გაგზავნე დოკუმენტი ხელმოსაწერად, დოკუმენტის გაუხსნელად

"სწრაფი გაგზავნის" ფუნქციონალის დახმარებით, აღარ მოგიწევს სრული პროცესის გავლა და დოკუმენტს გახსნის გარეშე, რამოდენიმე კლიკში გაგზავნი.

ამისთვის კი საჭიროა გქონდეს დამახსოვრებული დოკუმენტის შაბლონი.

1. შაბლონის არჩევა

სწრაფი გაგზავნის დოკუმენტი უნდა გააგზავნო შაბლონის გამოყენებით:

  1. დააჭირე ღილაკს ახალი დოკუმენტი. დოკუმენტის შერჩევის ეტაპზე პლატფორმა თვითონვე შემოგთავაზებს დამახსოვრებულ შაბლონებს და კიდევ ერთი კლიკით აირჩევ სასურველს.
image

2. ან, დააკლიკე ახალი დოკუმენტი-ის ღილაკის მარჯვენა კუთხეში არსებულ ჩამოსაშლელ ისარს, შემდეგ შაბლონის გამოყენებას და აირჩევ სასურველ შაბლონს.

image

3. ან, გადადი შაბლონების გვერდზე, სასურველ შაბლონთან ჩამოშალე 3 წერტილი და დააკლიკე გამოყენებას.

image

ამ ეტაპზე გააქტიურდება სწრაფი გაგზავნის რეჟიმი და პლატფორმა გამოიტანს ფოფ-აფ ფანჯარას. დოკუმენტის გაუხსნელად, ფანჯარაშივე შეავსებ ცვლად ინფორმაციას და გაგზავნი დოკუმენტს ხელმოსაწერად.

image

რადგან პროცესი შაბლონში წინასწარ არის გაწერილი, პლატფორმა მხოლოდ ცვლადი მონაცემების შევსებას მოგთხოვს.

თუმცა, თუ დოკუმენტის რედაქტირება დაგჭირდება, სწრაფი გაგზავნის რეჟიმიდან შეგიძლია გამოხვიდე, დააჭირო რედაქტირების რეჟიმს და შაბლონში დამატებითი ცვლილებები შეიტანო გაგზავნამდე.

2. მიმღებთა განსაზღვრა

შაბლონში დამახსოვრებული მიმღებებთა სახელები, საკონტაქტო ინფორმაცია, მათი როლები და დოკუმენტის გაზიარების არხები ფოფ-აფ ფანჯარაში შევსებული დაგხვდება.

აქვე შეგიძლია მათი რედაქტირება/შევსება.

image

3. გამგზავნის ველების შევსება

იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნის ველები გაქვს ჩასმული დოკუმენტის შაბლონში, მათი შევსება აქვე შეგიძლია, დოკუმენტის გახსნის გარეშე 👇

image

შესავსები ველების შეყვანის შემდეგ დააჭირე “გაგზავნას”.

სულ ეს არის! დოკუმენტი გაგზავნილია ✉️

4. სწრაფი გაგზავნის გათიშვა შაბლონიდან

თუ სწრაფი გაგზავნით გსურს სარგებლობა, მაგრამ შაბლონის არჩევისას პლატფორმა არ აგდებს ფოფ-აფ ფანჯარას და პირდაპირ რედაქტირების რეჟიმზე გადაყავხარ, სავადაუდოდ, არჩეულ შაბლონში სწრაფი გაგზავნის ფუნქციონალი გამორთულია.

ყველა შაბლონს სტანდარტულად ჩართული აქვს სწრაფი გაგზავნის ფუნქციონალი, თუმცა მისი გათიშვა-ჩართვა შესაძლებელია შაბლონის პარამეტრებიდან.

image

თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ