შესავსები ველები დოკუმენტში ცვლადი ინფორმაციის შესაყვანად გამოგადგება

შესავსები ველები საშუალებას მოგცემს გამოიყენო ერთი და იგივე დოკუმენტი, ხოლო ცვლადი ინფორმაცია პლატფორმაზევე შეიყვანო ხოლმე.

ამისთვის, წინასწარ უნდა გამოტოვო დოკუმენტში ის ადგილები, რომელიც გსურს, რომ ცვალდი იყოს. ატვირთავ ასეთ დოკუმენტს Signify-ზე და ცარიელი ადგილების ნაცვლად ჩასვამ შესავსებ ველებს. თუ ასეთ დოკუმენტს დააშაბლონებ, ყოველ ჯერზე მხოლოდ ცვლად ველებს შეავსებ.

შესავსები ველები ორგვარია, გამგზავნის და მიმღების.

  • გამგზავნის ველებში ინფორმაცია თავად შეგყავს
  • მიმღების ველებით კი მიმღებს უსაზღვრავ შესავსებ ველებს
image

შესავსები ველების ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ პაკეტებში

1. გამგზავნის ველები

თუ დოკუმენტის ინიციატორი ხარ და გჭირდება დოკუმენტში ინფორმაციის შევსება, ამაში გამგზავნის ველები დაგეხმარება.

თუ შაბლონში გამგზავნის ველებს ჩასვამ და დაიმახსოვრებ, დოკუმენტის გაგზავნისას პლატფორმა ამ ველებს შენ შეგავსებინებს.

image

გამგზავნის ველები განსაკუთრებით გამოგადგება დაშაბლონებულ დოკუმენტებზე სწრაფი გაგზავნისას.

2. მიმღების ველები

თუ გჭირდება რომ მიმღებმა ხელმოწერის გარდა სხვა ინფორმაციაც შეავსოს დოკუმენტში, ამაში მიმღების ველები დაგეხმარება.

  • ყველა მიმღებს აქვს თავისი შესავსები ველები და მათ ფერების მიხედვითაც მარტივად განასხვავებ
  • იმის მიხედვით, თუ ვინ უნდა შეავსოს ინფორმაცია, უნდა აირჩიო შესაბამისი მიმღების ველები
image

მიმღებები ერთმანეთის ველებთან ინტერაქციას ვერ შეძლებენ, რადგან პლატფორმა მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ველებს შეავსებინებს.

3. ველის გადმოტანა

იმისთვის, რომ დოკუმენტზე გადაიტანო, დააჭირე შესაბამის ველს და დასვი სასურველ ადგილას 👇

image

დოკუმენტში ჩასმული ველები შეგიძლია მარტივად გადაადგილო ან შეუცვალო ზომა, ქვედა მარჯვენა კუთხის მოქაჩვით.

4. ველის პარამეტრები

ყველა ველს აქვს გარკვეული პარამეტრები, რომლის ცვლილებაც შეგიძლია. ამისთვის, დააჭირე სასურველ ველს და მარჯვენა მხარეს იხილე ველის პარამეტრები 👇

4.1. ველის დეტალები

  1. განკუთვნილია - შეგიძლია შეცვალო რომელი მიმღებისთვის არის ველი განკუთვნილი
  2. ველის სახელი - ნებისმიერ ველს სურვილისალებრ შეგიძლია შეუცვალო დასახელება, რომ მიანიშნო მიმღებს, რა უნდა ჩაწეროს
  3. ველის კოდი - ველის კოდის ცვლილება დაგეხმარება იმაში, რომ დოკუმენტების ექსპორტისას CSV ფაილში მარტივად შეძლო ველების მნიშვნელობების მოძიება
  4. სავალდებულოა - ველის მონიშვნით შეგიძლია აირჩიო, ველის შევსება სავალდებულო იქნება თუ არა
image

4.2. ფორმატირება

საშუალებას გაძლევს აირჩიო ფონტის ზომა და ფერი

image

4.3. ველების ვალიდაცია

მეტ კონტროლს გაძლევს იმაზე, თუ რისი ჩაწერის უფლება აქვს შემვსებს. მაგ. შეგიძლია შეზღუდო მინიმალური და მაქსიმალური სიმბოლოების რაოდენობა, მხოლოდ რიცხვების ჩაწერის უფლება ქონდეთ თუ ასოების, მაქსიმუმ რა მნიშნველობის რიცხვის შეყვანა შეუძლია მიმღებს და ა.შ.

4.3.1. ვალიდაციის ტიპები

  • მხოლოდ ციფრები - მიმღები მხოლოდ ციფრების ჩაწერას შეძლებს. ასევე, ვალიდაციის ამ ტიპით შეგიძლია შეზღუდო მინ. და მაქს. სიმბოლოების რაოდენობა
  • ელ. ფოსტა - მხოლოდ ელ. ფოსტის ფორმატით შეძლებს ინფორმაციის შეყვანას - name@company.com
  • მობ. ნომერი - დაავალდებულებს მობილური ნომრის ფორმატის დაცვას და თუ მიმღებს საერთაშორისო ნომერი აქვს, მოსთხოვს ქვეყნის კოდის დამატებასაც
  • მორგებული (RegEx) - თუ მზა ველებში ვერ ნახე სასურველი ფორმატი, შეგიძლია მორგებული რეგექსი გამოიყენო
image

*მაგ. რეგექსით ^[a-zA-Z]*$ - დასაშვები იქნება მხოლოდ ლათინური ასოები. ასევე აუცილებელია შეიყვანოთ ველის მინიშნებაც, რომ შემვსები მიხვდეს, რა ფორმატით შეიყვანოს ტექსტი.

4.4. ველის ზომის კონფიგურაცია

შეგიძლია რიცხვებით აკონტროლო ველის სიგანე და სიმაღლე.

image

4.5. ველის ლოკაცია

შეგიძლია რიცხვებით აკონტროლო ველის ლოკაცია. ასევე, თუ რომელ გვერდზე განთავსდება.

ავტო-განთავსებით შეგიძლია ველი დოკუმენტის ბოლო გვერდზე განათავსო.

ხელმოწერის ველის შემთხვევაში, ავტო-განთავსება ხდება საკვანძო სიტყვითაც.

საკვანძო სიტყვით ავტო-განთავსება გამოგადგება შაბლონის გამოყენებისას, განსაკუთრებით სხვა (მსგავსი) ფაილით გაგზავნისას.

image

5. ველების შინაარსი

ხშირად გამოყენებული ველები, როგორიცაა სახელი, ელ. ფოსტა, პირადი ნომერი და ა.შ. - ცალკე ველებად გვაქვს გამოყოფილი.

უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნას - ისინი უბრალოდ ტექსტური ველებია, შესაბამი სახელებითა და ვალიდაციებით.

თუ ვერ ნახავ სასურველი დასახელების ველს, შეგიძლია “ტექსტის” ველი გამოიყენო და სასურველი სახელი დაარქვა ველის პარამეტრებიდან.

5.1. ხელმოწერის ველი

ხელმოწერის ველი დოკუმენტში უნდა დასვა ყველა ხელმომწერი მიმღებისთვის, დამდასტურებლისთვის. ასლის მიმღებისთვის ან გადამისამართების როლის მქონე პირებისთვის, ხელმოწერის ველის დასმა არ ხდება.

პარამეტრებიდან ხელმოწერის ველს შეგიძლია:

  • შეუცვალო ველის კოდი, მიმღები პირი, ზომა და ლოკაცია. 
  • ლოკაციაში შეგიძლია მონიშნო ავტო-განთავსება ბოლო გვერდზე ან საკვანძო სიტყვით.
image

5.2. თარიღი

თარიღის ჩასმით, მიმღები პირი კალენდარზე მარტივად მონიშნავს თარიღს. პარამეტრებიდან თარიღის ველს შეგიძლია:

  • გაუკეთო მომავლის ან წარსულის თარიღის ვალიდაცია
  • შეუცვალო ველის კოდი, მიმღები პირი, ზომა და ლოკაცია. 
  • ლოკაციაში შეგიძლია მონიშნო ავტო-განთავსება ბოლო გვერდზე.
image

5.3. ხელმოწერის თარიღი

ავტომატურად ჯდება ხელმოწერის თარიღი იმ მიმღებისთვის, ვისთვისაც განკუთვნილია ეს ველი. ამ ველის მნიშნველობას მიმღები ვერ შეცვლის. პარამეტრებიდან ხელმოწერის თარიღის ველს შეგიძლია:

  • შეუცვალო ველის კოდი, მიმღები პირი, ზომა და ლოკაცია.
  • ლოკაციაში შეგიძლია მონიშნო ავტო-განთავსება ბოლო გვერდზე

გაითვალისწინე, ხელმოწერის თარიღი იგივე ფუნქციას ასრულებს დამდასტურებლებისთვისაც.

5.4. ასარჩევი ველი

თითოეული მიმღებისთვის შეგიძლია ჩასვა ასარჩევი ველი, რომელიც მიმღებს შენ მიერ გაწერილი ვარიანტებიდან ერთს აარჩევინებს.

image

პარამეტრებიდან ასარჩევ ველს შეგიძლია:

  • შეუცვალო ველის კოდი, მიმღები პირი, ზომა და ლოკაცია.
  • ლოკაციაში შეგიძლია მონიშნო ავტო-განთავსება ბოლო გვერდზე.

5.5. რადიო ღილაკი

რადიო ღილაკი მიმღებს საშუალებას აძლევს აირჩიოს შენ მიერ შეთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთი. ასარჩევი ველისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, ვარიანტები დოკუმენტის ტექსტის ნაწილია.

ღილაკების დამატებისას გაითვალისწინე: დოკუმენტში შეგიძლია რამოდენიმე ჯგუფის რადიო ღილაკების ჩასმა. ღილაკების ჯგუფში გაერთიანება პლატფორმას კარნახობს, რა კონკრეტულ სიმრავლეზე ვრცელდება 1 ვარიანტის არჩევა.

image

ჯგუფში გასაერთიანებლად, მონიშნე დოკუმენტში ჩასმული ღილაკები, შემდეგ, ველის პარამეტრებში ჩამოშალე “რადიო ღილაკის ჯგუფი” და აირჩიე ჯგუფი.

5.6. მოსანიშნი ველი

მოსანიშნი ველი (იგივე checkbox-ი), საშუალებას გაძლევს ერთდროულად მოინიშნოს რამდენიმე ვარიანტი. ისინიც ერთმანეთთან ჯგუფურად დაკავშირებული ველებია და რადიო ღილაკების ანალოგიურად, მოსანიშნი ველებიც შეგიძლია ჯგუფებში გააერთიანო. 

image

ველის პარამეტრებიდან, შეგიძლია დააყენო ვალიდაცია, რითიც განსაზღვრავ, რამდენი ვარიანტის მონიშნვა შეეძლება მიმღებს 👇

image

5.7. შტამპი

ამ ველით შეგიძლია განსაზღვრო შტამპის/ბეჭდის ასატვირთი ველი და ზომა, რომელიც ვიზუალურად გამოჩნდება დოკუმენტზე.

image

5.8. მიმაგრებული ფაილი

ამ ველით შეძლებ დოკუმენტში განსაზღვრო დამატებითი ფაილის ასატვირთი ადგილი, როგორც მიმღებისვთვის, ასევე შენთვის, როგორც ინიციატორისთვის.

მაგალითად, შეგიძლია გაგზავნამდე დოკუმენტს დაურთო ინვოისი, მიღება-ჩაბარების გაფორმების დროს, მეორე მხარეს აატვირთინო პროდუქციის ფოტოები. ველს შეგიძლია შესაბამისი სახელიც განუსაზღვრო მინიშნებად.

პარამეტრებში შეგიძლია განსაზღვრო, მიმაგრებული ფაილი ცალკე დაემატოს, თუ ძირითად დოკუმენტთან გაერთიანდეს. ძირითადი დოკუმენტის და მიმაგრებული ფაილის გვერდები დოკუმენტის სახელების მიხედვით დაჯგუფდება და მათი ჩამოშლა, აკეცვა შეგეძლება.

image

მიმაგრებული ფაილების ჩამოტვირთვა დასრულებული დოკუმენტიდან შესაძლებელია:

  • დოკუმენტის გახსნით და მიმაგრებული ფაილის ველზე დაკლიკვით.
image
  • დოკუმენტების სივრციდან, დოკუმენტის ჩამოტვირითვისას მოაყოლებს ყველა მიმაგრებულ ფაილს.
image

სულ ესაა. დროა შესავსები ველები საქმეში გამოიყენო!

გაეცანი შემდეგ საკითხს: შაბლონები

თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ