გაგიმარტივებს სრულ პროცესს
სწრაფი მომსახურება
Signify PAD-ით ციფრული დაკონტრაქტება 5-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე დოკუმენტების ბეჭდვისა და ფურცლებზე ხელმოწერები. Pad-ზე ხელმოწერილი დოკუმენტები კი ავტომატურად და დაცულად შეგენახება ქლაუდზე.
დაზოგილი ხარჯები
დაივიწყე დოკუმენტების მრავალსართულიანი დასტები. ფილიალებში დაკონტრაქტების გაციფრულებით დაზოგავ ფურცლის, ბეჭდვისა და საწყობის ხარჯებს.
თანამედროვე სერვისი
შენს კლიენტებს აღარ მოუწევთ ფურცლებთან გამკლავება, ხელმოწერილი დოკუმენტები ავტომატურად გაეგზავნებათ ელ. ფოსტაზე ან მობილურზე. ამავდროულად, Signify PAD-ებზე შეგიძლია დაიტანო ბრენდირებული კონტენტი და აქციო დაკონტრაქტება უნიკალურ გამოცდილებად.
დაცულად შენახული დოკუმენტები
უამრავი ბაინდერების და საწყობის ნაცვლად, ყველა შენი დოკუმენტი უსაფრთხოდ შეგენახება ქლაუდზე. საბუთებზე წვდომა გექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, თანაც დაიცავ ფიზიკური დაზიანებისაგან, დაკარგვისგან და უნებართვო პირებისგან.
ექსპერტიზებადი ხელმოწერა
ჩვენ Pad-ებზე ხელმოწერილი დოკუმენტები ბიომეტრიულია და ექსპერტიზებადია ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროსგან.