ავთენტიფიკაციის მეთოდის არჩევა არის ნებაყოფლობითი. ერთზე მეტი მეთოდის მონიშვნისას, მიმღები თავად ირჩევს, რომელი გზით გაიაროს ავთენტიფიკაცია.
თითოეულ მიმღებს შეგიძლია განუსაზღვრო რა სახის ავთენტიფიკაცია უნდა გაიაროს მან, რათა დოკუმენტზე განახორციელოს რაიმე ქმედება.
ავტენტიფიკაციის მეთოდის შერჩევისას შეგიძლია მიუთითო, როდის მოხდება ავთენტიფიკაცია: დოკუმენტის გახსნისას, თუ ხელმოწერისას 👇
შეგიძლია აირჩიო შემდეგი ავთენტიფიკაციის მეთოდებიდან ერთ-ერთი ან რამოდენიმე:
- SMS კოდით - მობილურის ნომერზე გაეგზავნოს ერთჯერადი ოთხნიშნა კოდი. კოდის შეყვანის გარეშე, მიმღები ვერ განახორციელებს დოკუმენტზე ქმედებას
- ვიდეო იდენტიფიკაცია - ვიდეო სელფით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი ან პასპორტი) დასკანერებით გაიაროს ვერიფიკაცია
- კვალიფიციური ელ. ხელმოწერა - ხელი მოაწეროს ID ბარათით ან კომპანიის ელ. შტამპით, სპეციალური ბარათის წამკითხველის და პინ-კოდის გამოყენებით
- პაროლი - დოკუმენტის გასახსნელად მიმღებმა უნდა შეიყვანოს პაროლი, რომელსაც თავად აირჩევ და გაუზიარებ მას
თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ