როგორ ააჩქარა პროცესები თიბისიმ Signify-ის დახმარებით?
წარმატების ისტორიებიაგვისტო 11, 2025
თიბისი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც 33-წელია საბანკო მომსახურებაში თანამედროვე სტანდარტს ამკვიდრებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
ბანკი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ინოვაციური პროდუქტების განვითარება და ციფრული ტრანსფორმაცია 13 ათასამდე თიბისელის ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია. თიბისი აქტიურად ავითარებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებებს და რეგიონში ციფრული საბანკო გამოცდილების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია.
ამ ქეისში მოგიყვებით: როგორ დაინერგა Signify თიბისიში და როგორ მოახერხა ახალმა ტექნოლოგიამ ათასობით დოკუმენტის დამუშავების პროცესის გამარტივება კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებებში; ასევე, როგორ გააუმჯობესა ელექტრონულმა ხელმოწერამ თანამშრომელთა ყოველდღიურობა და მომხმარებლის გამოცდილება.
ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა პროცესის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ახალი ტექნოლოგია აღარ საჭიროებს დამატებით ჩარევებს, რაც, რა თქმა უნდა, განტვირთავს ჩვენს რესურსებს და შესაძლებლობას გვაძლევს, დრო უფრო საინტერესო და ღირებულ საქმიანობას დავუთმოთ, ვიდრე მარტივი ლოგისტიკის ორგანიზებაზე ძვირფასი დროის ხარჯვაა
მაია პავერმანი
თიბისის საკრედიტო პროცესების განვითარების და გაციფრულების განყოფილების უფროსი
თიბისი ბანკებს შორის პირველი იყო, ვინც კორპორატიულ სეგმენტში Signify დანერგა. ინოვაციური სერვისის დანერგვის პროცესზე ვესაუბრეთ მაია პავერმანს, თიბისის საკრედიტო პროცესების განვითარების და გაციფრულების განყოფილების უფროსს. მაია წლებია აქტიურად მონაწილეობს ბანკის ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და ციფრული ტრანსფორმაციის მართვაში. მისი გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვანი იყო Signify-ს წარმატებით ინტეგრაციაში, რათა სისტემა სრულად მორგებულიყო როგორც შიდა პროცესებს, ასევე მომხმარებელთა საჭიროებებს.
გამოწვევა
ელექტრონული ხელმოწერის დანერგვამდე თიბისიში, განსაკუთრებით კორპორატიულ სეგმენტში, ყოველთვიურად ათიათასობით დოკუმენტი ფორმდებოდა ქაღალდზე. ეს მოიცავდა როგორც საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, ასევე კლიენტების განაცხადებს და სხვა. აღნიშნული პროცესების გავლა, ერთის მხრივ, აუცილებელი იყო, მეორეს მხრივ კი, არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული:
დროისა და რესურსის ხარჯვა: საჭირო იყო შეხვედრების ორგანიზება, დოკუმენტების მრავალ ეგზემპლარად ამობეჭდვა და მომხმარებლებისთვის გაგზავნა; მატერიალური რესურსის გარდა, პროცესი ზრდიდა თანამშრომლების დატვირთვას;
მომხმარებლის დისკომფორტი: მომხმარებლებს ხშირად ბანკში მხოლოდ ხელმოწერისთვის მისვლა უწევდათ, რაც პიკის საათებში დამატებით დისკომფორტს ქმნიდა;
მრავალმხრივი ხელშეკრულებები: ხშირად ხელშეკრულებებში რამდენიმე მხარე მონაწილეობს, ხანდახან 5 ან მეტი. თითოეულისთვის კი ხელშეკრულების ინდივიდუალური ეგზემპლარია საჭირო, რომელიც ყველა სხვა მხარის ხელმოწერას უნდა მოიცავდეს. ამის გათვალისწინებით, 5 სხვადასხვა მხარის ჩართულობით გაფორმებული ხელშეკრულების ხელმოწერების პროცესი დამღელი და არაეფექტიანი იყო;
ეკოლოგიური ფაქტორი: ხანგრძლივი და მრავალშრიანი პროცესების გათვალისწინებით საჭირო იყო ქაღალდის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რაც, ერთი მხრივ, ბუნერივი რესურსების ხარჯვას, მეორე მხრივ კი, ნარჩენების წარმოქმნას უწყობდა ხელს;
აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით ხშირად პროცესები დროში ჭიანურდებოდა და ნაკლებად ეფექტიანი იყო.
გადაწყვეტილება
პანდემიის პერიოდში თიბისიმ ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა საპილოტე პროექტის ფარგლებში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით (გარანტიების გასაფორმებლად), დაიწყო. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად დისტანციური ხელმოწერა აუცილებელი საჭიროება გახდა. თუმცა ამ დროისთვის Signify ბაზარზე ჯერ არ ოპერირებდა.
პრაქტიკაში წარმატებით დაინერგვის შემდეგ, შედეგებმა ცხადყო, რომ პროდუქტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გამარტივდა ბიუროკრატია და დაიზოგა დრო. დადებითმა შედეგებმა თიბისის უბიძგა, ახალი ტექნოლოგია ფართო მასშტაბზე გაევრცელებინა და შეექმნა პროცესი, რომელშიც ტექნიკური რისკები სრულად დაცული იქნებოდა; საჭირო იყო, მათ საჭიროებებზე მორგებული შესაბამისი სისტემის დანერგვა. ზუსტად ამ პერიოდში - სწორ დროსა და ადგილზე - ბაზარზე Signify გამოჩნდა.
სხვადასხვა ალტერნატივის განხილვის შემდეგ თიბისიმ არჩევანი Signify-ზე შეაჩერა. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი გუნდისა და პლატფორმის მოქნილობა იყო, რომელიც საჭიროებების შესაბამისად ადაპტირდებოდა. ასევე, საკვანძო იყო რისკების დაზღვევისა და ბანკის სტანდარტების დაცვის საკითხები - Signify-ს გუნდმა თიბისის სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლო და თანამშრომლობაც შედგა.
ინტეგრაციის პროცესი
ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც დავრწმუნდით, რომ Signify სრულად ერგებოდა ბანკის მოთხოვნებსა და სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და კარგი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას.
სატესტო გაშვება: 2023 წლის მარტში სისტემა სატესტო რეჟიმში მცირე მასშტაბზე გაეშვა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საბანკო პროდუქტს ფარავდა. უკუკავშირის საფუძველზე, პროცესები კიდევ უფრო დაიხვეწა და რამდენიმე თვეში ელექტრონული ხელმოწერა ყველა პროდუქტისთვის ამუშავდა.
მომხმარებლებისა და თანამშრომლების ადაპტაცია
ბანკისთვის ელექტრონულ ხელმოწერაზე გადასვლა თავიდან საკმაოდ კომპლექსური პროცესი იყო და გარკვეული გამოწვევებითაც ხასიათდებოდა. საქმე ისაა, რომ ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭიროა სპეციალური კოდი, რომლისთვისაც ვიზიტი საჯარო რეესტრში აუცილებელი ხდებოდა.
საწყის ეტაპზე არც მომხმარებლები და არც თანამშრომლები მზად არ აღმოჩნდნენ ამ ინფრასტრუქტურისთვის. სწორედ ამიტომ პირველი რამდენიმე თვე კოდების მიღებას დასჭირდა. ეს ერთადერთი მცირე ბარიერი იყო, რაც პროცესში შეგხვდა. ტექნიკურად სისტემა ძალიან მარტივად დაინერგა და Signify-ით პირველივე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელების შემდეგ ფიზიკურ ხელმოწერაზე დაბრუნების სურვილი აღარავის გამოუთქვამს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალმა ტექნოლოგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მომხმარებლების კმაყოფილება. თიბისის მომხმარებლები უკუკავშირში ცალსახად აღნიშნავენ, რომ ელექტრონულმა ხელმოწერამ საგრძნობლად გაამარტივა მათი ცხოვრება; დღეს ბევრს უკვე აღარც წარმოუდგენია, რომ ბანკში ერთი ხელმოწერისთვის მივიდეს.
შედეგები რიცხვებში
23K+ხელმოწერილი დოკუმენტი
26ხის ექვივალენტი დაზოგილი ფურცელი
300K+დაზოგილი ფურცელი
ციფრული ტრანსფორმაციის როლი
Signify-ის მსგავსი ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფინანსური ინსტიტუტების ციფრულ ტრანსფორმაციაში. ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით დოკუმენტების ატვირთვა და ხელმოწერების შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს; პროცესი აღარ საჭიროებს დამატებით დროს შეხვედრებისთვის.
Signify-ის დანერგვამ თიბისის საშუალება მისცა, განტვირთოს საკუთარი რესურსები რუტინული, ლოგისტიკური ამოცანებისგან და ეს დრო მოახმაროს უფრო ინტელექტუალურ და ღირებულ საქმიანობას. ეს არის პროცესის ოპტიმიზაციის შესანიშნავი მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ სწორად შერჩეული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს ყოველდღიურ ოპერაციებს, ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას და ხელს უწყობს ბიზნესის ეფექტიანობას.