განახლებული ფუნქციონალი

აღმოაჩინე განახლებული ფუნქციონალი, რომელიც პროცესების ავტომატიზაციებში და კიდევ უფრო გამარტივებაში დაგეხმარება.

image

რა არის ახალი?

ფორმები

ფორმები ხელმისაწვდომი დაშაბლონებული დოკუმენტია, რომელიც შეგიძლია ვებ-გვერდზე ჩააშენო ან ბმულით გააზიარო. ბმულზე გადასვლისას ხელმომწერი თავად შეავსებს საჭირო ინფორმაციას, გაივლის იდენტიფიკაციას, შენ კი ავტომატურად მიიღებ ხელმოწერილ დოკუმენტს.

ფორმების საშუალებით შეძლებ ისეთი პროცესების ავტომატიზაციას, როგორიცაა შვებულების მოთხოვნა, შესყიდვის ინიცირება და ა.შ.

ფორმები ხელმისაწვდომია ბიზნეს პრო და ენტერპრაის პაკეტებისთვის.

image

გადამისამართება

გადამისამართება სასარგებლო ფუნქციონალია, თუ კომპანიაში, სადაც დოკუმენტს ხელმოსაწერად აგზავნი, ზუსტად არ იცი ხელმომწერი ვინ იქნება ან არ გაქვს მისი პირადი მონაცემები.

დოკუმენტის გაგზავნისას, მიმღებ პირს შეგეძლება ჩაურთო “გადამისამართების” შესაძლებლობა და შენი საკონტაქტო თავადვე შეავსებს ხელმომწერი პირის მონაცემებს და მას დაუფორვარდებს. შენ კი შეტყობინებას მიიღებ, თუ ამგვარი ქმედება განხორციელდა.

აღნიშნული ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს პრო და ენტერპრაის პაკეტებისთვის

image

ავტომატური ხელმოწერა

თუ შენს კომპანიაში ძალიან ბევრი დოკუმენტი გენერირდება, რაზეც საჭიროა შენი კომპანიის მხრიდან ხელმოწერა - ეს ფუნქციონალი შენთვისაა!

ავტომატური ხელმოწერის საშუალებით შეგიძლია ერთხელ დააკონფიგურირო და შემდეგ შენს დოკუმენტებზე, შენს მიერ განსაზღვრულ დროს და ადგილას ავტომატურად მოეწერება ხელი შენი კომპანიის სერტიფიკატით.

ავტომატური ხელმოწერა შეგიძლია როგორც ქართული ID ბარათით ან კომპანის ელ. შტამპის ბარათით (კვალიფიციური ელ. ხელმოწერა), ისე საერთაშორისო ხელმოწერის სერტიფიკატებით.

აღნიშნული ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ენტერპრაის პაკეტებისთვის.

image

მალე Zapier-ით ინტეგრაცია

Signify-ს API ინტეგრაციის გარდა, ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მალე Zapier-ით ინტეგრაციაც გახდება. 6000-ზე მეტი აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირებულია Zapier-თან, დეველოპერის ჩართულობის გარეშე შეგეძლება დააკავშირო Signify-სთან.

აღნიშნული ინტეგრაცია ხელმისაწვდომი იქნება ენტერპრაის პაკეტებისთვის.

image

სხვა განახლებები

  • დოკუმენტის გაზიარებას ახლა უკვე ბმულის საშუალებითაც შეძლებ, ეს ბმული შეგიძლია Messenger, Whatsapp ან სხვა ნებისმიერი არხით გაუზიარო მიმღებს
  • ვიდეო იდენტიფიკაციით ან ID ბარათით ხელმოწერის შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა და შესაძლებელია რამდენიმე ფაილის ან რამდენიმე ხელმოწერის ველის განთავსება
  • შესავსებ ველებში დაემატა კომპანიის შტამპის ველი
  • Google Chrome-ის საშუალებით უკვე შეგიძლია გადმოწერო და დააყენო Signify-ს ქრომის აპლიკაცია (PWA)
  • დაემატა ველების ავტო-განთავსება keyword-ით
  • და სხვა წვრილი გაუმჯობესებები.
image