
იქიდან გამომდინარე, რომ ფილიალები გვაქვს რეგიონების მასშტაბით, ინფორმაციის მიწოდება იყო ძალიან გართულებული, დროში გაჭიანურებული და ბევრი რისკის შემცველი, მათ შორის იყო კონფიდენციალობის დარღვევის რისკები.
„ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგია, რომელიც წიგნების მაღაზიათა ქსელის - „ბიბლუსის“ გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და „XS Toys“-ს, ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდ „კარტერსს“, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“.
ამ სტატიაში გაიგებთ რა გამოწვევების წინაშე იდგა ბიბლუსი ჯგუფის HR გუნდი, რატომ ვერ უმკლავდებოდა ამ გამოწვევებს კომპანიაში უკვე არსებული HR სოფტით და საბოლოოდ რა გამოსავალი ნახა პრობლემების გადასაჭრელად.
წარმოიდგინეთ 130 სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში, 700-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა ცვლაში მუშაობს - რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს HR პროცესები?!
იმის გამო, რომ კომპანიაში არსებული HR სოფტი მხოლოდ ადმინისტრაციულ მოდულს ფარავდა, კომპანია ვერ ახერხებდა HR პროცესების სრულად გაციფრულებას და ოპტიმიზაციას:
იქიდან გამომდინარე, რომ ფილიალები გვაქვს რეგიონების მასშტაბით, ინფორმაციის მიწოდება იყო ძალიან გართულებული, დროში გაჭიანურებული და ბევრი რისკის შემცველი, მათ შორის იყო კონფიდენციალობის დარღვევის რისკები.
კომპანიას სჭირდებოდა ისეთი HR სისტემა, რომელიც თანამშრომლებთან კუმუნიკაციასაც გაამარტივებდა და სრულად მოახდენდა HR პროცესების ავტოამატიზაციას, რომ გარკვეული HR პროცესები თავად თანამშრომლებსაც დაეინიცირებინათ (მაგ. თანამშრომლის დანიშნვის მოთხოვნა, შვებულების მოთხოვნა და ა.შ.).
პასუხი „ბიბლუსი ჯგუფის" გამოწვევებზე HR სისტემა OnDay იყო, რომელიც სულ რამოდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა და ცალკე მდგომი მიკროსისტემებით სრულად ერგება კომპანიების HR პროცესებს.
როგორც ხედავთ OnDay-ს ერთ ერთი მოდული დოკუმენტბრუნვაა, რომელიც საშუალებას იძლევა სოფტშივე დაინიცირდეს სხვადასხვა ტიპის განცხადებები, ბრძანებები და ა.შ. ეს დოკუმენტები ამავე სისტემაში გაივლის დადასტურების ეტაპებს და აფორმებს ავტომატურ „ოპერაციებს".
„ბიბლუსი ჯგუფიც" აქტიურად იყენებს OnDay-ს დოკუმენტბრუნვის მოდულს, თუმცა გარკვეული დოკუმენტებისთვის, კერძოდ ხელშეკრულების დადასტურებისთვის Signify-ს ინტეგრაციით სარგებლობს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადაწყვეტები შევქმნათ და სისტემაში ბიზნეს პროცესები ისე მოვაწყოთ, რომ შედეგის მისაღწევად HR-ის წარმომადგენელს მანუალურად ჩარევა არც ერთ ეტაპზე აღარ მოუწიოს.
Signify-სთან ინტეგრაციამ შესაძლებლობა მოგვცა დანიშვნის პროცესი ხელშეკრულების ხელმოწერის ჩათვლით სრულიად ავტომატიზირებულ, უწყვეტ, უმცირეს დროში შესრულებულ ერთიან პროცესად გვექცია.
Signify-ს ხელმოწერით დასადასტურებელი დოკუმენტი OnDay-ს სოფტშივე ინიცირდება და ხელმოწერის შემდეგ პროცესი ისევ Onday-ში აისახება, ისე, რომ ინიციატორს სივრცის დატოვება არ მოუწიოს.
Signify-ს ხელმოწერის ინტეგრაციამ OnDay-ს მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებელი შექმნა მტკიცებულების რეპორტის სახით.
Signify-ზე დოკუმენტის ხელმოწერისას გენერირდება მტკიცებულების რეპორტი. ეს რეპორტი დაგეხმარება დაადგინო:
ამის დადგენა კი იმ მონაცემების საფუძველზეა შესაძლებელი, რომელსაც Signify-ს სისტემა მტკიცებულების რეპორტში უყრის თავს:
„ბიბლუსი ჯგუფში" OnDay-ს სოფტის დანერგვას სულ რამოდენიმე თვეში შედეგები მოჰყვა:
ხელშეკრულბის ავტომატურმა დაგენერირებამ და ხელმოწერამ წუთნახევრამდე დაიყვანა რამდენიმე დღიანი/კვირიანი პროცესი.
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ