაში შესვლა მხოლოდ ოფისიდან შეეძლოთ, უკვე შეგიძლია შეზღუდო ან დაუშვა წვდომა გარკვეული IP მისამართებიდან.
- Zapier-თან ინტეგრაცია უკვე ხელმისაწვდომია! დღეიდან შეგიძლია Signify-ს დაკავშირება Zapier-ში ინტეგრირებულ 6000-ზე მეტ აპლიკაციასთან.
- ახლა უკვე ერთი გუნდის სივრციდან მეორეში შეგიძლია გადააკოპირო დოკუმენტები, შაბლონები და ფორმები.
- Signify-ზე ID ბარათით და კომპანიის ელ.შტამპით ხელმოწერა ამიერიდან MacOS-ზეცაა ხელმისაწვდომი.
