
რა არის ახალი?
ბარათით გადახდები
Signify გადახდების ავტომატიზების მეორე ეტაპზეა. თუ შენ Signify ბიზნეს ან ბიზნეს პრო სატარიფო გეგმებს იყენებ, აღარ მოგიწევს გადასახადი თანხის ინვოისის საფუძველზე ხელით ჩარიცხვა.
ბილინგის დახმარებით უკვე შეგიძლია ბარათის მიბმა და გამოწერის (subscription) საფასურის ჩამოჭრა მოხდება ავტომატურად. შეგიძლია ნებისმიერი ბარათი გამოიყენო - გარდა საკრედიტო ბარათისა.

სწრაფი ნავიგაცია და გვერდების ნუმერაცია
გავამარტივეთ და ავასწრაფეთ შიდა ნავიგაციაც. დოკუმენტების შიდა გვერდებს კი დაემატა გვერდების ნუმერაცია.
თუკი ძველი დოკუმენტის მოძებნისას აქამდე უსასრულოდ უნდა გესქროლა და დალოდებოდი ყველა დოკუმენტის ჩატვირთვას, ახლა გვერდებზე განაწილებული დოკუმენტები წამში ჩაიტვირთება.

მოქმედების გზამკვლევი
ეს ფუნქციონალი დოკუმენტის მიმღებს ეხმარება დოკუმენტში შესავსები ველების მარტივად მოძებნაში.
ჩვენ მიერ შექმნილი მანიშნებელი ხელმომწერს თითოეულ ველზე ჰკარნახობს თუ რა მოქმედება უნდა შეასრულოს ხელმომწერმა და ამარტივებს როგორც ინფორმაციის შევსების, ასევე ხელმოწერის პროცესს.

ყველა გუნდის ღილაკი
თუკი რამოდენიმე გუნდი გაქვს, "ყველა გუნდის" ღილაკი ძალიან გაგიმარტივებს ახალი მომხმარებლისთვის გუნდებზე წვდომის მინიჭებას.
ახლა უკვე აღარ მოგიწევს მომხმარებელი სათითაოდ დაამატო შენს ყველა გუნდში. "ყველა გუნდის" მონიშვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად დაემატება აქამდე არსებულ და მომავალში შენს მიერ შექმნილ ნებისმიერ გუნდს.

განახლების შეტყობინება
პორტალზე შესვლისას ამიერიდან ფოფ-აფ შეტყობინება დაგხვდება, რომლის დახმარებითაც გაიგებ ინფორმაციას მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
