რა არის ფორმის ველები და როგორ გვიმარტივებს ცხოვრებას

image

ყოველდღიურად ასობით დოკუმენტი გაქვს გასაგზავნი, თუ თითო ოროლა, ფორმის ველები ცხოვრებას გაგიმარტივებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფორმის ველები შაბლონების გამოყენებასა და პროცესების ავტომატიზაციაში დაგეხმარება.

Რას ნიშნავს ფორმის ველები?

ფორმის ველები წარმოადგენს შესავსებ გრაფებს, რომლებიც შეგიძლია ხელით გადმოიტანო და განათავსო Signify-ზე ატვირთულ დოკუმენტში.

დოკუმენტის შაბლონების გამოყენება ასე უფრო გაგიმარტივდება. შაბლონებში ცვლად ინფორმაციას ყოველ ჯერზე ფორმის ველებით ამატებ და აგზავნი დოკუმენტებს სულ რამოდენიმე კლიკში. რაც მთავარია, აღარ დაგჭირდება, მიმღებს პირებს წინასწარ გამოართვა რეკვიზიტები, პირადი მონაცემები ან სხვა ინფორმაცია და ამით ყველასთვის დაზოგავ დროს (უფრო ნერვებს).

image

რა სახის ფორმის ველები არსებობს?

ფორმის ველები გამოგიჩნდება მას შემდეგ, რაც ატვირთავ Signify-ზე დოკუმენტს და მიუთითებ მიმღებ პირებს. თითოეული მიმღები პირისთვის გაჩნდება შესაბამისი ფორმის ველები. დოკუმენტში მიმღები პირებისთვის განკუთვნილი ველების ჩამატება ნიშნავს იმას, რომ ამ ველების შეუვსებლად ისინი დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერენ.

პლატფორმაზე შეგხვდება შემდეგი შინაარსის ფორმის ველები:

  • პერსონალური ინფორმაციის მატარებელი, როგორიცაა: პირადი ნომერი, პოზიცია, კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ
  • ასარჩევი ველი, იმისთვის, რომ შემვსებმა ჩამონათვალიდან აარჩიოს ერთი. მაგალითად რომელი დეპარტამენტის თანამშრომელია, ან რომელი სქესის წარმომადგენელი.
  • რადიო ღილაკი, რომელიც დოკუმენტში მოცემულ პუნქტს მონიშნავს ან დაეთანხმება. მაგალითად, ჩამონათვალიდან, რომელი საოფისე ტექნიკა დასჭირდება ახალ თანამშრომელს.
  • ფაილის მიმაგრების ველი, რომელიც მიმღებ პირს აძლევს საშუალებას ატვირთოს მოთხოვნილი ფაილი და ხელმოწერილ დოკუმენტთან ერთად გამოაგზავნოს.
  • ტექსტის ველი, რომელის დახმარებითაც, შეგიძლია შექმნა ნებისმიერი ტიპის ველი, რასაც ჩამონათვალში ვერ ნახავ. ძალიან მარტივია. უბრალოდ აიღებ ტექსტის ველს, დასვავ დოკუმენტში შესაბამის ადგილას და სახელს გადაარქმევ. მიმღებს ეცოდინება, რა უნდა შეავსოს მაგ ველში.
  • და სხვა.

დოკუმენტში ფორმის ველების ჩასმისას, შენ განსაზღვრავ მათი შევსება სავალდებულოა თუ არა. რაც მთავარია, მიმღებ პირებთან ერთად, შენც გექნება შენთვის განკუთვნილი ველები, რომ სურვილისამებრ შაბლონში თავად ჩაწერო ტექსტები.

ეს ვიდეო გაკვეთილი ჩაგიწერეთ, რათა თავად დარწმუნდე თუ რა მარტივია ფორმის ველების გამოყენება:

როგორ იხეირებ ფორმის ველებით?

გარდა იმისა, რომ ფორმის ველები შაბლონების სწრაფად გამოყენებაში გეხმარება, შეგიძლია ისინი პროცესების ავტომატიზაციისთვისაც გამოიყენო. აქ მცირე რაოდენიბის მაგალითებია, დანარჩენი კი შენი წარმოსახვისთვის მოგვინდია:

  • სწრაფი გაგზავნა: თუკი დოკუმენტის შაბლონში წინასწარ ჩასვავ შესაბამის ფორმის ველებს, შეგეძლება გამოიყენო სწრაფი გაგზავნის ფუნქციონალი. მაგალითად, როცა დაგჭირდება მიღება-ჩაბარების აქტის გაგზავნა: ირჩევ შებლონს და დოკუმენტის გაუხსნელად შეიყვან თანხას, თარიღს, მიმღებ პირს და გაუშვებ. სულ ეგაა. თუ საინტერესოდ ჟღერს, ამ ვიდეო გაკვეთილს უყურე.
  • სააპლიკაციო ფორმები: ვინაიდან, დოკუმენტის შაბლონში შეგიძლია გქონდეს ცვლადი ინფორმაციის ველები, ძალიან მარტივია შექმნა აპლიკაცია. მაგალითად, სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, შენსავე სააპლიკაციო ფორმაში შეავსებინო მონაწილეს პროდუქტის მახასიათებლები.
  • დოკუმენტის ფორმები: ფორმაც აპლიკაციას გავს, მაგრამ იმის მაგივრად რომ შემვსებ პირს შენ გაუგზავნო ხელმოსაწერად, შეგიძლია ფორმისთვის ლინკი დააგენერირო (ან QR კოდი) და სადმე საჯარო სივრცეში განათავსო. ასე, დოკუმენტის ინიცირება მოხდება მეორე პირის მიერ, შენ კი გამზადებული დოკუმენტები მოგივა. მაგალითად Signify-ს ოფისში, აღნიშნულ ფორმებს ვიყენებთ შვებულების განცხადებებისთვის. თუ გინდა შენც ნახე, როგორ გამოიყურება ჩვენი შვებულების ფორმა.

როგორც ხედავ, ფორმის ველების დახმარებით, ძალიან ვამარტივებთ დაკონტრაქტებას. ჩვენ გვესმის, რომ ყველა კომპანიაში სხვადასხვა პროცესებია, ამიტომ თუ კითხვები გექნება, ან გაგიჩნდება სურვილი, რომ ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ საინტერესო ავტომატიზაციები დაგვიკავშირდი: info@signify.ge.