მიმღებთა უფლებების მართვა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს პრო და ენტერპრაიზ მომხმარებლებს.
დოკუმენტის ყველა მიმღებს აქვს წინასწარ განსაზღვრული უფლებები, რომელიც შეგიძლია შეცვალო საჭიროების მიხედვით.
სტანდარტული კონფიგურაცია ასეთია 👇
- დოკუმენტის ჩამოტვირთვა - მიმღები შეძლებს დოკუმენტის ჩამოტვირთვას და საკუთარ მოწყობილობაში შენახვას. თუ მომხმარებელი რეგისტრირებულია Signify-ზე, ამ უფლების შეზღუდვის მიუხედავად, ის მაინც შეძლებს დოკუმენტის ჩამოტვირთვას, საკუთარი ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ.
- მტკიცებულების რეპორტის ჩამოტვირთვა - დოკუმენტის დასრულების შემდეგ, მიმღები შეძლებს დოკუმენტზე გენერირებული მკტიცებულების რეპორტის ჩამოტვირთვას და საკუთარ მოწყობილობაში შენახვას. თუ მომხმარებელი რეგისტრირებულია Signify-ზე, ამ უფლების შეზღუდვის მიუხედავად, ის მაინც შეძლებს მტკიცებულების რეპორტის ჩამოტვირთვას, საკუთარი ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ.
- გაეგზავნოს დასრულებული დოკუმენტი - დოკუმენტის დასრულების შემდეგ, მიმღები იღებს დასრულებულ დოკუმენტს ელ-ფოსტით ან SMS-ით.
- კომენტარის დამატება -კომენტარის მითითების საშუალება მიმღებებს აქვთ დოკუმენტის უარყოფის შემთხვევაში, ან დამდასტურებელ როლს, დოკუმენტის დადასტურების დროსაც.
- გადამისამართება - მიმღებს ექნება შესაძლებლობა დოკუმენტს ხელი თავად არ მოაწეროს და დოკუმენტი ხელმოსაწერად სხვასთან გადაამისამართოს.
- საინფორმაციო გვერდის ნახვა - დოკუმენტის გახსნისას მიმღებს გამოუჩნდება საინფორმაციო გვერდი დეტალებით: გამგზავნი, დოკუმენტის მიმღებები, შეტყობინება და სხვა.
თუ ჯერ არ ხარ ჩვენი მომხმარებელი, გადახედე პაკეტებს ამ ბმულზე
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ