გააგზავნე დოკუმენტი ხელმოსაწერად Signify-ზე

Signify-ს გამოყენებით ნებისმიერ დოკუმენტზე ხელმოწერის მიღება რამდენიმე ნაბიჯში შეგიძლია.

1. დოკუმენტის შექმნა

  • გაიარე ავტორიზაცია და შედი პორტალზე
  • მარჯვენა ზედა კუთხეში მოძებნე ღილაკი “ახალი დოკუმენტი
image
  • ატვირთე დოკუმენტი, რომლის ხელმოსაწერად გაგზავნა გსურს
image

შეგიძლია ატვირთო ყველა გავრცელებული ფორმატის დოკუმენტი (doc, pdf, jpg...), სისტემა მათ ავტომატურად დააკონვერტირებს pdf ფორმატში. ჯერ-ჯერობით შეზღუდულია excel-ი. ფაილის მაქსიმალური დასაშვები ზომა - 25MB.

2. მიმღების დამატება

  1. მიუთითე მიმღები პირის სახელი და გვარი
  2. შეარჩიე გაგზავნის მეთოდი - მეილი, მობილური ან ბმული. შესაბამისად, მიუთითე მიმღების მობილურის ნომერი ან მეილის მისამართი
  3. აირჩიე მიმღების როლი* . იმ შემთხვევაში, თუ რამოდენიმე მიმღები გყავს, დაამატე შემდეგი მიმღები შესამაბისი გაგზავნის მეთოდითა და როლით
image

3. როლის განსაზღვრა

თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია აირჩიო შემდეგი 6 როლიდან ერთ-ერთი: ხელმომწერი, დამდასტურებელი, ასლის მიმღები, ხელმოწერის მოწმე, გადამისამართება, ავტომატური ხელმომწერი.

გაიგე როლების შესახებ უფრო ვრცლად.

მიმღებთა როლები შეზღუდულია პაკეტების მიხედვით:

  • ხელმომწერი და ასლის მიმღები შედის ყველა პაკეტში
  • დამდასტურებელი, ხელმოწერის მოწმე და გადამისამართება - ბიზნეს პროსა და ენტერპრაიზ პაკეტებში
  • ავტომატური ხელმომწერი მხოლოდ ენტერპრაიზ პაკეტში შედის

4. გაზიარების ტიპი

თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია განსაზღვრო დოკუმენტის გაგზავნის არხი: 
 

  • ელ-ფოსტით - დოკუმენტის ლინკი ეგზავნება ელ.ფოსტაზე, საიდანაც შეეძლება მისი გახსნა და ქმედების შესრულება
  • SMS ლინკით - დოკუმენტის ლინკი ეგზავნება Sms-ით, საიდანაც შეეძლება მისი გახსნა და ქმედების შესრულება
  • ბმულით - დოკუმენტის გამზადებისას გენერირდება ბმული, რომელსაც პირდაპირ, სასურველი გზით გაუზიარებ დოკუმენტის მიმღებს (WhatsApp, messenger და სხვა.)
image

გაზიარების ტიპები შეზღუდულია პაკეტების მიხედვით:

  • ელ-ფოსტით გაგზავნა შედის ყველა პაკეტში
  • SMS ლინკით გაგზავნა - ბიზნეს პროსა და ენტერპრაის პაკეტებში
  • ბმულით გაზიარება - მხოლოდ ენტერპრაიზ პაკეტში

5. მიმღებთა მიმდევრობა

თუ დოკუმენტს ერთზე მეტი მიმღები ყავს:

  • სტანდარტულად, დოკუმენტი გაიგზავნება ყველა მიმღებთან ერთდროულად
  • ან მონიშნე "მიმდევრობა" თუ გსურს, რომ მიმღებებს განუსაზღვრო რა რიგითობით მიუვიდეთ დოკუმენტი. ამ შემთხვევაში, დოკუმენტი გაიგზავნება მიმღებთან მხოლოდ მაშინ, როდესაც მის წინ მყოფი მიმღები დაასრულებს თავის ქმედებას.
image

6. მიმღების უფლებები

შეგიძლია კონკრეტული მიმღებისთვის სასურველი უფლებების განსაზღვრა: შეეძლება თუ არა დასრულებული დოკუმენტის და მტკიცებულების რეპორტის ჩამოტვირთვა, გადამისამართება, კომენტარის დამატება და ა.შ. გაიგე მიმღების უფლებებზე დეტალურად.

image

7. ავთენტიფიკაცია

დამატებითი უსაფრთხოებისთვის შესაძლებელია ავთენტიფიკაციის მეთოდის გააქტიურება დოკუმენტის გახსნისას ან ხელმოწერისას. მიმღებს შეგიძლია ჩაურთო ავთენტიფიკაციის შემდეგი მეთოდები:

  • SMS კოდით - მობილურის ნომერზე გაეგზავნოს ერთჯერადი ოთხნიშნა კოდი. კოდის შეყვანის გარეშე, მიმღები ვერ განახორციელებს დოკუმენტზე ქმედებას
  • ვიდეო იდენტიფიკაცია - ვიდეო სელფით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანერებით გაიაროს ვერიფიკაცია
  • კვალიფიციური ელ. ხელმოწერა - ხელი მოაწეროს ID ბარათით ან კომპანიის ელ. შტამპით, სპეციალური ბარათის წამკითხველის გამოყენებით
  • პაროლი - დოკუმენტის გახსნისას, მიმღებმა შეიყვანოს პაროლი
image

ავთენტიფიკაციის მეთოდის არჩევა არის ნებაყოფლობითი. ერთზე მეტი მეთოდის მონიშვნისას, მიმღები თავად ირჩევს, რომელი გზით გაიაროს ავთენტიფიკაცია.

ავტენტიფიკაციის მეთოდის შერჩევისას შეგიძლია მიუთითო, როდის გაატაროს პლატფორმამ ავთენტიფიკაცია: დოკუმენტის გახსნისას, თუ ხელმოწერისას.

image

8. ველების დამატება

  • მიმღებების დამატებისა და სასურველი პარამეტრების შენახვის შემდეგ დააკლიკე ღილაკს - შემდეგი
  • დაამატე სასურველი შესავსები ველი დოკუმენტის შესაბამის ნაწილში
  • მაუსით აირჩიე მიმღები, შემდეგ ველი და დასვი შესაბამის ადგილას
image

გაეცანი შესავსებ ველებს უფრო დეტალურად.

პერსონალური და ბიზნეს სატარიფო გეგმის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ხელმოწერის ველი.

დამატებითი ველების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.

9. დამატებითი პარამეტრები

ველების დამატების შემდეგ, შეგიძლია პირდაპირ გაგზავნო დოკუმენტი

image

ან გადახვიდე შემდეგ გვერდზე და შეცვალო მეტი დეტალი:

  • შეცვალე დოკუმენტის სახელი,
  • შეტყობინების ენა და
  • ტექსტი
image
  • აირჩიე პირადი სახელით გაიგზავნოს თუ კომპანიის
image

მიუთითე რამდენ ხანს უნდა იყოს აქტიური დოკუმენტი მიმღებთათვის. სისტემაში სტანდარტული წვდომის პერიოდი 90 დღეა, რომლის შეცვლაც შეგიძლია თითოეული დოკუმენტის გაგზავნის წინ ინდივიდუალურად, ან შაბლონში დაამახსოვრებინებ.

image

ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ დოკუმენტზე დამატებულმა მიმღებებმა ქმედება არ დაასრულეს, ის გაუქმდება და ლინკი აღარ იქნება ხელმისაწვდომი.

  • შეცვალე შემახსენებელი შეტყობინებების პერიოდები.
  • დოკუმენტების დახარისხებისთვის, აქვე შეგიძლია მიუთითო, რომელ საქაღალდეში შეინახოს დოკუმენტი და რა ტეგი მიენიჭოს.
image

საქაღალდეებისა და ტეგების ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტებში.

ინფორმაციის შევსების შემდეგ დააჭირე ღილაკს - გაგზავნა!

image

სულ ეს არის! შენი დოკუმენტი ხელმოსაწერად გაგზავნილია 🎉 

გაეცანი შემდეგ საკითხს: შაბლონების მომზადება

თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ