შაბლონის ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტებში
თუ ხშირად გიწევს ერთნაირი დოკუმენტების გაგზავნა ან მსგავსი პროცესის გაწერა ყოველ ჯერზე - შაბლონები დაგეხმარება დროის დაზოგვაში ⌛
Signify-ზე შეგიძლია დააშაბლონო არა მხოლოდ დოკუმენტი, არამედ მასთან დაკავშირებული პროცესი - ვისთან იგზავნება, რა მიმდევრობით, რომელი ავთენტიფიკაციის მეთოდით, რომელ საქაღალდეში ვინახავთ და ა.შ.
შაბლონის შექმნისას დოკუმენტის ატვირთვა სავალდებულო არ არის, შეგიძლია დაიმახსოვრო მხოლოდ პროცესი.
1. შაბლონის შექმნა
პლატფორმაზე იპოვე შაბლონები ნავიგაციის ბარში 👇
აირჩიე ღილაკი “+ ახალი შაბლონი” და ატვირთე ფაილი, რომლის დაშაბლონებაც გსურს.
გაითვალისწინე, რომ ფაილში ცარიელი სივრცეები დატოვო იმ ადგილებში, სადაც ცვლადი მონაცემები უნდა შეიყვანო ხოლმე. მაგალითად სერვისის საფასური, თარიღი, მიმღები კომპანიის რეკვიზიტები და ა.შ.
2. პროცესის გაწერა
ახლა შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო პროცესი:
მაგალითად, თუ იცი, რომ ამ დოკუმენტზე ყოველთვის გყავს ერთი და იგივე ხელმომწერი პირი (მაგალითად, შენი კომპანიის დირექტორი), მის მონაცემებს წინასწარ შეავსებ. ხოლო ცვალებად მიმღებებს ცარიელს დატოვებ, რომ შაბლონის გამოყენებისას შეავსო 👇
- მიუთითე მიმღები პირის სახელი და გვარი
- შეარჩიე გაგზავნის არხი* - მეილი, მობილური ან ბმული.
- აირჩიე მიმღების როლი
იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე მიმღები გყავს, დაამატე შემდეგი მიმღები შესამაბისი გაგზავნის მეთოდითა და როლით.
აქვე შეგიძლია დააშაბლონო დოკუმენტი, დოკუმენტში ჩასმული შესავსები ველები, გაზიარების არხები, მიმღების როლები, მიმღებთა მიმდევრობა, დამატებითი ავთენტიფიკაციის მეთოდები და მიმღების უფლებები.
3. შაბლონის პარამეტრები
👇სურათზე მონიშნულ ღილაკზე დაკლიკვით, გაიხსნება შაბლონის პარამეტრების ფანჯარა, სადაც შეგეძლება განსაზღვრო, როგორ მოხდება შაბლონის გამოყენება:
- გაგზავნა მოხდება ამ ფაილით, შესაბამისად გაგზავნისას შეავსებ მხოლოდ მიმღების მონაცემებს და ცვლადი ველების მნიშვნელობებს
- სხვა (მსგავსი) ფაილით - გაგზავნისას ყოველ ჯერზე უნდა ატვირთო სხვა (მსგავსი) ფაილი. შაბლონში ატვირთული ფაილი გამოიყენება მხოლოდ იმისათვის, რომ შესავსები ველები განათავსო საჭირო ადგილას
- შეზღუდო შაბლონისთვის სწრაფი გაგზავნის ფუნქციონალი
შაბლონის პარამეტრების დამახსოვრებისთვის დააჭირე ღილაკს "შენახვა". შემდეგი ეტაპია დოკუმენტში შესავსები ველების ჩასმა, ამისათვის დააკლიკე ღილაკს „შემდეგი".
4. დოკუმენტის მომზადება
თუ დოკუმენტში გაქვს ცვალებადი ინფორმაცია, ამისთვის, წინასწარ უნდა დატოვო ცარიელი ადგილები. მასში ინფორმაციის დატანას კი შესავსები ველებით შეძლებ.
5. შაბლონის დასრულება
შესავსები ველების ჩასმის შემდეგ, პირდაპირ შეგიძლია დაიმახსოვრო შაბლონი, ღილაკზე დაჭერით 👇
ან გადახვიდე შემდეგ გვერდზე და შეცვალო მეტი დეტალი:
- დოკუმენტის სახელი
- შეტყობინების ენა
- შეტყობინების ტექსტი
- აირჩიე პირადი სახელით გაიგზავნოს თუ კომპანიის

- მიუთითე რამდენ ხანს უნდა იყოს აქტიური დოკუმენტი მიმღებთათვის. სისტემაში სტანდარტული წვდომის პერიოდი 90 დღეა, რომლის შეცვლაც შეგიძლია თითოეული დოკუმენტის გაგზავნის წინ ინდივიდუალურად, ან შაბლონში დაამახსოვრებინებ.
- შეცვალე შემახსენებელი შეტყობინებების პერიოდები
- დოკუმენტების დახარისხებისთვის, აქვე შეგიძლია მიუთითო, რომელ საქაღალდეში შეინახოს დოკუმენტი და რა ტეგი მიენიჭოს.
ინფორმაციის შევსების შემდეგ დააჭირე ღილაკს - "შემდეგი" პლატფორმა შაბლონისთვის სახელის დარქმევას მოგთხოვს. აქვე შეგიძლია შაბლონის აღწერის მცირე ტექსტიც მიუთითო და შეინახო.

თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ